09 ნოემბერი, 2013
რუსკა მაყაშვილი სერიალიდან გაუშვეს - „უნიჭო ვარ“
საინტერესოა, რას მოიფიქრებს „ღამის შოუს“ ის გუნდი, რომელიც სერიალს ამზადებს, რომ „ჩვენი ამბავი“ რეიტინგული გახდეს და „ჩემი ცოლის დაქალებს“ რეიტინგით ჯერ დაეწიოს და მერე გაუსწროს კიდეც ახალ სატელევიზიო სეზონზე ტელეკომპანია „იმედმა“ ახალი სერიალი „ჩვენი ამბავი“ შემოგვთავაზა. სერიალს „ღამის შოუს“ სტუდია ამზადებს. ვისაც ეს სერიალი არ გინახავთ, გეტყვით, რომ „ჩვენ ამბავში“ ნანა ლორთქიფანიძე, დიმა ტატიშვილი, როლანდ ოქროპირიძე, ტატო ჩახუნაშვილი, ნიკა კუჭავა, და ბევრი სხვა კარგი მსახიობი თამაშობს. თუმცა სერიალი ვერ გახდა ისეთივე პოპულარული როგორი პოპულარულიც რამდენიმე წლის
წინ

„შუა ქალაქი“ იყო. სავარაუდოდ ამის მოლოდინი ჰქონდათ, რადგან სერიალი „ჩვენი ამბავი“ „ჩემი ცოლის დაქალების“ პარალელურად გადის და კონკურენციას ჯერჯერობით ვერ უწევს. სერიალ „ჩვენი ამბავის“ ერთ-ერთი გმირი რუსკა მაყაშვილიც იყო. მისი გმირი ეკატერინე ისეთი გოგო იყო, რომელსაც ძველბიჭური მანერები ჰქონდა, ბიჭების ყურადღებას იშვიათად იმსახურებდა და თუ ასეთი შემთხვევა მოხდებოდა, ყველას უკვირდა.

ბოლო რამდენიმე სერია ეკატერინე აღარ გამოჩენილა სერიალში. ამის მიზეზი რუსკას „ფეისბუქის“ გვერდიდან გახდა ცნობილი. რუსკამ რამდენიმე საათის წინ დაწერა: „სერიალ „ჩვენ ამბავში“ ეკატერინეს პერსონაჟი ამოღებულია: 1)სცენარისტები ვეღარ წერენ ამ პერსონაჟზე. 2. უნიჭო ვარ.“ რუსკას ამ სტატუს მისი მეგობრების უამრავი კომენტარი მოჰყვა.

„უნიჭი კი არა, შენ ყველაზე ნიჭიერი გოგო ხარ“ .

„შენ კი არა, სცენარისტები არიან უნიჭოები, რომ შენ გმირზე სცენარს ვერ წერენ“ . რუსკას ერთი მეგობარი წერდა, თუ ვეღარ იფიქრებენ რა დაუწერონ ეკატერინეს, შენც სხვა როლი მოგცენო. სავარაუდოდ რუსკას მეგობრის ამ იდეას სერიალის სცენარისტები ვერ განახორციელებენ. სერიალში როგორც წესი მსგავსი ცვლილებები მაყურებელს არ მოსწონს ხოლმე…

რუსკას ბევრი ამშვიდებდა, ამის გამო არ ინერვიულოო. ბოლოს მსახიობმა დაწერა, „მშვიდად ვარ. კარგიც არის ასე რომ მოხდა, უბრალოდ ახალი ამბავი შეგატყობინეთო“ .

მოკლედ, რუსკა აღარაა სერიალში. საინტერესოა, რას მოიფიქრებს „ღამის შოუს“ ის გუნდი, რომელიც სერიალს ამზადებს, რომ „ჩვენი ამბავი“ რეიტინგული გახდეს და „ჩემი ცოლის დაქალებს“ რეიტინგით ჯერ დაეწიოს და მერე გაუსწროს კიდეც.

სალომე დადიანი
სპეციალურად „რეიტინგის“ საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 45 /
ქეთი
რუსკა ზალიან უნარიანია და ნიჭიერი. უბრალოდ, ძალიან მანერულია,აქტიური ჟესტიკულაციით და ეს რომ შეარბილოს მგონია,რომ უფრო კარგი იქნება
09:36 / 11-11-2013
გამოხმაურება / 0 /
თიკო
იმედი მაქვს "ღამის შოუს სტუდიამ" ზუსტად იცის რას აკეთებს :)) და მაგათ ნიჭიერებაში კიდევ როგორ უნდა შეიტანო ეჭვი
02:17 / 11-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ლელა
უნიჭო ხარ აბა რააააა
00:05 / 11-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ლილე
შუა ქალაქი ახალი ხილივით იყო და იმიტომ გვიყვარდა და ყველა უყურებდა, ეს სერიალიც დაიქოქება ცოტა აცადეთ.იუმორი კარგი აქვთ, მსახიობებიც კარგია, ასე რომ აცალეთ ცოტა ცეცხლში ნუ გაატარებთ!!!!
18:01 / 10-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანკა
კეთუ საყვარელო, თუ სპეკტაკლებზე ასეთი ნიჩიერია რას დარბის ამ სერიალების ჭ კლასის როლებზე. მოგვბეზრდა ყველგან გამოკვეხებულია,რა ნახეს ამ გოგოში ერთიდა იგივე მანერით ტამაშობს ყველა როლს.
17:53 / 10-11-2013
გამოხმაურება / 0 /
კოტე
ღამის შოუს სტუდიამ ეტყობა დაიკიდა ეგ სერიალი და ვიღაცეები წერენ... რუსკა კიდე ღამის შოუს სტუდიით არ არი, თუ რამეს წარმოადგენს? გოგონა გარეუბნიდან-ში არ გაქაჩეს?
17:15 / 10-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანა ლილუაშვილი
მაპატიოს ყველამ, მაგრამ მე "ჩვენი ამბავი"ის ერთ სერიასაც კი ვერ ვუყურე, არაფერი არ მომწონს და იმიტომ,არც ვიზუალზე ნაფიქრი და ვერც ნიჭეირებამ მიმიზიდა რომელიმე მსახიობისამ, რაც შეეხება ჩემი ცოლის დაქალებს, არც მისი თავგადაკლუი ფანი გახლავართ მაგრამ მმსახიობები ძალიან კარგად თამაშობენ და ვიზუალზეც ბევრია ნაფიქრიიი, სცენარიც შესანიშნავიაა
16:15 / 10-11-2013
გამოხმაურება / 0 /
პაშა
თეატრი სხვაა. მაგრამ კინოში და სერიალში გარდასახვა რუსკასი არ გვინახია, ერთი სახის მიმიკა ააქ და ააქ. ეგაა სულ მისი სახე.ტუჩის მოკუმვა და ცხვირის ათამაშება..უნდა მარა ვერ გამოსდის
14:23 / 10-11-2013
გამოხმაურება / 0 /
მედეა
თეატრში არ ვიცი როგორია რუსკა, მაგრამ სერიალებში, რომ საშინელი საყურებელია, ეს ფაქტია!მაგის პირის დაღება და მანჭვა–გრეხვა აუტანელია. ამ სერიალშიც ძალიან ცუდი იყო.
12:56 / 10-11-2013
გამოხმაურება / 0 /
კეთუ
ჯერ ერთი რუსკა არ გაუგდიათ ის თვითონ წამოვიდა რადგან თვლის რომ ისეთ სერიალში რომელიც არის დასაცინი ის მონაწილეობას არ მიიიღეს და თუ გინდათ დაინახოთ ამ ადამიანის ნიჭი მართალია წადით მის სპეკტაკლებზე
11:31 / 10-11-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS