13 თებერვალი, 2017
პირველი ცეკვა უმძიმესი ავარიის შემდეგ... - გიორგი ლომინაძის და ნუცა გუნცაძის ახალი ცხოვრება ფოტოებში
ზაფხულში, მომხდარი უმძიმესი ავარიის შემდეგ სასწაულებრივად გადარჩენილმა წყვილმა - გიორგი ლომინაძემ და ნუცა გუნცაძემ ფაქტობრივად ახალი ცხოვრება დაიწყეს. რამდენიმე ურთულესი ოპერაციის შემდეგ, მორაგბემ და მისმა მეუღლემ ფეხზე გავლაც შეძლეს...

მართალია, გიორგი ჯერ კიდევ ხელჯოხის დახმარებით გადაადგილდება, თუმცა ნახევარწლიანი მკურნალობის შედეგი სახეზეა - მას დამოუკიდებლად სიარული შეუძლია.

ხანგრძლივი რეაბილიტაციის შემდეგ ნუცა და გიორგი ნელ-ნელა უბრუნდებიან ცხოვრების ჩვეულ რიტმს. ნუცა სოციალურ ქსელებში აქტიურობს და მათი ახალი ცხოვრების ამსახველ ფოტოებს ხშირად აქვეყნებს პირად გვერდებზე.

შეგახსენებთ, 21 ივნისს ქუთაისი-სამტრედიის
შემოვლით გზაზე მომხდარი ე.წ. მორაგბეების ავარიის დროს 4 ადამიანი დაიღუპა. იხილეთ სრულად + ფოტოგალერეა
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS