20 თებერვალი, 2017
ნინი შერმადინი ფოთში გარდაცვლილ გოგონაზე - ''იქნებ იმისთვის ის ყველაფერი იყო. ზუსტად ისეთი არაკაცი და ნაგავი უყვარდა''?
ფოთში რამდენიმე დღის წინ სიყვარულის გამო გოგონამ თავი მოიკლა. 35 წლის სოფიო ქოიავა მე-7 სართულიდან გადმოხტა. გადაწყვეტილების მიზეზი მან სოციალურ ქსელში, თვითმკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე, საჯაროდ განმარტა:

"მარტივი არ არის ადამიანი ამ მდგომარეობამდე მიიყვანო, მაგრამ შენ გამოგივიდა… წარმატებებს გისურვებ პიმენ… ეს ის წარმატებებია, რომელიც შენ მისურვე თვითმკვლელობაში…

" სოფიო ქოიავამ სტატუსთან ერთად, ყოფილ შეყვარებულთან, პიმენ ნაცვლიშვილთან ერთად გადაღებული ფოტოები და ვიდეო გამოაქვეყნა.

თვითმკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე, პიმენ ნაცვლიშვილმა სოფიო ქოიავა მიატოვა და ოჯახის შექმნა სხვა
გოგოსთან ერთად გადაწყვიტა. სავარაუდოდ, ნაცვლიშვილს ქორწილი დღეს უნდა ჰქონოდა.

"ეს ის ფოტოებია, რომელიც ყველამ იცის, დანარჩენი ისეა ჩაკირული ჩემს მეხსიერებაში, რომ თან მიმაქვს… კადრები, რომლებიც რეალობას ასახავს და რომლის გამოქვეყნებაც შეგრცხვა… უფრო სწორად, არ გაწყობდა… აწი ვეღარ შეხედავ თვალებს, რომელსაც "სულ ყველაზე ლამაზი უწოდე" … თუმცა იგივე ტექსტი სულ რაღაც 2 კვირაში სხვის თვალებსაც მოარგე… არასოდეს შემშურდება იმ ქალის, რომელიც უყვართ, მაგრამ მაინც ღალატობენ… მარტივი არ არის ადამიანი ამ მდგომარეობამდე მიიყვანო, მაგრამ შენ გამოგივიდა… წარმატებებს გისურვებ პიმენ… ეს ის წარმატებებია, რომელიც შენ მისურვე თვითმკვლელობაში… დედაჩემთან სამძიმარზე წამოსულ მამაშენს ის სიტყვები გამოაყოლე, რომელიც ბოლოს მიწოდე… ეს დასასრულია…"- დაწერა სოფო ქოიავამ თვითმკვლელობამდე.

მომხდარს სოციალურ ქსელში გამოეხმაურნენ. ბევრი წერდა, რომ შეყვარებულის გამო ამ ნაბიჯის გადადგმა არ იყო გამართლებული.

მომხდარს სოციალურ ქსელში მომღერალი ნინი შერმადინი ამერიკიდან ეხმაურება. 

''როგორ არ გრცხვენიათ ამდენი ბოროტება, ამდენი სიძულვილი, ამდენი განკითხვა ხალხო, რა ჯანდაბაა ამდენი ღვარძლი!

თქვენ ტვინიანები ხართ? უტვინო გოგომ როგორ მოიკლა თავი მახინჯი თუ არაკაცი პიმენია თუ პილმენისთვის?

იქნებ იმისთვის ის ყველაფერი იყო. ზუსტად ისეთი არაკაცი და ნაგავი უყვარდა? იქნებ, მის გარეშე ცხოვრებას მართლა აზრი ეკარგებოდა, იქნებ მისი ყურება სხვა ქალან უფრო მეტი ჯოჯოხეთი იყო, ვიდრე იმქვეყნიური?

არ ჯობია თქვენი სულის ხსნაზე და გადარჩენაზე იფიქროთ, ვიდრე აწ განსვენებულის განკითხვას შეეშვათ?

არასდროს არ თქვა არასდროს, რადგან არ იცი, შენ რას იზამ!

ცოდო ისაა, ვისაც სიყვარული არ შეუძლია! ამ გოგონას შვილიც არ ჰყავდა, ვისთვისაც სიცოცხლეს გააგრძელებდა!

ღმერთმა შეუნდოს და დაუმკვიდროს საუკუნო სასუფეველი! ამინ''!
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 7 /
მაკ
ძნელია იმის გარეშე ცხოვრება ვინც ყველაფერია შენთვის...რაც არ უნდა ცუდად მოგექცეს იმ დროს ვერ აანალიზებ რომ არავინ ღირს თავის მოკვლად...დრო არის ყველანაირი ტკივილის მკურნალი მხოლოდ დრო მაგრამ სოფოს ეს დრო არ ქონდა მესმის მისი მაგრამ შეუნდოს უფალმა და მისი საქციელი ბოლო ყოფილიყოს და სხვა გოგონებს აგარ ქონოდეთ მსგავსი სიტუაცია და თუ ვინმეს ეკნება სასოწარქვეთა ასეთი რამ არ გაემეორებინოთ:((( სიცოცხლე ისეთი ლამაზია ნეტავ ყველამ იცოდეს ეს...
20:58 / 22-02-2017
გამოხმაურება / 0 /
ჯემალი
თავის მოკვლა არ არის გამოსავალი, მაგას ჯობდა ის ბიჭი გაემწარებინა, დაესახიჩრებინა მითუმეტეს გამბედავი და უშიშარი გოგო ყოფილა, ღმერთსა ვთხოვ განისვენოს იქ სადაც მართალნი განისვენებენ.
09:43 / 22-02-2017
გამოხმაურება / 0 /
მარი*
კაცის გამო მოიკლა თავი?! ეგოიზმია თავი და თავი ბოროტებისა. საკუთარი თავი უყვარდა კაცში და არა კაცი, საკუთარ თავში. ისე განვიცადე ეს ამბავი, რომ გონებიდან არ გამომდის ამაზე ფიქრი. მშვენიერი გოგო იყო ... განა ბოლო შანსი იყო მისთვის ის კაცი?! ცხოვრება წინ გაქვს, ერთხელ იბადები. გაახარე შენი არსებობით ოჯახის წევრები, მეგობრები, თანამშრომლები ... ყველაფერი ხდება ცხოვრებაში. თურმე, სხვა გოგონა დანიშნა. ქორწილი უნდა ქონოდათ. გონება რისთვის გაქვს, იფიქრე რა?! იქნება და განსაცდელს აგარიდა უფალმა ... ე.ი. რამდენ ხანს ემზადებოდა გარდაცვლილი იმისათვის, რომ ყოფილი მეგობარი მამაკაცის ქორწილი ჩაეშალა. მთელი ღამე დაკითხვაზე ყავდათ პროკურატურაში. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბიჭის მამას გულმა უმტყუნა, პატარძალმა უარი თქვა გათხოვებაზე. თვითმკვლელობაში წარმატება უსურვა კაცმა. ეტყობა, არაფრად ჩააგდო ქალის მუქარა. საკუთარი თავი ხომ დაღუპა, დედაზე საერთოდ არ უფიქრია. პატარძალი, რომელიც საერთოდ არაფერ შუაშია და ყოფილი შეყვარებული თავისი ოჯახით! ერთი და იგივე ფრაზა მიტრიალებს თავში: "რა გააკეთა"! იმდენად ძლიერი იყო მასში შურისძიება, რომ თვითმკვლელობაზე წავიდა! სად არის აქ სიყვარული?! ეს არის, პატივმოყვარეობა და ეგოიზმი. თვითმკვლელობით დასაჯა კაცი! ცხოვრებიდან წავიდა, გამწარებული! გარდა იმისა, რომ თვითონ თვითმკვლელობის ფაქტი ტრაგედიაა, შემზარავია თვითმკვლელობის მიზეზი! შურისძიება! რასაც საკუთარი, ლამაზი სიცოცხლე ანაცვალა. გამძლეობა მინდა ვუსურვო დედას.
11:49 / 21-02-2017
გამოხმაურება / 0 /
ნანო
არ გირდა შვილო შენი სიცოცხხლე იმ არაკაცისტვის შესაწირად ის ცოცხალი და მკვდარიც არაკაცია შენ მშვიდად იძინე ის კი სიკვდილისტვის ტავს ვერ გაიმეტებს და ცოცხლად დაიტანჯება,
20:45 / 20-02-2017
გამოხმაურება / 0 /
თიკა
როდის მერე გახდა ნინი შერმადინი რაიმე საკითხში ექსპერტი?
19:29 / 20-02-2017
გამოხმაურება / 0 /
მარი
არა მაინც უნდა ვტქვა რომ უტვინოდ მოიქცა. იმის უნარი კი ჰქონია რომ ასეთი გამართული ტექსტი დაეწერა ესე იგი აფექტში არ იყო. თავის თავს და დედას რას ერჩოდა? მისულიყო და იმ პიმენისათვის გადაეხადა სამაგიერო. ციხეში ცამჯდარიყო და ის დაესახიცრებინა ისე რომ არავინ არარ გაყოლოდა ცოლად. გოგოებო ეს მაგალითი უნდა იყოს რომ რა ურთიერთობაც არ უნდა გქონდეთ და სულაც მისი საყვარელი ყოფილიყო და მიეტოვებინა აეთი რამ არ უნდა გაეკეთებინა გამზრდელი დედისთვის. მე ქალისვილი მყავს და მას შევხარი და იმან რომ ვირაც ნაძირალას გულისათვის გამიმეტოს კარგი იქნება? ეგოისტი და სულელი ყოფილა ის გოგო ნათელში იყოს მისი სული , კი შეურაცხყოფილი იყო მაგრამ დრო უნდა გასულიყო და ყველაფერი დაავიწყდებოდა. კაცის გულისთვის როგორ შეიძლება თავს რამე დაუშაო. ჯანდაბაშიც წასულან თუ ჩვენ არ უნდივართ. მეც მიმატოვა თავის დროზე შეყვარებულმა მაგრამ დრო გავიდა და მასზე მილიონჯერ უკეთესი ქმარი მყავს ყველა პარამეტრით. კი ვინერვიულე მაგრამ დრო გავიდა , ბვერი ტორტი და ნამცხვარი მივირთვი. მერე გავსუქდი ,მერე გავხდი და გავთხოვდი. დაიკიდეთ ყველა კაცი ...
16:51 / 20-02-2017
გამოხმაურება / 0 /
ნინი
ნინი, აბა რა უნდა ვთქვათ, ყოჩაღ, რა კარგად მოიქცა-თქო? ვინმე შენმა ახლობელმა რომ გითხრას, ვიღაცის გულისთვის თავს ვიკლავო, რას ეტყვი, მოუწონებ და მხარს დაუჭერ? დიახაც, სისულელე და უდიდესი ცოდვა ჩაიდინა და ყველა ფსიქიურად ჯანმრთელი ადამიანი ვალდებულია, რომ კარგად გაიაზროს რას და რატომ აკეთებს. ჯერ ერთი, თვითმკვლელობა უდიდესი ცოდვაა და უფალი არ დაუმკვიდრებს სასუფეველს თვითმკვლელს. მეორეც, ამ ადამიანების უკნა დგანან მათი ოჯახის წევრები და ამაზეც ღირს მგონი დაფიქრება. და შენც ცოტა დაფიქრდი, სანამ რამეს დაწერ, იმის არ იყოს, ებრაელებზე რომ დაწერე რაღაც სისულელე ადა მერე ბოდიშები იხადე. დიდი გოგო ხარ და კარგია, თუ ცოტას იაზროვნებ!!!
16:02 / 20-02-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS