03 მარტი, 2017
პირველი ქორწინების შვილები - ცნობილი ქართველი ბავშვები, რომელთა მშობლებიც ერთად აღარ არიან
ცნობილი ადამიანების შვილები დედებს პოპულარობით არ ჩამოუვარდებიან. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვები არიან, საზოგადოების ინტერესი მათ მიმართ დიდია. "AMBEBI.GE" ცნობილი ქართველების შვილების შესახებ გიამბობთ, რომელიც მათ პირველი ქორწინებიდან ჰყავთ.

ნინა ხოფერია
ნინა ხოფერია თიკა ჯამბურიას პატარა ქალიშვილია. თიკა ერთხელ იყო დაქორწინებული ხათუნა ხოფერიას ვაჟზე, ბექა ხოფერიაზე და შვილი სწორედ მისგან ჰყავს. თიკას და ბექას სიყვარულის ამბავზე მთელი ქალაქი ლაპარაკობდა, მათ ერთმანეთი ქაშუეთის ტაძარში გაიცნეს, სადაც ბექა სტიქაროსანი იყო და ამის შემდეგ იქორწინეს. მათ დაშორებას ვერავინ წარმოიდგენდა,
თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, დაშორების მიზეზი ღალატი გახდა. დაშორების შემდეგ დიდხანს დადიოდა ხმები მათი შერიგების შესახებ, თუმცა ბექა და თიკა არ შერიგდნენ. რამდენიმე თვის წინ ბექამ ასირიელ გოგონაზე, ინაზე იქორწინა და პირობა დადო, რომ თიკასთან დაშვებულ შეცდომებს ახალ მეუღლესთან აღარ გაიმეორებდა.

სანდრო დადიანი
ნინა წკრიალაშვილს პირველი ქორწინებიდან ვაჟი, სანდრო დადიანი ჰყავს. სანდრო უკვე 15 წლის არის, კარგად სწავლობს და გატაცებულია ფეხბურთით. სანდრო დადიანი ჟურნალისტებთან გამოჩენაზე უარს ამბობს, მცირე ასაკობრივი სხვაობის გამო, დედასთან მეგობრული ურთიერთობა აქვს. სანდროს მამა მამუკა დადიანია, რომელსაც ნინა რამდენიმე წლის წინ დაშორდა. წარმატებული კარიერა ქართველმა მომღერალმა სწორედ მეუღლესთან დაშორების შემდეგ აიწყო.

ანანო ლევიძე
ანანო ლევიძე თინეიჯერია და ქალაქში ერთ-ერთ ულამაზეს გოგონად ითვლება. ის ეკა ხოფერიას ქალიშვილია. ანანო ეკა ხოფერიას გიორგი ლევიძესთან ქორწინებიდან ჰყავს. ანანო ლევიძე კარგად სწავლობს და აქტიურად არის ჩართული დედის ჟურნალის გადაღებებში. იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS