08 ნოემბერი, 2013
გია სურამელაშვილი ავარიაში მოყვა
ჩვენ გიას დავუკავშირდით და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით დავინტერესდით
პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, გია სურამელაშვილი დღეს დილას, ავარიაში მოყვა. მომღერალი მძღოლის მანქანით გადაადგილდებოდა, როდესაც მუსკომედიის თეატრთან ავარია მოხდა.

საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დამთავრდა. მომღერალი თავს კარგად გრძნობს. ჩვენ გიას დავუკავშირდით და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით დავინტერესდით.

- მოკლედ შეიყარა ქვეყანა, მინდა დაგამშვიდოთ, კარგად ვარ. ერთი ნაკაწრი არ მაქვს. თორემ ჩემს ლამაზ სახეს რამე რომ
დამართნოდა, გავგიჟდებოდი ალბათ (იცინის). საელჩოში მივდიოდით, გზად თაკო მელიქიშვილს უნდა შევხვედროდი, ერთად გვაქვს გასტროლი ისრაელში და ფოტოები უნდა გადაგვეღო საბუთებისთვის.
- ვისი ბრალი იყო შეჯახება?
- არ ვიცი, ალბათ ჩვენი. მოცვივდა პატრული, გაარკვევენ ყველაფერს. მე სხვა მანქანაში გადამსვა დაცვამ და წამომიყვანა, სანამ ტელევიზიები მოვიდოდნენ.
- ე.ი. შენი მანქანა დაიმტვრა?
- ჩემი არა, მძღოლის მანქანით გადავაადგილდებოდი.
- როგორც ჩანს, ორივე მანქანის გაკეთება მოგიწევს.
- არ ვიცი, დაზღვევა ხომ არსებობს. პატიება არ შეიძლება ნეტავ (იცინის)? მთავარია გადავრჩით ყველა.

ნინო მჭედლიშვილი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 13 /
ერეკლე
ერის სირცხვილი...
21:03 / 08-11-2013
გამოხმაურება / 0 /
დიანა
ჩაქრი შენა,შე ღამის პეპელავ :)
20:27 / 08-11-2013
გამოხმაურება / 0 /
:))))))))
აფსუს ეს ლამაზი სახე რომ დაგმახინჯებოდა :D:D:D:D
16:22 / 08-11-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS