12 მაისი, 2013
სალომე გოგიაშვილი ნაცემ „ნაციონალებზე“: „მარტო თქვენი ბრალია, რაც გჭირთ!..“
„ამდენი გამწარებული ადამიანი მე მგონი, საქართველოს ისტორიას არ ახსოვს!!! კიდევ გიკვირთ!“ აი, რა განსხვავებაა „ნაციონალ“ კურდღელ მამაკაცებსა და ძველი ბიჭი-2013-ს შორის. ხუმრობა იქით და ნამდვილად არასასიამოვნოა, როდესაც ზოგადად ადამიანები ჩხუბობენ, მაგრამ ამდენ ზიზღსა და უსამართლობას რომ დათესავ, შედეგს ასეთს და უარესს მიიღებ... საქართველოს მინისტრებიც ჰყოლია, მერიც, მაგრამ ხალხი ქუჩაში ფურთხებით და დედის გინებით არ დასდევდა. მარტო თქვენი ბრალია, რაც გჭირთ!!! და ისე კაფედან გაყვანა, რტყმევა, პატრულის უსამართლო მოქცევა, ეს ყველაფერი თქვენი დამკვიდრებულია. ამდენი გამწარებული ადამიანი
მე მგონი, საქართველოს ისტორიას არ ახსოვს!!! კიდევ გიკვირთ!. კეთილი რჩევა, ბინაზე ჯობია ხოლმე აწი შეკრება. თუ დაგაინტერესებთ, კურიერის ნომერსაც მოგაწვდით სახლში მოტანის სერვისით. მეტი უსაფრთხოებისთვის. საჭმელსაც შეირგებთ და მოტეხილობებსაც ასცდებით!
“ - ასეთი სტატუსი გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში ყოფილმა ტელეწამყვანმა სალომე გოგიაშვილმა მას შემდეგ, რაც რესტორან „ლა ტრუფეში“ მომხდარი ინციდენტის შესახებ საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი.

Ratingშეგახსენებთ, რომ 11 მაისს, ღამით, ზემოხსენებულ რესტორანში „ნაციონალები“ საკმაოდ დიდი შემადგენლობით მივიდნენ. მათ შორის პრეზიდენტიც გახლდათ, რომელმაც ცოტა ადრე დატოვა კაფე, ვიდრე მისმა თანამეინახეებმა. იმავე რესტორანში ქვედა სართულზე იმყოფებოდნენ მამუკა ბაკურია, ცოტნე ბაკურიას ძმა, მეუღლესთან ერთად და ასევე კიდევ ერთი ადამიანი, გვარად მაზიაშვილი, რომლებმაც კაფეში დარჩენილი ზაზა გოროზია, დავით საყვარელიძე, გიორგი ვაშაძე და სხვა „ნაციონალები“ ჯერ სიტყვიერად „შეამკეს“, შემდეგ კი მათ შორის ხელჩართული ჩხუბი გაიმართა, რის შემდეგადაც დეპუტატებმა სხვადასხვა დაზიანება მიიღეს - გიორგი ვაშაძეს თავში მიაყენეს ჭრილობა, ზაზა გოროზიას მარჯვენა მკლავი მოტეხეს, ხოლო დავით საყვარელიძეს დანით აქვს მიღებული ჭრილობები სახისა და მკლავის არეებში.

ამ ინციდენტს გოგა ხაჩიძეც გამოეხმაურა, რომელმაც „ფეისბუქზე“ შემდეგი სტატუსი გააზიარა - „გოროზად დაესხნენ, საყვარლად სცემეს, ვაშა!..“

ქეთი მელაძე

სპეციალურად „რეიტინგის“ საიტისთვის



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 19 /
ნანა
რატომ ფიქრობთ "მავნე" რომ ეს აუცილებლად პოლიტიკური აქციაა? რესტორნის ჩხუბი არ გინახავთ ან არ გსმენიათ? საიდან მოიტანეთ,რომ ბაკურია "ოცნების" წევრია? ვეთანხმები სალომეს იმაში,რომ ხალხში ძლიერი აგრესიაა ნაცების მიმართ...
12:49 / 13-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ვერანაირად ვერ გავამართლებ ასეთ მოქცევას,შეცდომები იყო და გამოძიებულიც უნდა იყოს,როგორც ცივილურ,ევროპულ ქვეყანას ეკადრება(თუ ვართ მათ რიგებში:)) ) ----მაგრამ ასეთი,ლინჩის წესი და საზოგადოების ერთმანეთთან დაპირისპირება?! ყოველგვარ ფარგლებს სცილდება,კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის და ვგმობ.ქ-ნო სალომე თქვენ თანადგომას ყოვლად მიუღებლად ვთვლი .
11:30 / 13-05-2013
გამოხმაურება / 0 /
მავნე
ეხლა ყველა კარგად ლაპარაკობთ არა?მხოლოდ ერთი ადამიანის დამნაშავეობაზე რომ ამახვილებტ ყურადგებას ბატონ ბიძინას წარსულსაც გადახედეთ და ეხლა რასაც აკეთებს იმასაც....ერთი დანაპირებიც კი არ შეუსრულებია...არც ნაცი ვარ და არც ოცნება მაგრამ ყოველ შემტხვევაში ცემა-ტყეპით რომ უხდი სამაგიეროს და მერე თქვენ ტაშს უკრავთ სამარცხვინოა და მეტი არაფერი,მალე ცჰვენს ცემაზეც გადმოვლენ და დავინახავ რითი დაიცავთ ტავს
10:44 / 13-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ზოდი
რაც დათესეს ამას იმკიან.
09:37 / 13-05-2013
გამოხმაურება / 0 /
მარიკა
ე.ი თუ ადამიანი,ვინმეზე გამწარებულია,უნდა ამოვხოცოოთ?მაშინ დაგვიწყვეტია ერთმანეთი და ეს არის, ქალბატონო სალომე.რას ლაპარაკობ,თუ იცი.ამ 7 თვეში,ითესება ზიზღი და ბორეტება მხოლოდ და ვნახოთ.
07:50 / 13-05-2013
გამოხმაურება / 0 /
111
გამოდის, რომ ადამიანი , თუ ვინმეზეა გამწარებული,ასე უნდა იმოქმედოოს?მაშინ დაგვიხოცია ერთმანეთი და საქართველო ვიღასთვის გვინდა?
07:36 / 13-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინსი
მარტალია რაც დატესეს იმას იმკიან.ხალხი მარტლა საშიში გახდა ყველა ფსიქოლოგიურად დაგვაავამდყოფა და ცემა უკვირტ ,მადლობას კიარ გვიხდიან რომ ცოცხლები დადიან.ძაან გაგვამწარეს ამ 9 წლის განმავლობაში და კიდევ ვერ ვიშორებთ
01:42 / 13-05-2013
გამოხმაურება / 0 /
2003
როგორ ზიზღს უნდა იმსახურებდე რომ უმრავლესობას მოსწონდეს ნსცბანდის ცემის ფააქტი,ეს მათი დამსახურებაა.გაიხარე სალომე
22:23 / 12-05-2013
გამოხმაურება / 0 /
333
იცი რამდენი გამცარებული ადამიანია უკვე შვიდ თვეში .. მარტო ნაცებისას რომ ხედავთ .ბიდზოსაც ბევრი კავს გამცარებული ქალბატონო სალომე
21:30 / 12-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS