09 ნოემბერი, 2013
გურჯაანელი წარმატებული მოსწავლეები „ეტალონში“
„ეტალონი“ გურჯაანელი მოსწავლეების მონაწილეობით შაბათს, 9 ნოემბერს, 19:30 სთ-ზე დაიწყება „პირველ არხზე“ „ეტალონის“ მორიგ გადაცემაში გურჯაანის რაიონის სკოლების მოსწავლეების საუკეთესო ათეული შეეჯიბრა ერთმანეთს. თამაში გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის ინიციატივით შედგა. მაყურებლების, მოთამაშეებისა და სტუდიაში მყოფი სტუმრების განწყობაზე წარმოშობით გურჯაანელმა მომღერალმა ნათია ქოროღლიშვილმა იზრუნა და სიმღერა „კახეთო“ შეასრულა.

მოთამაშეების საგულშემატკივროდ „ეტალონის“ სტუდიაში უამრავმა სტუმარმა მოიყარა თავი. სკოლის დირექტორებთან, მშობლებთან და დამრიგებლებთან ერთად გურჯაანელ მოსწავლეებს საკრებულოს თავმჯდომარე ავთანდილ ზარდიაშვილი და გამგებელი ემზარ ჯიქურაშვილი გულშემატკივრობდნენ.

მოთამაშეთა ათეულიდან
ქულათა მაქსიმალური რაოდენობით ფინალში გიორგი დათუნაშვილმა, ნინო დარბაიძემ და ანა მოსემღვდლიშვილმა გადაინაცვლეს.

საბოლოოდ გამარჯვება გურჯაანის რაიონის სოფელ ჯიმითის საჯარო სკოლის მოსწავლემ გიორგი დათუნაშვილმა მოიპოვა. მას წარმატება გამგებელმა და საკრებულოს თავმჯდომარემ მიულოცეს და გამარჯვების აღსანიშნავად დიპლომი გადასცეს. ისევე, როგორც სხვა გამარჯვებულებს, გიორგის ისრაელის სახელმწიფოს სახელით საჩუქრად ნოუთბუქი გადაეცა.

გიორგის გამარჯვება ჯიმითის სკოლის დირექტორმა, მისი კლასის დამრიგებელმა და დედამაც მიულოცეს. თამაშის ყველა მონაწილეს გამომცემლობა პალიტრა L-ისგან საჩუქრად წიგნები გადაეცა, გამარჯვებულს კი პალიტრა L-მა დამატებით სხვა წიგნებიც აჩუქა.

„ეტალონი“ გურჯაანელი მოსწავლეების მონაწილეობით შაბათს, 9 ნოემბერს, 19:30 სთ-ზე დაიწყება „პირველ არხზე“

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
გიორგი
ეტალონი წარმოადგენს ყველაზე წარმატებულ საგანმანათლებლო ტელეპროექტს საქართველოს ტელესივრცეში და ეჭვიც არ მეპარება ასე გაგრძელდება. ჩვენ კი, გურჯაანელებმა წარმატებით წარვადგინეთ ჩვენი რაიონი.
21:40 / 11-11-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS