12 მაისი, 2013
ვინ არის საქართველოს მომავალი პირველი ლედი...
ცნობილია, რომ მარგველაშვილი პირად ცხოვრებაზე არ საუბრობს. თუმცა მანამდეც ხშირად ამბობდნენ, რომ ის საყვარელ ქალბატონთან ერთად დუშეთში ცხოვრობდა. ირაკლი ალასანიას მოლოდინში მომავალ პრეზიდენტად განათლების ამჟამინდელი მინისტრი გიორგი მარგველაშვილი შეგვრჩა. ჯერ კიდევ არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვებამდე ვარაუდობდნენ, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პრემიერ-მინისტრის პოსტს ბიძინა ივანიშვილი ჩაიბარებდა, მომავალ პრეზიდენტად კი ირაკლი ალასანიას მოიაზრებდნენ. ირაკლის მეუღლეს, ნათია ფანჯიკიძეს ჟურნალისტები ხშირად უსვამდნენ კითხვებს მომავალი პირველი ლედობის შესახებ.

არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა, ივანიშვილი პრემიერი გახდა, პრეზიდენტობის კანდიდატების სავარაუდო სია კი
გაიზარდა. შაბათს „შუშის სასახლეში“ „ქართულ ოცნებაში“ შემავალი ყველა პოლიტიკური პარტიის ლიდერი შეიკრიბა. სპეციალურ ბრიფინგზე კი პრეზიდენტობის კანდიდატად პრემიერმა, ყველასთვის მოულოდნელად, გიორგი მარგველაშვილი დაასახელა. საზოგადოების ნაწილს იმედი გაუცრუვდა, ნაწილი კი ფილოსოფოსი მინისტრის გაპრეზიდენტების პერსპექტივით აღფრთოვანებული დარჩა.

საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელების შემდეგ, საზოგადოებას მორიგი სადარდებელი გაუჩნდა, თუ ვინ იქნება პირველი ლედი. ცნობილია, რომ მარგველაშვილი პირად ცხოვრებაზე არ საუბრობს. თუმცა მანამდეც ხშირად ამბობდნენ, რომ ის საყვარელ ქალბატონთან ერთად დუშეთში ცხოვრობდა.

მაკა ჩიჩუა - ეს ქალბატონი მომავალი პირველი ლედი გახლავთ. „ფეისბუქის“ პროფილი მაკას უცნობებისთვის დახურული აქვს, თუმცა ფოტოზე, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ, მაკა და გიორგი ერთად არიან გადაღებულები. ძალიან ცოტაა ცნობილი მაკა ჩიჩუას შესახებ. ვიცით, რომ ის ვიზაჟისტია და რამდენიმე თვის წინ ტელეკომპანია „პიკში“ მუშაობდა. მას სასიმღერო გამოცდილებაც აქვს. „ელექტროტალღები“ - ასე ჰქვია სიმღერას და ვიდეორგოლს, რომელიც წლების წინ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში ტრიალებდა.

Ratingპრეზიდენტობის კანდიდატად გიორგი მარგველაშვილის დასახელების შემდეგ მაკა ჩიჩუამ სოციალურ ქსელში „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა - „მე მიყვარს ჩემი პრეზიდენტი“. მომავალი პირველი ლედის სტატუსს, უამრავი ადამიანი გამოეხმაურა და ისინი წინასწარ ულოცავდნენ გიორგის გაპრეზიდენტებას. ერთ-ერთი მათგანი კი სთხოვდა, ამის მიუხედავად, დუშეთში ცხოვრებაზე უარი არ ეთქვათ.

იმედია, როდესაც გიორგი მარგველაშვილი ოფიციალურად ჩაებმება საპრეზიდენტო მარათონში, ის უფრო გახსნილად ისაუბრებს თავის პირად ცხოვრებაზე, რადგან საზოგადოების ინტერესი ძალიან დიდია.

ნინო კანდელაკი
სპეციალურად „რეიტინგის“ საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 78 /
leila
margvelashvilze kargi kandidati salome zurabishvilia gamocdilia sazgvargaretac kargi saxeli aqvs da ufro moagvarebs saqartvelos sakitxs da saertod salome ratom ar moicvia bidzinam tundac sagareo ministris postze fandjikidzes bevrad adjobebda mdzinara usaxuri fanjikidze aravis ar mosconsm cdilia saargvelashvilsmougebs salome
23:04 / 26-05-2013
გამოხმაურება / 0 /
დოდიკა
სანდრა არის განუმეორებული ადამიანი. მასზე ცუდს მხოლოდ იტყვის ბოროტი ადამიასანდრა არის განუმეორებული ადამიანი. მასზე ცუდს მხოლოდ იტყვის ბოროტი ადამიანი.
20:16 / 25-05-2013
გამოხმაურება / 0 /
anita
ცარმატებას უსურვებ მომავალ პრეზიდენტს.იმედია მიშას შეცდომებს არ გაიმეორებს და ხალხზე იზრუნებს
12:44 / 22-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ვახო
სანდრა მარტლაც განუმეორებელია
13:55 / 20-05-2013
გამოხმაურება / 0 /
თამო
სანდრა უსაკვარლესია
13:51 / 20-05-2013
გამოხმაურება / 0 /
მაკა
რომელიც ხართ იდეალური გარეგნობის,იდეალური ქცევის, ფას დაუდებელი შინაგანი ბუნების და ამაღლებული სულის იმათ გაქვთ მხოლოდ უფლება ხმის ამოღების და კომენტარის დაწერის..ასე რომ ჯერ საკუთარ თავებს გადახედეთ(შიგნით-გარედან) ...რას ნიშნავს,რომ უმუშევრები ხართ და ემიგრაციაში წასული დედიკოების გამოგზავნილით ცხოვრობთ,ან უბრალოდ სხვის კისერზე ხართ მოკალათებუნი...
15:14 / 17-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ლელა
არაჩვეულებრივი კანდიდატია,წარმატებებს ვუსურვებ,განათლებულია,მშვიდი და რაც მთავარიაააა-მისგან ზალიან დადებითი აურა მოდის..
18:57 / 15-05-2013
გამოხმაურება / 0 /
თ-ს
შენ ეტყობა სანდრა რულოვსს საერთოდ არ იცნობ. ჯანდაცვის სამინისტროში გაიკითხე რამდენი ბოროტება და უზნეობა აქვს ჩადენლი. მისი ოჯახის წევრები, რომლებსაც საჭმლის ფულიც ენატრებოდათ, მილიონერები გახადა.
16:26 / 15-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ქეთევანი
მხარს ვუჭერ მარგველაშვილს,მომწონს,განათლებული დაგაწონასწორებული კაცია,ინტელიგენტი,რაც ყველაზე მთავარია,ვუსურვებ გამარჯვებას,ხოლო რაც შეეხება პირველ ლედის,სავალდებულო არ არის ექთანი იყოს,ეგ მაგათი პიარის ნაწილია მეგრული სიმღერების არ იყოს,ქართველ ქალს ვერ აჯობებს უცხოელი,სანდრამ საქარტველო კი არადა თავისი სოფელი და ქვეყანა ააყვავა,ვითომ არ იცით
12:48 / 15-05-2013
გამოხმაურება / 0 /
სანდრა რულოვისნაირი ღირსეული პირველი ლედი საქართველოს როგორც ვატყობ ახლო მომავალში აღარ ეღირსება.განათლებული,ინტელექტუალური,დახვეწილი,მოკრძალებული,დიდსულოვანი და ამავდროულად ულამაზესი.ეს ქალბატონი საქართველოში იმ პერიოდში ჩამოვიდა როდესაც ქვეყანაში ქვის ხანა გვედგა და პაპუასები ვიყავით.(დაახლოებით იგივეა სიტუაციაა ქართველი რომ სომალის პირველი ლედი გახდეს)ძალიან ბევრი ევროპელი ქვეყნის შვილი ამას ვერ აიტანდა და საქართველოში არც გაჩერდებოდა. ამ ქალბატონმა კი ქართული ისწავლა როდესაც ბევრი ქართველი აღარ მეტყველებს ქართულად(რომ არაფერი ვთქვათ მეგრულზე) და ღირსეული ქართველი ბავშვები გაუზარდა ქვეყანას. რომელი კეკელკა ქართველი იკადრებს იყოს პირველი ლედი და მუშაობდეს უბრალო ექთნად საავადმყოფოში? ერთადერთი ადამიანია სანდრა რულოვსი რომელიც საქართველოსი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაზე ფიქრბს. მას უდიდეს პატივს სცემენ უცხოეთში და დასახელებული იქნა მსოფლიოს საუკეთესო პირველ ლედებს შორისც. ამ სიკეთეს კი დანახვა სჩირდება ბოღმით დაბრლავებულო ერო. ჩვენნაირი პაპუასი ერისთვის ზედმეტად კარგია სანდრა რულოვსი.
22:23 / 14-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS