რვა მარტს ტელეწამყვან
ინგა გრიგოლიას დაბადების დღე აქვს. დღის ბოლოს სოციალურ ქსელში წერს, თუ როგორ გაატარა 46-ე დაბადების დღე.
„ეხლა, სანამ სათითაოდ გადაგიხდით მადლობას, მოგიყვებით, როგორი ყოფილა დაბადების დღე 46 წლის ასაკში-მთელი დღე ხომ სამსახურში გავატარე,
პარასკევის გადაცემა ხომ ვგეგმე, სტუმრებთან ხომ ვრეკეთ, მერე დაღლილ-მისავათებული სახლში მოვედი და რაღაც დამხვდა კორპუსში აფეთქებული და შუქი გამორთული.
მე ,როგორც წინასაპენსიო ასაკის ა
დამიანს, დამეზარა (ცოტა შემეშინდა კიდეც) ჩაბნელებულ სადარბაზოში მეცამეტე სართულზე ფეხით ასვლა და ორი საათია ქვევით ვზივარ და ველოდები, როდის ჩაირთვება შუქი. ასეთი დაბადების დღე ჯერ არ მქონია. წარმომიდგენია, რაც უფრო მომემატება წლები, წინ რა იუბილეები მელის. ჩემი რვა მარტის მოკლე შინაარსი მოგიყევით რა“, წერს ინგა ფეისბუქზე.