12 მაისი, 2013
ვინ არის საქართველოს მომავალი პირველი ლედი...
ცნობილია, რომ მარგველაშვილი პირად ცხოვრებაზე არ საუბრობს. თუმცა მანამდეც ხშირად ამბობდნენ, რომ ის საყვარელ ქალბატონთან ერთად დუშეთში ცხოვრობდა. ირაკლი ალასანიას მოლოდინში მომავალ პრეზიდენტად განათლების ამჟამინდელი მინისტრი გიორგი მარგველაშვილი შეგვრჩა. ჯერ კიდევ არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვებამდე ვარაუდობდნენ, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პრემიერ-მინისტრის პოსტს ბიძინა ივანიშვილი ჩაიბარებდა, მომავალ პრეზიდენტად კი ირაკლი ალასანიას მოიაზრებდნენ. ირაკლის მეუღლეს, ნათია ფანჯიკიძეს ჟურნალისტები ხშირად უსვამდნენ კითხვებს მომავალი პირველი ლედობის შესახებ.

არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა, ივანიშვილი პრემიერი გახდა, პრეზიდენტობის კანდიდატების სავარაუდო სია კი
გაიზარდა. შაბათს „შუშის სასახლეში“ „ქართულ ოცნებაში“ შემავალი ყველა პოლიტიკური პარტიის ლიდერი შეიკრიბა. სპეციალურ ბრიფინგზე კი პრეზიდენტობის კანდიდატად პრემიერმა, ყველასთვის მოულოდნელად, გიორგი მარგველაშვილი დაასახელა. საზოგადოების ნაწილს იმედი გაუცრუვდა, ნაწილი კი ფილოსოფოსი მინისტრის გაპრეზიდენტების პერსპექტივით აღფრთოვანებული დარჩა.

საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელების შემდეგ, საზოგადოებას მორიგი სადარდებელი გაუჩნდა, თუ ვინ იქნება პირველი ლედი. ცნობილია, რომ მარგველაშვილი პირად ცხოვრებაზე არ საუბრობს. თუმცა მანამდეც ხშირად ამბობდნენ, რომ ის საყვარელ ქალბატონთან ერთად დუშეთში ცხოვრობდა.

მაკა ჩიჩუა - ეს ქალბატონი მომავალი პირველი ლედი გახლავთ. „ფეისბუქის“ პროფილი მაკას უცნობებისთვის დახურული აქვს, თუმცა ფოტოზე, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ, მაკა და გიორგი ერთად არიან გადაღებულები. ძალიან ცოტაა ცნობილი მაკა ჩიჩუას შესახებ. ვიცით, რომ ის ვიზაჟისტია და რამდენიმე თვის წინ ტელეკომპანია „პიკში“ მუშაობდა. მას სასიმღერო გამოცდილებაც აქვს. „ელექტროტალღები“ - ასე ჰქვია სიმღერას და ვიდეორგოლს, რომელიც წლების წინ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში ტრიალებდა.

Ratingპრეზიდენტობის კანდიდატად გიორგი მარგველაშვილის დასახელების შემდეგ მაკა ჩიჩუამ სოციალურ ქსელში „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა - „მე მიყვარს ჩემი პრეზიდენტი“. მომავალი პირველი ლედის სტატუსს, უამრავი ადამიანი გამოეხმაურა და ისინი წინასწარ ულოცავდნენ გიორგის გაპრეზიდენტებას. ერთ-ერთი მათგანი კი სთხოვდა, ამის მიუხედავად, დუშეთში ცხოვრებაზე უარი არ ეთქვათ.

იმედია, როდესაც გიორგი მარგველაშვილი ოფიციალურად ჩაებმება საპრეზიდენტო მარათონში, ის უფრო გახსნილად ისაუბრებს თავის პირად ცხოვრებაზე, რადგან საზოგადოების ინტერესი ძალიან დიდია.

ნინო კანდელაკი
სპეციალურად „რეიტინგის“ საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 78 /
ნანი
აუუ რა პრეზიდენტის კანდიდატი გამოგვიძებნეს.სირცხვილი ოცნებას. საქართველოში ამაზე უკეთესი კადრი ვერ იპოვეს. წააგებთ არჩევნებს
14:51 / 13-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ხევისწყლისპირელი
დარწმუნებული ვარ ჩვენ მომავალ პრეზიდენტს თავში არ აუვარდება ზოგიერთებივით.
12:04 / 13-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ტინი
განათლებაში ხომ კარგად წაიყვანა საქმე რა,განსაკუთრებით აგრარულის საქმეში რომ იმდენი უკანონობა თურმე 5 წუთსი ყოფილა მოგვარებადი და საქართველოს საქმეც თუ ესე მოგვარდება რაღა გვიჭირს
11:26 / 13-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანა
პაზორიი:(((
11:18 / 13-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნატი
ოჯახი არასოდეს ყოლია?
11:07 / 13-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნენე
განათლების სისტემაში ხომ მოახდინა დიდი ცვლილებები,ახლა ქვეყანას დააყენებს ფეხზე...ისე აუდგათ მაგათ გვერდები..მოკლეთ, ვაის გავეყარეთ ვუის შევეყარეთ.საქართველო საცდელ ლაბორატორიას დაამსგავსეს,გული მიკვდება.:(((
09:47 / 13-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ლია
საშინელებაა.ეს უნდა იყოს პრეზიდენტი???:(((
09:43 / 13-05-2013
გამოხმაურება / 0 /
მაკო
თუ შეიძლება ამიხსენით რას ნიშნავს საყვარელი ქალბატონი? საყვარელს გულისხმობთ თუ ცოლს? თუ საყვარელს გულისხმობთ, საყვარლებიც პირველ ლედად უნდა მოვიხსენიოთ? საქართველოში სადაც ქრისტიანობაზე და წესიერებაზე ვდებთ თავს და წმინდა ბერები დღედაღამე ლოცულობს საქართველოს გადარჩენაზე და ზნეობაზე?
00:43 / 13-05-2013
გამოხმაურება / 0 /
georgia georgia
საცოდავო ერო სადამდე მიხვედი! მაიას არ იყოს, საქართველოს და შვილების მომავალზე მეტად ჭორები აინტერესებთ.
00:33 / 13-05-2013
გამოხმაურება / 0 /
მაია
ხალხო თქვენ რა უფრო გაინტერესებთ, საქარტველოს მომავალი, თუ როგორი პირველი "ლედი" გვეყოლება?
21:31 / 12-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS