09 ნოემბერი, 2013
რუსკა მაყაშვილი სერიალიდან გაუშვეს - „უნიჭო ვარ“
საინტერესოა, რას მოიფიქრებს „ღამის შოუს“ ის გუნდი, რომელიც სერიალს ამზადებს, რომ „ჩვენი ამბავი“ რეიტინგული გახდეს და „ჩემი ცოლის დაქალებს“ რეიტინგით ჯერ დაეწიოს და მერე გაუსწროს კიდეც ახალ სატელევიზიო სეზონზე ტელეკომპანია „იმედმა“ ახალი სერიალი „ჩვენი ამბავი“ შემოგვთავაზა. სერიალს „ღამის შოუს“ სტუდია ამზადებს. ვისაც ეს სერიალი არ გინახავთ, გეტყვით, რომ „ჩვენ ამბავში“ ნანა ლორთქიფანიძე, დიმა ტატიშვილი, როლანდ ოქროპირიძე, ტატო ჩახუნაშვილი, ნიკა კუჭავა, და ბევრი სხვა კარგი მსახიობი თამაშობს. თუმცა სერიალი ვერ გახდა ისეთივე პოპულარული როგორი პოპულარულიც რამდენიმე წლის
წინ

„შუა ქალაქი“ იყო. სავარაუდოდ ამის მოლოდინი ჰქონდათ, რადგან სერიალი „ჩვენი ამბავი“ „ჩემი ცოლის დაქალების“ პარალელურად გადის და კონკურენციას ჯერჯერობით ვერ უწევს. სერიალ „ჩვენი ამბავის“ ერთ-ერთი გმირი რუსკა მაყაშვილიც იყო. მისი გმირი ეკატერინე ისეთი გოგო იყო, რომელსაც ძველბიჭური მანერები ჰქონდა, ბიჭების ყურადღებას იშვიათად იმსახურებდა და თუ ასეთი შემთხვევა მოხდებოდა, ყველას უკვირდა.

ბოლო რამდენიმე სერია ეკატერინე აღარ გამოჩენილა სერიალში. ამის მიზეზი რუსკას „ფეისბუქის“ გვერდიდან გახდა ცნობილი. რუსკამ რამდენიმე საათის წინ დაწერა: „სერიალ „ჩვენ ამბავში“ ეკატერინეს პერსონაჟი ამოღებულია: 1)სცენარისტები ვეღარ წერენ ამ პერსონაჟზე. 2. უნიჭო ვარ.“ რუსკას ამ სტატუს მისი მეგობრების უამრავი კომენტარი მოჰყვა.

„უნიჭი კი არა, შენ ყველაზე ნიჭიერი გოგო ხარ“ .

„შენ კი არა, სცენარისტები არიან უნიჭოები, რომ შენ გმირზე სცენარს ვერ წერენ“ . რუსკას ერთი მეგობარი წერდა, თუ ვეღარ იფიქრებენ რა დაუწერონ ეკატერინეს, შენც სხვა როლი მოგცენო. სავარაუდოდ რუსკას მეგობრის ამ იდეას სერიალის სცენარისტები ვერ განახორციელებენ. სერიალში როგორც წესი მსგავსი ცვლილებები მაყურებელს არ მოსწონს ხოლმე…

რუსკას ბევრი ამშვიდებდა, ამის გამო არ ინერვიულოო. ბოლოს მსახიობმა დაწერა, „მშვიდად ვარ. კარგიც არის ასე რომ მოხდა, უბრალოდ ახალი ამბავი შეგატყობინეთო“ .

მოკლედ, რუსკა აღარაა სერიალში. საინტერესოა, რას მოიფიქრებს „ღამის შოუს“ ის გუნდი, რომელიც სერიალს ამზადებს, რომ „ჩვენი ამბავი“ რეიტინგული გახდეს და „ჩემი ცოლის დაქალებს“ რეიტინგით ჯერ დაეწიოს და მერე გაუსწროს კიდეც.

სალომე დადიანი
სპეციალურად „რეიტინგის“ საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 45 /
მარგო
აღარც ტატიშვილის შოუშია.
21:11 / 13-11-2013
გამოხმაურება / 0 /
რეჟისორი
უნიწო ნამდვილად არ ხარ.ულამაზო კი
15:40 / 13-11-2013
გამოხმაურება / 0 /
საკვები
ბევრ მმსახიობს ცხვირი აჭმევსო ვინც წერ.მართალია.ცხვირას როლებიც აუცილებელია და ლამაზთვალებიანებისაც.აქ ბჭობა როლზე არ არის.რუსკა როგორც მსახიობი უნიკალურია ,ცხოვრებაში როგორც ქალი არ მოგეწონება.
12:03 / 13-11-2013
გამოხმაურება / 0 /
რეზო
რას ერჩიტ ამ ქალის ცხვირს?ბევრ მსახიობს ცხვირი აჭმევს პურს ნიჭი კი არა.ვერ ვიტყვი რომ გენიალურია,მაგრამ რა დროც არის ის დონეა.წარმატებებს უსურვებ და ცხვირს ხელი არ ახლო!
20:12 / 12-11-2013
გამოხმაურება / 0 /
გიო
უნიჭო არ ხარ მაგრამ ნიჭიერიც რომ არ ხარ?ტატიშვილის შოუს უხდები ძალიან.
18:44 / 12-11-2013
გამოხმაურება / 0 /
კაცი
მართლა რა არაქალურია ეგ კოდალა ცხვირიანი რუსაკა
09:58 / 12-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ნიკო
რუსკა ძალიან ნიჭიერი ხარ, მე მაქვს სპეკტაკლი ნანახი სადაც შენ თამაშობდი და საოცრად მომეწონა და თავს ნუ აყენებ შეურაწყოფას. ღამის შოუს სტუდიას რაც შეეხება ნელნელა ყველაფერს აბანძებენ და კარგიც არის რომ აღარ ხარ მანდ, უამრავი ახალი შემოთავაზება გექნება ეგ არაფერი. შუა ქალაქში მსახიობების შეცვილის შემდეგ ეგ სტუდია გაბანძდა მაგრად და ყოველდღე უფრო ბანძდება!
01:26 / 12-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანა
ღმერთო ჩემო, როგორ მიკვირს ამდენი ბოღმა როგრ გაქვთ, აღარ იცით ვის როგორ ატკინოთ გული,გადმოანთხიეთ, გადმოანთხიეთ იქნება ახლა მაინც იცხოვროდ განთავისუფლებულებმა ადამიანურად და თქვენც დატკბეთ ამ ცხოვრებით.
17:59 / 11-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ისე რა ბოროტი უნდა იყო ადამიანს იხვნისკარტა რომ ეძახო, კარგად გადახედე თქვენს სანატესაო-სამეგობროს, ყველას იდეალური ცხვირის ფორმა აქვს?
14:12 / 11-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ძალიან კარგი სერიალია,ყველა მსახიობი მშვენივრად თამაშობს,მე ძალიან მომწონს ეს სერიალი და დიდი სიამოვნებით ვუყურებ
09:37 / 11-11-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS