08 მარტი, 2017
ლიკა ლაბაძე - „ბევრი შეცდომა დამიშვია, ბევრ ადამიანს დავუხარე თავი, ბევრჯერ არ ვთქვი ჩემი სიმართლე, ბევრჯერ მეტკინა და ვმალავდი...“
ლიკა ლაბაძე რვა მარტს იუბილარია. მოცეკვავე და მსახიობი საკუთარ თავს დაბადების დღეს შემდეგი პოსტით ულოცავს.

„დღეს მე 31 წლის გავხდი …

ნუ წაიკითხავ, გრძელია, That’s fine უბრალოდ, დიდი ხნის განმავლობაში პირველად მომინდა რაღაც დამეწერა და თან ბევრი დამეწერა. ასე რომ ეს ისე, ჩემთვის…

ძალიან მიყვარს ჩემი დაბადების დღე, რადგან ჩემთვის ეს დღე განვლილი წლის, ან წლების გაანალიზების დროა და ახალი წლის, ახალი ეტაპის კიდევ უფრო გაზრიდლი შეხვედრის საშუალებაა. სადღესასწალულო განწყობასთან, მოლოცვებთან, სურვილებთან ერთად მიყვარს ამ
დღეს ცოტა ხნით მარტო დარჩენაც… ერთი წუთით ჩემი წარსულის გახსენება, გაანალიზება , დაფიქრება…

ძალიან მიყვარს ფიქრი, ეს ჩემი ჰობია. მიყვარს ჩემს ფიქრებში ჩაძირვა, გაანალიზება და “ფაზლების” აწყობა. მიყვარს საკუთარი თავის შესწავლა, ადამიანებზე დაკვირვება. მიყვარს ყველაფერზე პასუხის მიგნება და ადამიანების საქციელის გამართლება გარკვეული მიზეზის პოვნის შემდეგ…(თუმცა ხშირად ბევრ საქციელს მიზეზი არ მოეძებნება, ამ დროს ვიცი უნდ გავატარო ან "დავიკიდო" 

ხოდა დღესაც დავფიქრდი… დავფიქრდი და თან სახეზე სიმშვიდით და ორნავი ღიმილით მეფიქრება ყველაფერზე….

დღეს უკვე 31 წლის ვარ და ჩემს უკან ბევრი უზარმაზარი ცხოვრებისეული ეტაპია, რომელიც რამდენჯერმე რადიკალურად შეიცვალა ჩემს ცხოვრებაში. იცვლებოდა გარემო, იცვლებოდა პროფესია, იცვლებოდნენ ადამიანები , ვიზრდებოდი მე…

გაოგნებული ვარ ამ წელების განმავლობაში რამდენი რამ ვისწავლე, რამდენი ადამინი შევისწავლე, რამდენი პრინციპი ჩამოვიყალიბე, რამდენმა ტკივილმა გამზარდა და დღეს მიხარია, რომ მე და ჩემი სამყარო რადიკალურად სხვა პლანეტაზე ვართ.

ბევრი შეცდომა დამიშვია, ბევრ ადამიანს დავუხარე თავი, ბევრჯერ არ ვთქვი ჩემი სიმართლე, ბევრჯერ მეტკინა და ვმალავდი, ბევრჯერაც თავს ვიტყუებდი, ბევრჯერ ზედმეტმა “ზრდილობამ” და “ტაქტმა” არ მათქმევინა ის, რასაც სწორად ვთვლიდი, ბევრჯერ სხვისი გულის არ ტკენის გამო (რადგან სიმართლე მწარეა) უკან დამიხევია და “გამიტარებია” , ბევრს ამით უსარგებლია. ბევრჯერ ადამიანები ჩემს საქციელს არასწორად ხედავდნენ, ბევრს “უჭორავია” ალბათ , ბევრი ცდილობდა, მხოლოდ ცუდი დაენახა…

მაგრამ მე ერთი წამითაც არ მინანია არასდროს! არაფერი! ვთვლი რომ “ჭკვიანები საკუთარ შეცდომებზე სწავლობენ”, “ ვთვლი, რომ “რასაცა გასცემ შენია” და ვთვლი, რომ “ადამიანს ყველაფერი უკან უბრუნდება”. ვთვლი რომ “ ტიშე იედიშ დალშე ბუდეშ…” ვთვლი, რომ “სიყვარულსა მალვა უნდა” ვთვლი, რომ “ რაც მოგივა დავითაო ყველა შენი თავითაო” , ვთვლი რომ ურთიერთობაში მთავარი ყურადღება, ანგარიშის გაწევა და დაფასებაა.. კიდევ ბერვ რამეს ვთვლი მაგრამ აღარ გავაგრძელებ…

დღევანდელი გადმოსახედიდან უკან მოგონებების , გამოცდილების, სიტუაციების ძალიან დიდი ქარბორბალა გამოვიარე… დღეს მიხარია, რომ როცა გასა”რისკი” იყო გავ”რისკე” , მიხარია რომ “დიდი ოცნებების” არასდროს მეშინოდა, მიხარია, რომ წარსული არასდროს მერჩივნა აწმყოს…

მიხარია, რომ სულ რომ დღეს სრულდებოდეს დედამიწაზე ადამიანის არსებობოდა მე ჩემს ჯუზეპეს უკვე მივაგენი…

დიდ ხანს მეგონა, რომ იღბალს ადამიანი შენივე ქმედებებით იზიდავ, დღესაც ასე მჯერა, თუმცა როგორ სტადიაშიც დღეს ვარ აქ იღალი ნამდვილად ჩარეულია. ჩემი იღბალი კი არის ის, რომ გარშემო მყავს ის ადამიანები ვინც განუსაზღვრელ სიყვარულს მჩუქნის! ის, რომ ცხოვრებაში მთავარი ბედნიერება ადამიანებზე ზრუნვა და სიყვარულია…

მადლობელი ვარ, რომ ჩემი ცხოვრების კრიტიკულად უმნიშვნელოვანეს ეტაპებზე ჩნდებოდნენ და ქრებოდნენ ან ჩნდებოდნენ და რჩებოდნენ ადამიანები რომლებსაც მე დღეს ჩემს "ანგელოზებს" ვეძახი , ადამინები რომლებმაც ხელი გამომიწოდეს, წინ წამწიეს, დამეხმარნენ და სწორედ მათი წყალობით გადადიოდა ჩემი ცხოვრება ეტაპიდან ეტაპზე. ეს წინანადება დავწერე და ფანჯარაში მზემ გამოანათა. რა გავაკეთო, 31 წლის ვარ მაგრამ ნიშნების მაინც მჯერა.

დღეს 31 წლის ვარ … წინ კიდევ ბევრი რამ მაქვს სასწავლი, ბევრი გამოცდილება მაქვს მისაღები (დედა მეუბნება 40 სულ სხვააო…) ისევ ბევრჯერ დავეცემი და ისევ ბევრჯერ ავდგები ალბათ… თუმცა დღეს მიხარია, რომ პიროვნულად ვარ იქ სადაც “ძალიან კარგია” და ძალიან სიმშვიდეა.

დღეს მე ვარ უსაზღვროდ, ცრემლებამდე მადლიერი ყველაფერ იმისთვის, რაც ცხოვრებამ მაჩუქა!

Happy Birthday to me!“, წერს ლიკა.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ქუთაისელი
ლიკა არის ჭკვიანი, ლამაზი და დადებითი ადამიანი. გული მწყდება, რომ ჩვენი ერის წარმოამდგენელმოა ვერ მოიგო მისი გული და გაგვიფრინდა. მაგრამ იმედი მაქვს, არ დაიკარგება და ქართულ პროექტებში ისევ მიიღებს მონაწილეობას. ვულოცავ, და წარმატებებს ვუსურვებ.
18:35 / 09-03-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS