09 მარტი, 2017
განო მელითაური - "ყველა მეუბნება, რომ ოჯახი უნდა შევქმნა - არც ის მგონია დანაშაული, თუ პირად ცხოვრებას ხელმეორედ დავიწყებ...''
განო მელითაური ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში მისი ცხოვრების შესახებ საუბრობს. განოს და კოტე თოლორდავას სამი შვილი ჰყავთ. განო დღეს მთლიანად შვილებზეა ორიენტირებული, მისი თქმით მომავალი გეგმები ბავშვების სურვილების მიხედვით განვითარდება.

განო ''სარკესთან'' ინტერვიუში საუბრობს, რომ მის ცხოვრებაში არიან ადამიანები, რომლებსაც მასთან სერიოზული ურთიერთობა სურთ.

"ყველა მეუბნება, რომ ოჯახი უნდა შევქმნა. მარტო როგორ უნდა გაძლო, აუცილებლად შეგიყვარდება კიდევ ერთხელო.

არ მოგატყუებთ, არსებობენ ადამიანები რომლებსაც სურვლი აქვთ ჩემთან სერიოზული ურთიერთობის, თუმცა არ მგონია, რომ ეს ის თემაა, რომელზეც
უნდა ვილაპარაკო.

თუ ოდესმე შევქმი ოჯახს ამაზე ხმამარლა ვილაპარაკებ, მაგრამ დღეს ეს წარმოუდგენლად მიმაჩნია, ამისთვის მზად არ ვარ და ყველა იმ ადამიანს, რომელსაც ჩემთან ურთიერთობა უნდა ეს კარგად იციან.

პროგნოზებს არ გავაკეთებ. არც ის მგონია დანაშაული, თუ პირად ცხოვრებას ხელმეორედ დავიწყებ და არც ის, თუ არ დავიწყებ. ორიენტირებული ვარ მხოლოდ ჩემს შვილებზე, მათ ფსიქიკასა და აღქმაზე''.  ამბობს განო მელითაური "სარკესთან" საუბრისას.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 46 /
სიმართლე
არავინ არაფერს არ უშლის, მარა დიდი სიბანძეა ამაზე ახლა და ამგვარად წერა, რა უცბად მოიგლოვა გოგომ რაა!
09:06 / 10-03-2017
გამოხმაურება / 0 /
ნინი
ვინც მას ასე მკაცრად განაჯით,ყველამ მისი ნაბიჯები გაიარეთ და მერე გააკეთეთ კომენტარები.... ცხოვრება გრძელდება,იმ ადამიანის ბედი ისე იყო და წავიდა უფალთან ...ამ ადამიან არ აქვს ბედნიერების უფლებააა?!!!როგორ ფიქრობთ მსაჯულებო!!!
01:06 / 10-03-2017
გამოხმაურება / 0 /
ნათია
kargad caikitxet da gaiazret ras cers.tu agqmis unir ar shegcevt nu akakunebt tyuilad klaviaturas da aprqvevt sibrdznes,tqvens momavals sheunaxet gamoadgebat! Dzlieri gogoa.male gamovida mdgomareibidan da tavis shvilebs tavad zrdis,rogorc ert-ert gadacemashi vnaxe dziritadad marto. Kargi qmari yavda da rom ecocxla albat bolomde eyoleboda,magram moxda ase da agar aris is am qveynad.ra qnas axla am gogom dajdes dzadzebshi da mteli cxovreba mistiros qmars? Uyvarda,uyvars da mis cxovrebashi eqneba kotes yoeltvis didi adgili,magram axalgazrda gogoa da tu odesme piradsac mixedavs dzalianac kargi iqneba.roca deda bedneri da lagia,shvilebic uketesad grdznoben tavs. Tu vinmem vinmes tavi shesciret da bolomde "dzadzebit" iglovet da amit tavi gmiri ggoniat dzaan cdebit! Gascdit cota charchoebs da nu imetebt "vinmes" dedamicaze iaros mkvdarma! Yvelam chven chvens mamidas rom mivxedot,bevrad naklebi *ozi mamida eyoleba saqartvelos!Carmatebebi am gogos. Patara asakis dzlieri qalia.
00:30 / 10-03-2017
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
ყველამ თავის ცხოვრებას რო მიხედოს მგონი ჯობია ვის რაში გეკიტხებათ სხვისი პირადული თქვენი ვერ მოგიგვარებიათ ყველა ისე ცხოვრობს როგორც ეცხოვრება . სჯობია ცხვირი ამოყოთ სხვისი საქმიდან და ტქვენს პირადულში დააბრუნოთ იქ უფრო საჭიროა თორე სხვისის ქექვაში საკუთარი არ დაგემხოთ თავზეე
23:59 / 09-03-2017
გამოხმაურება / 0 /
უცნობი
მოკლედ რაც მინდა ვთქვა , განო გახლავთ ახალგაზრდა სიცოცხლით სავსე ქალბატონი,რომელსაც თავისი ცხოვრება გააჩნია ! ადამიანი მშვიდად ამბობს ,რომ ახლა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი შვილების ბედნიერებაა ! მუდამ ვერ იგლოვებს ადამიანს ! ძალიან კარგი ადამიანი გახლდათ კოტე და მას ნამდვილად არ ენდომებოდა ,რომ მისი ცოლი მთელი ცხოვრება მის გლოვას გადაჰყოლოდა ! უნდა გააგრძელოს ცხოვრება და თუ საჭიროა ახლიდანაც უნდა დაიწყოს ყველაფერი ! მაგრამ ერთი კი ზუსტად ვიცი ,რომ კოტეს ადგილი მის გულში მუდამ იქნება
23:25 / 09-03-2017
გამოხმაურება / 0 /
ტატა
ეცით ეხლა და ჩაქოლეთ , ალბათ აჯობებდა ჩაყოლოდა , თავი მოეკლა, მონასტერში წასულიყო, დაივიშვიშებდით ერთი ორს და მიეხუტებოდით ძვირფას მეორე ნახევრებს მიბნედილი ხმნით "მე არ გავთხოვდები შენ რომ მოკვდებიო" :))) წერს გოგო რომ არ არის ორიენტირებული გათხოვებაზე და ლაპარაკობს იმაზე რა თემაზეც Nურნალისტი უსვამს კითხვებს და რაც გაფაციცებით წა-ვ-იკითხეთ, იმიტომ რომ გ-ვ-აინტერესებს და თან ქოლავთ ჯერ რა დროს ამაზე ლაპარაკიაო, განო , ჩაიცვი ძაძები, წაიყარე თავზე ნაცარი , გადაიხვეწე სადმე და მერე მოეწონება პურს და სანახაობას დანატრებულ გაბოროტებულ ქალობრიობას .
23:06 / 09-03-2017
გამოხმაურება / 0 /
ასინეთა
დედა,შვილო,,,ჯერ მოგვკლა ამისმა ტირილმა და გლოვამ,თან სულ ლექსებად გადმოსცემდა ქმრირს სიყვარულსა და თავდადებას....გაზეთები კიდევ უბეჭდავდნენ,თითოეულ მის გაჟღერებულ ფრაზას,ლამისაა დიღმის შემოსასვლელში დააყენეს ქართვლის დედის ნაცვლად...ეხლა აცხადებს....მეორე ოჯახი რომ შევქმნა,ნეტა დანაშაულად ხო არ ჩამეთვლებაო....თურმე არიან ადამიანები,რომლებსაც განოსთან ურთიერთობაზე ონებობენ,მარა..აი არ ყოფილა ნენა თანახმა,,,,არ ნდომებია ჯერ.კერას ვერ გავაციებო იძახის....
22:35 / 09-03-2017
გამოხმაურება / 0 /
გოგო
თქვე ცალტვინა ხალხო. ადამიანი სავარაუდოთ შეაწუხეს ამ საკითხით და გამოდის და ამბობს დამანებეთ თავიო, რა არის გაუგებარი, იქ კოტეს ატრიალებთ უკვე საფლავში და ამის ქორწილს განიხილავთ, ვაი თქვენს ჭკუას რა.
22:17 / 09-03-2017
გამოხმაურება / 0 /
მელ
ამხელა სიყვარული ცოტახანს გლოვას იმსახურებს. ჯერ ის კაცი მიწასი არ გაციებულა რა გეჩქარება.რადროს მაგაზე ფიქრია.
21:41 / 09-03-2017
გამოხმაურება / 0 /
მზიკო
ზურას. გაიანე ქვია. გაიანე*
21:08 / 09-03-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS