ალბათ, გამოუვიდა კიდეც... ფაქტია, რომ არჩევნები მეორე ტურის გარეშე, მარგველაშვილის გამარჯვებით დამთავრდა.
წინასაარჩევნო პერიოდში უამრავი ფოტო გავრცელდა, სადაც მარგველაშვილი არაოფიციალურ გარემოში იყო გადაღებული. პრეზიდენტობის
რაც შეეხება მის მეორე ნახევარს, ქალბატონ მაკა ჩიჩუას, როგორც გავიგეთ, მისი ერთ-ერთი გატაცება ყვავილების მოვლაა და საკმაოდ ლამაზი და საინტერესო ბაღი აქვს.
ინაუგურაციის შემდეგ პრეზიდენტი ავლაბრის რეზიდენციაში არ იცხოვრებს. სააკაშვილის დროინდელ რეზიდენციაში კი ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი დაიდებს ბინას. რაც შეეხება ახალი პრეზიდენტის რეზიდენციას, მარგველაშვილი მაისამდე მთავრობის კანცელარიაში იმუშავებს. შემდეგ კი ათონელზე მდებარე პრეზიდენტის ახალ რეზიდენციაში გადავა.
საინტერესოა, წაიყვანს თუ არა პრეზიდენტი თან თავის ოთხფეხა მეგობრებს და სად მიუჩენს მაკა ჩიჩუა თავის მცენარეებს ადგილს. და საერთოდ, დარჩებათ თუ არა დრო საყვარელი საქმიანობისთვის.
სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის