12 მაისი, 2013
ვინ არის საქართველოს მომავალი პირველი ლედი...
ცნობილია, რომ მარგველაშვილი პირად ცხოვრებაზე არ საუბრობს. თუმცა მანამდეც ხშირად ამბობდნენ, რომ ის საყვარელ ქალბატონთან ერთად დუშეთში ცხოვრობდა. ირაკლი ალასანიას მოლოდინში მომავალ პრეზიდენტად განათლების ამჟამინდელი მინისტრი გიორგი მარგველაშვილი შეგვრჩა. ჯერ კიდევ არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვებამდე ვარაუდობდნენ, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პრემიერ-მინისტრის პოსტს ბიძინა ივანიშვილი ჩაიბარებდა, მომავალ პრეზიდენტად კი ირაკლი ალასანიას მოიაზრებდნენ. ირაკლის მეუღლეს, ნათია ფანჯიკიძეს ჟურნალისტები ხშირად უსვამდნენ კითხვებს მომავალი პირველი ლედობის შესახებ.

არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა, ივანიშვილი პრემიერი გახდა, პრეზიდენტობის კანდიდატების სავარაუდო სია კი
გაიზარდა. შაბათს „შუშის სასახლეში“ „ქართულ ოცნებაში“ შემავალი ყველა პოლიტიკური პარტიის ლიდერი შეიკრიბა. სპეციალურ ბრიფინგზე კი პრეზიდენტობის კანდიდატად პრემიერმა, ყველასთვის მოულოდნელად, გიორგი მარგველაშვილი დაასახელა. საზოგადოების ნაწილს იმედი გაუცრუვდა, ნაწილი კი ფილოსოფოსი მინისტრის გაპრეზიდენტების პერსპექტივით აღფრთოვანებული დარჩა.

საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელების შემდეგ, საზოგადოებას მორიგი სადარდებელი გაუჩნდა, თუ ვინ იქნება პირველი ლედი. ცნობილია, რომ მარგველაშვილი პირად ცხოვრებაზე არ საუბრობს. თუმცა მანამდეც ხშირად ამბობდნენ, რომ ის საყვარელ ქალბატონთან ერთად დუშეთში ცხოვრობდა.

მაკა ჩიჩუა - ეს ქალბატონი მომავალი პირველი ლედი გახლავთ. „ფეისბუქის“ პროფილი მაკას უცნობებისთვის დახურული აქვს, თუმცა ფოტოზე, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ, მაკა და გიორგი ერთად არიან გადაღებულები. ძალიან ცოტაა ცნობილი მაკა ჩიჩუას შესახებ. ვიცით, რომ ის ვიზაჟისტია და რამდენიმე თვის წინ ტელეკომპანია „პიკში“ მუშაობდა. მას სასიმღერო გამოცდილებაც აქვს. „ელექტროტალღები“ - ასე ჰქვია სიმღერას და ვიდეორგოლს, რომელიც წლების წინ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში ტრიალებდა.

Ratingპრეზიდენტობის კანდიდატად გიორგი მარგველაშვილის დასახელების შემდეგ მაკა ჩიჩუამ სოციალურ ქსელში „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა - „მე მიყვარს ჩემი პრეზიდენტი“. მომავალი პირველი ლედის სტატუსს, უამრავი ადამიანი გამოეხმაურა და ისინი წინასწარ ულოცავდნენ გიორგის გაპრეზიდენტებას. ერთ-ერთი მათგანი კი სთხოვდა, ამის მიუხედავად, დუშეთში ცხოვრებაზე უარი არ ეთქვათ.

იმედია, როდესაც გიორგი მარგველაშვილი ოფიციალურად ჩაებმება საპრეზიდენტო მარათონში, ის უფრო გახსნილად ისაუბრებს თავის პირად ცხოვრებაზე, რადგან საზოგადოების ინტერესი ძალიან დიდია.

ნინო კანდელაკი
სპეციალურად „რეიტინგის“ საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 78 /
ნინი
უსახური კი არა ულამაზესი გოგო იყო მაკა თბილისში და დღესაც ძაან ლამაზია. შვილიც ისეთი საოცარი გარეგნობის ყავს რაც თვითონ იყო ახალგაზრდობაში!
20:49 / 14-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ვაჟა გოჩაშვილი
ღირსეულ მამულიშვილს- გიორგი მარგველაშვილს ვუსურვებთ ბრწყინვალე გამარჯვებას ოქტომბრის არჩევნებში და შემდგომ წარმატებებს!
11:52 / 14-05-2013
გამოხმაურება / 0 /
სპაკო
დიტო გეთანხმები ყველაფერში. მარგველაშვილი ძალიან განათლებული და ზრდილობიანი კაცია, რა ფუნქციებიც ექნება ყველაფერს შეასრულებს, მით უმეტეს რომ პრეზიდენტის ფუნქციები ძალიან იზღუდება ოქტომბრის შემდეგ.
11:05 / 14-05-2013
გამოხმაურება / 0 /
მაიკო
მარგველაშვილი საინტერესო პიროვნება და ახალი სახეა პოლიტიკაში. გარეგნობაში რა არ მოგწონთ, ვერ გამიგია. კაცია, ქალი ხომ არა, თან ძალიან ინტელიგენტი და განათლებული. აბა, კაცს სხვა რა მოეთხოვება?
08:54 / 14-05-2013
გამოხმაურება / 0 /
დიტო
შეხედულებას რა ჭკუა აქვს? კი გყავდათ ეგერ სომეხი ''კრასავჩიკი'' და პირველ ლედათ გადმოქართულებული ჰოლანდიელი .მაგათ ეთაყვანეთ,მაგათ!ქართველი რათ გვინდა საქართველოში პირველ პირებად არა? ვერ გაძღა ნაცების მუცელი,არ შეგვარჩინეს არც მიწა,არც ტყე და არც წყალი.ჩინელებით,ირანელებით,ინდოელებით ,აფრიკელებით და კიდევ ვინ იცის რა ჯიშით თუ უჯიშოებით აავსეს საქართველო. მარგველაშვილს რა ჭირს ვინმეს დასაწუნი?
00:41 / 14-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ანი
ვაიიიი! არაფერი ეშველება ერს! აშკარად განწირულია! პრეზიდენტის არჩევნებია თუ სილამაზის კონკურსი????
21:17 / 13-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ბარბარე
მიშისტებო-გასკდით დაგადაირიეთ,მიშასავით ბლოყინა და დორბლიანი მაინც ხომ არავინ იქნება,გადააყოლა ქვეყანა თავის მუცელს და სექსუალურ კომპლექსებს,მარგველაშვილთან ვერც მივა ახლოს ნებისმიერი ნაცისტებიდან,რა მნიშვნელობა აქვს ნაცების დასახელებულ ნებისმიერ კანდიდატს ,ხალხს ეგენი ისე ეზიზღება და სძულს,რომ მაგათი დანახვა და ხსენება არვის უნდა არათუ ვინმემ ხმამისცეს,ეხლა ხომ გყავთ პირველი ლედი სად არის ,მარტო მიხუას პიარისთვის ,რომ დადიოდა იქეთ აქეთ, ახლა რა არ არის საჭირო პირველი ლედის საქმიანობა?ჯერ ხომ კიდევ პრეზიდენტია მისი ბელტიყლაპია ქმარი?მაგაც თუ ოჯახი ჰქვია, ასე აშკარად პრეზიდენტი და პირველი ლედი ცალ-ცალკე გულაობდეს მეტი არ გამიგონია არ დაიწყოთ ახლა ასე და ისე .სანდრა მოითმენდა მიხუას ამდენ გულაობას და ცომში ხელებჩაყოფილი სახლში დაელოდებოდა,თავს ნუ ისულელებთ ძალი რაააააააააააააააა, მარგველაშვილს წარმატებებს ვუსურვებ ნებისმიერ საქმეში წარმა.
20:04 / 13-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ia
რაც სურათიდან ცანს უსახური ქალია მარა არც "პარა" ყავს ალენ დელონი:)
19:37 / 13-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ირინა
ვინც არ უნდა ყოფილიყო კანდიდატი ასეთივე კომენტარები დაიდებოდა,რამ გაგაბოროტათ ,ეცადეთ კარგი დაინახოთ ადამიანებში,ბოლოსდაბოლოს ყველა ქართველები ვართ.მე მგონია მარგველაშვილი კარგი პრეზიდენტი იქნება,ყოველ შემთხვევაში ბიუჯეტის ხარჯზე არ იგულავებს ზოგიერთებივით.
18:33 / 13-05-2013
გამოხმაურება / 0 /
დოდო
თავიდან ყველა უსახურია...აბა, გაიხსენეთ მიშა და ნახეთ მისი ადრინდელი სურათები...მარგველაშვილი განათლებული კაცია,ქართული სულს მატარებელი.იქნებ მართლა ასეთი გვჭირდება!ვნახოთ,ვაცალოთ,ჩვენ მეტი მაინც რა დაგვრჩენია.ალასანია თითქოს ნაცებში გათქვეფილი ა და დღემდე ვრ მოცილებია მათ!
18:10 / 13-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS