26 თებერვალი, 2017
ილო ბეროშვილი „იმედიდან“ გაუშვეს - ტელეწამყვანის პირველი კომენტარი
ილო ბეროშვილი, კაცი, რომელიც ბევრს ლაპარაკობს საზოგადოებამ „ჯეოსელის“ რეკლამიდან გაიცნო. მან მალევე მოიპოვა პოპულარობა და არც მეტი, არც ნაკლები თოქ შოუს წამყვანი გახდა.

„ილო ბეროშვილის შოუ“ ძალიან მოკლე დროში გახდა ერთ- ერთი ყველაზე რეიტინგული შოუ, თუმცა გავრცელდა ინფორმაცია, რომ ილომ ტელე- კომპანია "იმედთან" თანამშრომლობა შეწყვიტა. ტელეკომპანიამ მიიღო ეს გადაწყვეტილება თუ თავად ილო ბეროშვილმა, ჯერჯერობით უცნობია. 

იმის გასარკვევად თუ რამდენად შეესაბამებოდა რელაობას ეს ინფორმაცია დავუკავშირდით ილოს. ტელეწამყვანმა დაადასტურა ინფორმაცია, მაგრამ არც მიზეზებზე საუბარი ისურვა და არც
სამომავლო გეგმებზე. კაცი, რომელიც ბევრს ლაპარაკობს, უჩვეულოდ მოკლე პასუხებით შემოიფარგლა:

მართალია, რომ ტელეკომპანია „იმედთან“ აღარ თანამშრომლობთ?
- დიახ.

რატომ?
- არის მიზეზები.

სამწუხაროდ, უცნობია, რა ბედი ეწვევა "ილო ბეროშვილის შოუს" ან თავად ილოს რა გეგმები აქვს.

მერიემ კაკაურიძე


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 10 /
BUMMER
ვინნც აკრიტიკებს .და დაბალი დონეეთ მიაჩნიაა .. მაშინ დაუწერეთ სცენარი თუ დაბალ დონედს ასრულებდაა..ილო მაგაარი მევასებაა მაგრათ ვაფასებ .წარმატებები
17:56 / 02-05-2017
გამოხმაურება / 0 /
ნატალია
მე ძალიან მომწონდა. ნიჭიერი ბიჭია. ყველა იუმორისტს სჯობს.
23:50 / 01-03-2017
გამოხმაურება / 0 /
თამო
ვერ ხუმრობს კარგად
09:08 / 01-03-2017
გამოხმაურება / 0 /
მე
არ იდარდოთ ,არსად დაიკარგება. თვითონ არაფერს წარმოადგენს, მაგრამ ახლობლები დაეხმარებიან.
04:34 / 01-03-2017
გამოხმაურება / 0 /
ზურა
ნამდვილად კარგი ბიჭია ცუდს ვერაფერს ვიტყვი, რაც ეთერიდან ჩანს...პირადად არ ვიცნობ. რაც შეეხება ნიჭს, რა ვიცი რა კრიტერიუმით შევაფასო, ნამდვილად ძალიან დაბალი დონის შოუ ჰქონდა, როგორც ყველა შოუ, რაც ჩვენ ტელევიზიებში გადის, მას ძალიან უნდოდა რუს შოუმენ ურგანტისათვის მიებაძა, მაგრამ ძალიან ცუდად გამოდიოდა, ეს მარტო მასზე არ იყო დამოკიდებული, მუსიკალორი ბენდი ძალიან სუსტი, იქ პიკასო და სხვები არ ვიცი ვინ არიან, სცენარისტებიც ძალიან სუსტები, მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო ნამდვილად დასახური იყო... ჩემი აზრით...
07:17 / 28-02-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS