სცენარისტი
აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, საიდანაც ცნობილი ხდება, რომ ფსიქოტროპული წამლის ჭარბი მიღების გამო, კიდევ ერთი ბიჭი დაიღუპა.
„ვერ მივწვდი მარტო ყველას, ვერ გავაქრე ყველაგან ეს დაწყევლილი აფთიაქები. კიდევ ერთი ბიჭი გარდაიცვალა ფსიქოტროპული წამლების ჭარბი მიღების გამო.
გული მერევა უკვე ყველაფერზე, მარტო მე ვერაფერს ვერ ვიზამ, გადით გარეთ ხალხო და სადაც ურეცეპტოდ ფსიქოტროპულ წამალს მოგყიდიან, ან გამაგებინეთ დადასტურებული ფაქტით, ან სამინისტროს ცხელ ხაზზე დარეკეთ, სანამ შემდეგი თქვენი შვილი იქნება...
და თქვენ, თუ ვინმე
კითხულობთ, ფსიქოტროპული აფთიაქის მფლობელი, ყველა ურეცეპტოდ გაყიდული ტაბლეტისთვის, ყველა დაქცეული ოჯახისთვის, ყველა ჩამქრალი სიცოცხლისთვის დედებს მოგი...თ ყველას სანამ ცოცხალი ვარ. სიცოცხლით მოვაჭრე ნაბიჭვრებო მარტო არ ვარ მე, ბევრი ვართ გესმით? ბევრი!“