07 მარტი, 2017
მორიგი დაშორება - ნინო დარასელის შვილს ოჯახი ორ წელიწადში დაენგრა
ორი წლის წინ, ნინო დარასელის ვაჟის ზაზუკა ბერაძის და მოდელის ნატა ბერიძის ქორწილმა მთელი თბილისი აალაპარაკა. ჟურნალისტმა საკუთარ ვაჟს გრანდიოზული ქორწილი გადაუხადა. ჩვენს მიერ, მოპოვებული ინფორმაციით, წყვილი დაქორწინების შემდეგ ესპანეთში წავიდა საცხოვრებლად, თუმცა ღალატის გამო, მათი ოჯახი მალე დაინგრა. ჩვენი წყაროს ცნობით, ოჯახის დანგრევის გადაწყვეტილება ნატამ მიიღო, რადგან მეუღლემ მას უღალატა.

Rating
ჟურნალისტმა საკუთარ ვაჟს გრანდიოზული ქორწილი გადაუხადა



















ცოტა ხნის წინ, თბილისში ნატა ბერაძის და მორაგბის - ბაჩო
კოლელიშვილის სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ ალაპარაკდნენ. ბაჩო რეჟისორ ზაზა კოლელიშვილის ვაჟია, ნატა და ბაჩო თავიანთი სიყვარულის აფიშირებას არც სოციალურ ქსელში ერიდებოდნენ. ინსტაგრამზე ნატა ბაჩოსთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებდა. "ამბები.გე" ნატას დაუკავშირდა:

- ნატა, ცნობილი გახდა რომ ნინო დარასელის ვაჟს დაშორდით, მართალია?
- მართალია, მაგრამ არ მინდა ამაზე ლაპარაკი. ეს ჩემი პირადია. სახალხოდ ვერ ვილაპარაკებ.

- ამბობენ, რომ ღალატის გამო დაანგრიეთ ოჯახი...
- არაფერს გეტყვით, მხოლოდ იმას ვიტყვი რომ ოჯახის დანგრევის გადაწყვეტილება მე მივიღე.

- ჩვენთვის ცნობილია, რომ მორაგბის ბაჩო კოლელიშვილის შეყვარებული ხართ, მართალია?
- 9 თვე ვიყავით მე და ბაჩო შეყვარებულები, მაგრამ ერთი თვეა ჩვენც დავშორდით.

თამარ ბოჭორიშვილი

Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS