12 მაისი, 2013
ვინ არის საქართველოს მომავალი პირველი ლედი...
ცნობილია, რომ მარგველაშვილი პირად ცხოვრებაზე არ საუბრობს. თუმცა მანამდეც ხშირად ამბობდნენ, რომ ის საყვარელ ქალბატონთან ერთად დუშეთში ცხოვრობდა. ირაკლი ალასანიას მოლოდინში მომავალ პრეზიდენტად განათლების ამჟამინდელი მინისტრი გიორგი მარგველაშვილი შეგვრჩა. ჯერ კიდევ არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვებამდე ვარაუდობდნენ, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პრემიერ-მინისტრის პოსტს ბიძინა ივანიშვილი ჩაიბარებდა, მომავალ პრეზიდენტად კი ირაკლი ალასანიას მოიაზრებდნენ. ირაკლის მეუღლეს, ნათია ფანჯიკიძეს ჟურნალისტები ხშირად უსვამდნენ კითხვებს მომავალი პირველი ლედობის შესახებ.

არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა, ივანიშვილი პრემიერი გახდა, პრეზიდენტობის კანდიდატების სავარაუდო სია კი
გაიზარდა. შაბათს „შუშის სასახლეში“ „ქართულ ოცნებაში“ შემავალი ყველა პოლიტიკური პარტიის ლიდერი შეიკრიბა. სპეციალურ ბრიფინგზე კი პრეზიდენტობის კანდიდატად პრემიერმა, ყველასთვის მოულოდნელად, გიორგი მარგველაშვილი დაასახელა. საზოგადოების ნაწილს იმედი გაუცრუვდა, ნაწილი კი ფილოსოფოსი მინისტრის გაპრეზიდენტების პერსპექტივით აღფრთოვანებული დარჩა.

საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელების შემდეგ, საზოგადოებას მორიგი სადარდებელი გაუჩნდა, თუ ვინ იქნება პირველი ლედი. ცნობილია, რომ მარგველაშვილი პირად ცხოვრებაზე არ საუბრობს. თუმცა მანამდეც ხშირად ამბობდნენ, რომ ის საყვარელ ქალბატონთან ერთად დუშეთში ცხოვრობდა.

მაკა ჩიჩუა - ეს ქალბატონი მომავალი პირველი ლედი გახლავთ. „ფეისბუქის“ პროფილი მაკას უცნობებისთვის დახურული აქვს, თუმცა ფოტოზე, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ, მაკა და გიორგი ერთად არიან გადაღებულები. ძალიან ცოტაა ცნობილი მაკა ჩიჩუას შესახებ. ვიცით, რომ ის ვიზაჟისტია და რამდენიმე თვის წინ ტელეკომპანია „პიკში“ მუშაობდა. მას სასიმღერო გამოცდილებაც აქვს. „ელექტროტალღები“ - ასე ჰქვია სიმღერას და ვიდეორგოლს, რომელიც წლების წინ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში ტრიალებდა.

Ratingპრეზიდენტობის კანდიდატად გიორგი მარგველაშვილის დასახელების შემდეგ მაკა ჩიჩუამ სოციალურ ქსელში „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა - „მე მიყვარს ჩემი პრეზიდენტი“. მომავალი პირველი ლედის სტატუსს, უამრავი ადამიანი გამოეხმაურა და ისინი წინასწარ ულოცავდნენ გიორგის გაპრეზიდენტებას. ერთ-ერთი მათგანი კი სთხოვდა, ამის მიუხედავად, დუშეთში ცხოვრებაზე უარი არ ეთქვათ.

იმედია, როდესაც გიორგი მარგველაშვილი ოფიციალურად ჩაებმება საპრეზიდენტო მარათონში, ის უფრო გახსნილად ისაუბრებს თავის პირად ცხოვრებაზე, რადგან საზოგადოების ინტერესი ძალიან დიდია.

ნინო კანდელაკი
სპეციალურად „რეიტინგის“ საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 78 /
ფერსტ ლედი
1. ჯერ არჩევნები უნდა მოიგოს მარ-გველამ 2. ეს ვიზაჟისტი მისი ოფიციალური ცოლი უნდა გახდეს და ამის შემდეგ იქნება ის პირველი ლედი და ამოისუნქავს ერი, უგულავას ვიზაჯისტ ცოლზე აღარავინ ილაპარაკებს, "ვიზაჟისტობა" ძალიან სამარცხვინოდ რომ მიაჩნდა იმ ხალხს ახლა ჯერ კიდევ არა "მეუღლე" არამედ "საყვარელი" ვიზაჟისტი მომავალი ფერსტ ლედი ყავს :-)))))
17:49 / 13-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნეი
და უჟე პირველი ლიდია?! არ გადამრიოთ:)
17:10 / 13-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
სოფო შენ გაიხარე, მძლივს კარგი, მოსაფერები სიტყვა არ გავიგონე, სულ ყველა ილანძღება და რაღაცას აბრალებენ ერთმანეთს, სიმართლეა თუ არა, დავიცადოთ, ვნახოთ რა იქნება, ეგება ყველაზე კარგი პრეზიტენდიც გვყავდეს, მთავარია თავში არ აუვარდეს და არ გადაამეტოს მიშასავით!
17:06 / 13-05-2013
გამოხმაურება / 0 /
მაშა
პაზორი ისეთი გადავიტანეთ რომ იმაზე უარესი არაფერი არ მოხდება და არ გამაკვირვებს! რაც შეეხება მარგველაშვილს ბოდიშის მიშისტებო და ნაცისტებო თუ გაუნათლებელი ბლოყინა ზომბი და ა.შ. არ წარგიდგინეთ საპრეზიდენტო კანდიდატად!
16:54 / 13-05-2013
გამოხმაურება / 0 /
სოფო
დრო გვიჩვენებს როგორი პრეზიდენტი იქნება მარგველაშვილი,არ გავლანძღოთ,არ დავამციროთ,ეს უფრო სერიოზულია,სიმპატიურობაც არ აკლია,მე მომწონს.ვეცადოთ კარგი დავინახოთ ადამიანებში ჩემო საყვარელო ქართველებო.
16:51 / 13-05-2013
გამოხმაურება / 0 /
გგ
ისე, მიშა ხომ არ უყვარს ნეტა? მიშაც იგულისხმება....
16:30 / 13-05-2013
გამოხმაურება / 0 /
უკვე გული მერევა , ეს უნდა იყოს? შეედაროს სანდრას, წავა გახმება სოლარიუმში და ეგ იქნება ამის პირველი ლედობა
16:29 / 13-05-2013
გამოხმაურება / 0 /
მარი
ძალიან გახარებული ვარ,ასეთი გადაწყვეტილება ბიძინას არ მიუგია,ყოჩაღ ბატონო ბიძინა
16:18 / 13-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ქეთა
ვაი ჩვენ
15:48 / 13-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ბრავო ივანიშვილო. ეს უსახური კაცი უნდა იყოს ჩვენი პრეზიდენტი.
14:52 / 13-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS