12 მაისი, 2013
სალომე გოგიაშვილი ნაცემ „ნაციონალებზე“: „მარტო თქვენი ბრალია, რაც გჭირთ!..“
„ამდენი გამწარებული ადამიანი მე მგონი, საქართველოს ისტორიას არ ახსოვს!!! კიდევ გიკვირთ!“ აი, რა განსხვავებაა „ნაციონალ“ კურდღელ მამაკაცებსა და ძველი ბიჭი-2013-ს შორის. ხუმრობა იქით და ნამდვილად არასასიამოვნოა, როდესაც ზოგადად ადამიანები ჩხუბობენ, მაგრამ ამდენ ზიზღსა და უსამართლობას რომ დათესავ, შედეგს ასეთს და უარესს მიიღებ... საქართველოს მინისტრებიც ჰყოლია, მერიც, მაგრამ ხალხი ქუჩაში ფურთხებით და დედის გინებით არ დასდევდა. მარტო თქვენი ბრალია, რაც გჭირთ!!! და ისე კაფედან გაყვანა, რტყმევა, პატრულის უსამართლო მოქცევა, ეს ყველაფერი თქვენი დამკვიდრებულია. ამდენი გამწარებული ადამიანი
მე მგონი, საქართველოს ისტორიას არ ახსოვს!!! კიდევ გიკვირთ!. კეთილი რჩევა, ბინაზე ჯობია ხოლმე აწი შეკრება. თუ დაგაინტერესებთ, კურიერის ნომერსაც მოგაწვდით სახლში მოტანის სერვისით. მეტი უსაფრთხოებისთვის. საჭმელსაც შეირგებთ და მოტეხილობებსაც ასცდებით!
“ - ასეთი სტატუსი გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში ყოფილმა ტელეწამყვანმა სალომე გოგიაშვილმა მას შემდეგ, რაც რესტორან „ლა ტრუფეში“ მომხდარი ინციდენტის შესახებ საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი.

Ratingშეგახსენებთ, რომ 11 მაისს, ღამით, ზემოხსენებულ რესტორანში „ნაციონალები“ საკმაოდ დიდი შემადგენლობით მივიდნენ. მათ შორის პრეზიდენტიც გახლდათ, რომელმაც ცოტა ადრე დატოვა კაფე, ვიდრე მისმა თანამეინახეებმა. იმავე რესტორანში ქვედა სართულზე იმყოფებოდნენ მამუკა ბაკურია, ცოტნე ბაკურიას ძმა, მეუღლესთან ერთად და ასევე კიდევ ერთი ადამიანი, გვარად მაზიაშვილი, რომლებმაც კაფეში დარჩენილი ზაზა გოროზია, დავით საყვარელიძე, გიორგი ვაშაძე და სხვა „ნაციონალები“ ჯერ სიტყვიერად „შეამკეს“, შემდეგ კი მათ შორის ხელჩართული ჩხუბი გაიმართა, რის შემდეგადაც დეპუტატებმა სხვადასხვა დაზიანება მიიღეს - გიორგი ვაშაძეს თავში მიაყენეს ჭრილობა, ზაზა გოროზიას მარჯვენა მკლავი მოტეხეს, ხოლო დავით საყვარელიძეს დანით აქვს მიღებული ჭრილობები სახისა და მკლავის არეებში.

ამ ინციდენტს გოგა ხაჩიძეც გამოეხმაურა, რომელმაც „ფეისბუქზე“ შემდეგი სტატუსი გააზიარა - „გოროზად დაესხნენ, საყვარლად სცემეს, ვაშა!..“

ქეთი მელაძე

სპეციალურად „რეიტინგის“ საიტისთვის



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 19 /
მარინა
აუფ, მინისტრებიც ყოლია საქართველოს და მთავრობაც, მარა არავინ აფურთხებდა და აგინებდაო და დიდი ბოდიში, გამსახურდია აბა მე არ გადმომიგდია რამდენიმე თვის არჩეული და არც მე განმიდევნია აქედან, თქვენმა თაობამ მოიკითხოს. შევარდნაძის და მისი მინისტრების არ იყოს ამ კუთხით თუ შევხედავთ. ხოდა რაც არ უნდა წინააღმდეგი ვიყო წინა ხელისუფლების თუ მისი კონკრეტული წარმოამდგენლების და სრულიად კონკრეტული ქმედებების, მანამ სანამ კანონის ყველა დაცვით (და არა ჩვენი პირადი აღშფოთებით)არ მოხდება მათი გასამართლება და ბრალის დამტკიცება არც მე, არც "შენ" და არც ამ ქალბატონს არანაირი უფლება არ აქვს შეურაწყოს ვიღაცა და გამოვიდეს მოწოდებებით აწი სახლში შეიკრიბეთო. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა ასეთი ადამიანი ემსგავსება ზუსტად იმას, ვის წინააღმდეგაც ასე საჯაროდ გამოდის საფუძვლის გარეშე.
15:32 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
რა უნდოდათ შუაღამის 3 საათზე რესტორანში,საქეიქოდ აქვთ საქმე რომ ქეიფობენ?დააქციეს ქვეყანა,ხალხი მათხოვრად გადააქციეს,თვითონ კი ცხოვრება მოიწყვეს ხალხის ხარჯზე...
16:35 / 15-05-2013
გამოხმაურება / 0 /
შერ
ვეთანხმები სალომეს.რატომ უნდა შეეძლოთ მშვიდად ქეიფი რესტორნებში დამნაშავე რეჟიმის შემქმნელებს?
14:19 / 15-05-2013
გამოხმაურება / 0 /
მია
ამას ვისზე აქვს სალაპარაკო,ყველგან გამოჭიმული რომ იყო,მობეზრებული გვქონდა ამის დანახვა,ტელეწამყვანი თორე ესეც იყო რაა...ასე რომ ხალხს ზიზღისკენ ნუ მოუწოდებ სალომე,ხელფასს რომ იღებდი მაშინ ხომ არ გახსოვდა ე.წ სამართლიანობა,ეხლა რომ ყველა პოლიტიკოსი და ექსპერტები გახდით.თუ არ გრცხვენიათ.
14:09 / 15-05-2013
გამოხმაურება / 0 /
შოთა
უსამართლობა, დამცირება, ღირსების შელახვა და ფეხქვეშ გათელილი ადამიანის უფლებები, აბა,შევარდნაძის მთავრობის დროს იყო თუ იყო, თუმცა მიუხედავად ზიზღისა და ანტიპათიისა მათ ქუჩაში და კაფეებში არავინ არ გასწორებიათ, სალომეს და მისნაირებს სულ სხვა ჭია უღრღნის გულს-როცა ხარ არაპროფესიონალი და ამიტომაც ხელმოცარული, ვინმე ხომ უნდა იყოს ზიზღის საგანი, ჰოდა, აი, ინებეთ........
17:06 / 14-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
გოგიაშვილმა და სხვებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ასეთი განცხადებებით კიდევ უფრო უწყობენ ხელს საზოგადოების პოლარიზებას. დაწყნარდეს ეს ახალგაზრდა გოგო და მიხედოს საკუთარ საქმეს.
13:44 / 14-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინა
ვეთანხმები გოგიაშვილს.დამთავრდა ამათი „ბლატაობა". კიდევ როგორი გონორით გამოდიან და რაღაცეებზე სხვებს უთითებენ, თავიანთი ქცევები კი დაავიწყდათ. თუ თვითონ დაავიწყდათ, ხალხს არ დავიწყნია და ამიტომ სალომე სწორ რჩევას აძლევს.
09:03 / 14-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ესტატე
ვინმე გომბიოს აზრი რატომ არის საჯაროდ გამოტანილი? მერე რა ,რომ ტელეწამკვანი იკო. უმრავლესობა ტელეწამკვანებს არც განათლება არა აქვთ და არც ინტელექტი.ისე როცა ელიტები ასეტი ფორმიტ ურთიერთობენ იმაზე მიუთითებს,რომ ჯერაზ ქვის ხანაში ვართ ზოგიერთი ვიტომ პოლიტიკოსის კომენტარიც მიმტკიცებს ამ აზრს
15:30 / 13-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინო
სირცხვილია ხალხო. როგორ შეიძლება ერის ასე დაყოფა ნაცებად და ქოცებად. მე არცერთ პარტიას არ ვეკუთვნი მაგრამ ნაცებს რომ აკრიტიკებთ, ქოცებიც მიაყოლეთ. ამ 7თვეში ეგენიც ძალიან ამაზრზენად იქცევიან, საერთოდ გააჩერეს ყველაფერი. ბევრი გაამწარეს და თავიაანთი თავი ქვეყნის გადამრჩენები გონიათ. ჯერჯერობით კარგს ვერაფერს ვხედავ. ნუ გავიწყდებათ როგორი ქვეყანა ჩაიბარეს ნაცებმა და როგორი გააკეთეს. ამათ ასეც ვერ შეინარჩუნეს.
14:28 / 13-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ლდჯდ
ძალიან კარგი კომენატარია ობიექტურად აფასებს მოვლენებს
13:33 / 13-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS