09 ნოემბერი, 2013
რუსკა მაყაშვილი სერიალიდან გაუშვეს - „უნიჭო ვარ“
საინტერესოა, რას მოიფიქრებს „ღამის შოუს“ ის გუნდი, რომელიც სერიალს ამზადებს, რომ „ჩვენი ამბავი“ რეიტინგული გახდეს და „ჩემი ცოლის დაქალებს“ რეიტინგით ჯერ დაეწიოს და მერე გაუსწროს კიდეც ახალ სატელევიზიო სეზონზე ტელეკომპანია „იმედმა“ ახალი სერიალი „ჩვენი ამბავი“ შემოგვთავაზა. სერიალს „ღამის შოუს“ სტუდია ამზადებს. ვისაც ეს სერიალი არ გინახავთ, გეტყვით, რომ „ჩვენ ამბავში“ ნანა ლორთქიფანიძე, დიმა ტატიშვილი, როლანდ ოქროპირიძე, ტატო ჩახუნაშვილი, ნიკა კუჭავა, და ბევრი სხვა კარგი მსახიობი თამაშობს. თუმცა სერიალი ვერ გახდა ისეთივე პოპულარული როგორი პოპულარულიც რამდენიმე წლის
წინ

„შუა ქალაქი“ იყო. სავარაუდოდ ამის მოლოდინი ჰქონდათ, რადგან სერიალი „ჩვენი ამბავი“ „ჩემი ცოლის დაქალების“ პარალელურად გადის და კონკურენციას ჯერჯერობით ვერ უწევს. სერიალ „ჩვენი ამბავის“ ერთ-ერთი გმირი რუსკა მაყაშვილიც იყო. მისი გმირი ეკატერინე ისეთი გოგო იყო, რომელსაც ძველბიჭური მანერები ჰქონდა, ბიჭების ყურადღებას იშვიათად იმსახურებდა და თუ ასეთი შემთხვევა მოხდებოდა, ყველას უკვირდა.

ბოლო რამდენიმე სერია ეკატერინე აღარ გამოჩენილა სერიალში. ამის მიზეზი რუსკას „ფეისბუქის“ გვერდიდან გახდა ცნობილი. რუსკამ რამდენიმე საათის წინ დაწერა: „სერიალ „ჩვენ ამბავში“ ეკატერინეს პერსონაჟი ამოღებულია: 1)სცენარისტები ვეღარ წერენ ამ პერსონაჟზე. 2. უნიჭო ვარ.“ რუსკას ამ სტატუს მისი მეგობრების უამრავი კომენტარი მოჰყვა.

„უნიჭი კი არა, შენ ყველაზე ნიჭიერი გოგო ხარ“ .

„შენ კი არა, სცენარისტები არიან უნიჭოები, რომ შენ გმირზე სცენარს ვერ წერენ“ . რუსკას ერთი მეგობარი წერდა, თუ ვეღარ იფიქრებენ რა დაუწერონ ეკატერინეს, შენც სხვა როლი მოგცენო. სავარაუდოდ რუსკას მეგობრის ამ იდეას სერიალის სცენარისტები ვერ განახორციელებენ. სერიალში როგორც წესი მსგავსი ცვლილებები მაყურებელს არ მოსწონს ხოლმე…

რუსკას ბევრი ამშვიდებდა, ამის გამო არ ინერვიულოო. ბოლოს მსახიობმა დაწერა, „მშვიდად ვარ. კარგიც არის ასე რომ მოხდა, უბრალოდ ახალი ამბავი შეგატყობინეთო“ .

მოკლედ, რუსკა აღარაა სერიალში. საინტერესოა, რას მოიფიქრებს „ღამის შოუს“ ის გუნდი, რომელიც სერიალს ამზადებს, რომ „ჩვენი ამბავი“ რეიტინგული გახდეს და „ჩემი ცოლის დაქალებს“ რეიტინგით ჯერ დაეწიოს და მერე გაუსწროს კიდეც.

სალომე დადიანი
სპეციალურად „რეიტინგის“ საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 45 /
ნინო
ძალიან უხარუსხო სერიალია,არამგონი ვინმე სერიოზული ადამიანი უყურებდეს, ალბათ დაწყებითი ბავშვებისთვისაა გათვლილი...
10:48 / 10-11-2013
გამოხმაურება / 0 /
მარი
ძალიან ძლიერი სცენარისტები ყავს ამ სერიალს უბრალოდ ცოტა დრო უნდა და დარწმუნებული ვარ ისევე დაიხვეწება როგორიც წინა სეზონები იყო და მაყურებლის გულებსაც დაიპყრობს.სამწუხაროდ ზოგ ზოგიერთები კარგს და ცუდს ვერ ანსხვავებენ.
10:48 / 10-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ჯორკა
იხვნისკარტას სალამიიი
10:30 / 10-11-2013
გამოხმაურება / 0 /
gocha
თეატრში იარეთ და იქ დარწმუნდებით ამ გოგოს ნიჭიერებაში,ფსიქოზის ნახვას გირჩევთ ყველას! ჩვენ ამბავს რაც შეეხება სრული იდიოტიზმი და სამსახიობო ხელლოვნების კრახია,ვერ ვიჯერებ რო ღამის შოუს ასეთი მდარე სცენარისტებიც ჰყავს? ბატონო დავით გოგიჩაიშვილო დროზე გამოფხიზლდი და წესიერი სცენარები აწერინე ხალხს თორე უკვე Yლიფონავას სერიალი დაგვაჯდა თავზე! აფსუს ჩემი გოგონა გარეუბნიდან და შუა ქალაქი...
10:27 / 10-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ძალიან ნიჭიერიერები არიან ღამის შოუს სცენარისტები
10:09 / 10-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ბობო
ვინ აფინანსებს ამ სისულელეს ურეიტინგო უნიჭობას. გამოვიდნენ მსახიობები ცოდონი არიან. ან დიდი ჯარიმა გადაახდევინონ სერიალს ვინც აფინანსებს მსახიობების რეიტინგის დაგდებისთვის
10:07 / 10-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ლალა
ჩვენი უბედურებაც მაგაშია თეატრში სიარულს გადავეჩვიეთ. ნიჭიერსა თუ უნიჭოს სერიალების სახით გვაწვდიან ერთ დონეზე.დაიბნა საზოგადოება.მსახიობს ვაფასებთ ცხვირით იალტის საერთაშორისო ფესტივალზე რუსკა დააჯილდოვეს . მერწმუნეთ ჯილდოს მხოლოდ ნიჭიერებაში იდზლევიან. ეს არავის გაუშუქებია. ამიტომ უჭირს საზოგადოებასგარკვევა ვინ ვინ არის
09:57 / 10-11-2013
გამოხმაურება / 0 /
სალო
martla sisuleleea me magaliitad ar vuyurebdii chemii colis daqalebiis gaashterees magraambevrad jobiia
23:03 / 09-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ანი
საერთოდ არ მომწონს და არ ვუყურებ მაგ სერიალს. ნათია და ნათია ბევრად სჯობია მაგას.
21:56 / 09-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ტავისუპალი
ტუ ვინმე უკურებს ამ სერტიალს?ასეტი უნიჯობა როგორ იჯაჯებიან მსახიობები რუსკა ტეატრსჰი არ მინახავს ,რადგან კუტაისსჰი ვარ და კინოსჰი მახიზიანებს და ვერ ვუკურებ
21:32 / 09-11-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS