თუმცა ამ მოვლენებს ემატება კიდევ უფრო უცნაური, ამოუხსნელი ფენომენი, რომელიც მისტიკურიც არის, საოცარიც და საერთოდ – რომ ვერ წარმოგედგინათ, მაგრამ ისინი რეალურად არსებობენ, თუმცა პირადად ჩემთვის, ისინი მაინც ზებუნებრივ, პასუხგაუცემელ მოვლენად რჩებიან:
1. ბავშვის "ფეისბუქის" გამხსნელი დედები (ხანდახან მამებიც), რომლებიც ალაიქებენ, აკომენტარებენ შემდეგ სტილში: ბებომ (დედამთილთან პირფერობა) ახალი ბაჩები გვიყიდაო! ლა კალგები ვალთო, დედიკო გვიკვარსო…
2. ყველაფრით უკმაყოფილოები – მაგალითად:
თუ ვინმე ქველმოქმედების შესახებ ინფოს გაავრცელებს, ქოთქოთებენ: თუ რამეს აკეთებ, ჩუმად უნდა აკეთო, პიარისთვის აკეთებ, ნაძირალა ხარ, ამოწყდი!
რჩევებს გასცემ და – რას გვესაუბრები დამრიგებლური ტონით, ვის რა უნდა ასწავლო, ნაძირალა ხარ, ამოწყდი!
ბინაზე ფასდაკლებაა ან ბანკის აქცია და: თქვენ ვის გაახარებთ, ხალხის გასაყვლეფად ხართ შექმნილები, ამოწყდით!
თუ 1-თვიან კამპანიას დაიწყებ, სადაც მაგალითად, უპატრონო ძაღლებს დააპურებ: დანარჩენი 11 თვე რა ქნან საწყალმა ძაღლებმა, თქვე მათხოვრებო!
მოკლედ, ვერაფრით აამებ, ვერასდროს, არც იოცნებო!
3. რადიოში მრეკავები, ჯერ რომ იწყებენ: პირველ რიგში, შენ გიძღვნი, ჩემო კარგო (წამყვანს), მერე ყველა კარგ ადამიანს და…. რომ მოიკითხავენ ადამის მოდგმას და მერე სიმღერას რომ უკვეთავენ. ფულს რომ იხდიან ამაში. იუთუბი, საუნდ ქლაუდი და ა.შ. რომ არ გაუგიათ, რა არის, სულ რომ რეკავენ და რეკავენ. იხილეთ სრულად