09 მარტი, 2017
განო მელითაური - "ყველა მეუბნება, რომ ოჯახი უნდა შევქმნა - არც ის მგონია დანაშაული, თუ პირად ცხოვრებას ხელმეორედ დავიწყებ...''
განო მელითაური ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში მისი ცხოვრების შესახებ საუბრობს. განოს და კოტე თოლორდავას სამი შვილი ჰყავთ. განო დღეს მთლიანად შვილებზეა ორიენტირებული, მისი თქმით მომავალი გეგმები ბავშვების სურვილების მიხედვით განვითარდება.

განო ''სარკესთან'' ინტერვიუში საუბრობს, რომ მის ცხოვრებაში არიან ადამიანები, რომლებსაც მასთან სერიოზული ურთიერთობა სურთ.

"ყველა მეუბნება, რომ ოჯახი უნდა შევქმნა. მარტო როგორ უნდა გაძლო, აუცილებლად შეგიყვარდება კიდევ ერთხელო.

არ მოგატყუებთ, არსებობენ ადამიანები რომლებსაც სურვლი აქვთ ჩემთან სერიოზული ურთიერთობის, თუმცა არ მგონია, რომ ეს ის თემაა, რომელზეც
უნდა ვილაპარაკო.

თუ ოდესმე შევქმი ოჯახს ამაზე ხმამარლა ვილაპარაკებ, მაგრამ დღეს ეს წარმოუდგენლად მიმაჩნია, ამისთვის მზად არ ვარ და ყველა იმ ადამიანს, რომელსაც ჩემთან ურთიერთობა უნდა ეს კარგად იციან.

პროგნოზებს არ გავაკეთებ. არც ის მგონია დანაშაული, თუ პირად ცხოვრებას ხელმეორედ დავიწყებ და არც ის, თუ არ დავიწყებ. ორიენტირებული ვარ მხოლოდ ჩემს შვილებზე, მათ ფსიქიკასა და აღქმაზე''.  ამბობს განო მელითაური "სარკესთან" საუბრისას.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 46 /
ლელა
გათხოვება კი არ არის უხერხული, ვისი ცოლიც გინდა იყოს (კოტეთი არ იწყება და არც მთავრდება სიყვარულის ისტორიები), არამედ ამ ''რომანტიული'' ქალისგან უდროო დროს საქვეყნოდ გამოჭენებული ინფორმაცია, რომელიც ჯერ მხოლოდ მის თAვში უნდა იწურებოდეს და დუღდებოდეს. გაჩუმდი, იყავი შენთვის, მითუმეტეს პირად გრძნობებთან.
12:10 / 11-03-2017
გამოხმაურება / 0 /
მაია
ადვილია სხვისი ცხოვრების განსჯა. ყველამ საკუთარ გულში ჩაიხედოს და საკუთარ ცხოვრებას მიხედოს.
11:29 / 11-03-2017
გამოხმაურება / 0 /
ნუცა
ყველას განსხვავებულად უყვარს, თითოს სულს და გონებას განსხვავებულად იპყრობს ეს გრძნობა.ზოგს რამდენჯერმე უყვარდება, ზოგს მხოლოდ ერთხელ.აქ რეცეპტი არ არსებობს,არც ნებართვები და არც აკრძალვები.
23:31 / 10-03-2017
გამოხმაურება / 0 /
Te
Arasdros ar gankicxot is visi.mdgomareobashic ar xart.axalgazrda qalia ratom unda iyos marto.zustadac mivesalmebi..koyes tkivils kidev vercerti qorwineba gauqarwylebs.yvelafers tavisi adgili aqvs
23:25 / 10-03-2017
გამოხმაურება / 0 /
maia maia
შინაბერა ოცეული ზის და აკომენტარებს,ასეთი განცდა მაქვს,როცა სხვის ცხოვრებას ასე ხელაღებით განიხილავენ,მე ძალიან განვიცადე ამ შეყვარებული წყვილის ტრაგედია,განოს ტკივილი დავინახე,შეეშვით ხალხო ამ გოგოს,სამი შვილის დედას...უყვარდა ძლიერ,მაგრამ ვუსურვებ ისევ შეუყვარდეს ისე თუ არა,იმ დონეზე მაინც რომ მარტო არ დარჩეს... ქალებისგან მიკვირს რა რეებს წერთ...ღმერთი შენსკენ განო...სიკეთე წერეთ უკან იცის მობრუნება
20:20 / 10-03-2017
გამოხმაურება / 0 /
კატო
გოძიაშვილის პერსონაჟი მაგონდება... მე ამათთვის გიჟობანას ვთამაშობ და ესენი ...
17:53 / 10-03-2017
გამოხმაურება / 0 /
მარ
ქალბატონო ასინეთა ქართლის დედა დიღმის შემოსასვლელში არ დგას ჯერ ერთი! და მერე მეორე თქვენ საიდან იცით მისი გლოვა და სიყვარული ქმრისადმი... თქვენ საკუთარ ქმარს მიხედეთ ( თუ გყავთ ) და სხვების ცხობრების გაკრიტიკებას მოეშვით....დიახაც რომ გათხოვდეს რა პრობლემააა ვინმე ვინმეს საფლავში ჩაყოლია??? რაც გინდა კარგი ადამიანი ყოფილიყო კოტე უკაცრავად მაგრამ რაქნას ამ გოგომ გლოვა განაგრძოს მთელი ცხოვრება? ქალია და სჭირდება გვერდით მანუგეშებელი და მზრუნველი ადამიანი!!!!
15:53 / 10-03-2017
გამოხმაურება / 0 /
რუსა
კი მარა განო ახლახანს თავს იკლავდი ახლა კი გათტხოვებაზე საუბარი უხერხულად არ გეჩვენება, ნუთუ მართლა ყველაფერი წარმავალია
15:06 / 10-03-2017
გამოხმაურება / 0 /
:)
ვაი იმას ვინც მიწას ამოეფარებაო ტყუილად კი არ არის ნათქვამი... ეჰ კოტე ...
11:28 / 10-03-2017
გამოხმაურება / 0 /
ნონა
ასე იოლია საყვარელი ადამიანის პოვნა მეორედ? რა ვიცი, რა ვიცი, თუ გამოგივათ ამას რა ჯობია, მე მეეჭვება ორჯერ გაგიჟებით შეყვარება!
09:50 / 10-03-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS