12 მაისი, 2013
ვინ არის საქართველოს მომავალი პირველი ლედი...
ცნობილია, რომ მარგველაშვილი პირად ცხოვრებაზე არ საუბრობს. თუმცა მანამდეც ხშირად ამბობდნენ, რომ ის საყვარელ ქალბატონთან ერთად დუშეთში ცხოვრობდა. ირაკლი ალასანიას მოლოდინში მომავალ პრეზიდენტად განათლების ამჟამინდელი მინისტრი გიორგი მარგველაშვილი შეგვრჩა. ჯერ კიდევ არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვებამდე ვარაუდობდნენ, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პრემიერ-მინისტრის პოსტს ბიძინა ივანიშვილი ჩაიბარებდა, მომავალ პრეზიდენტად კი ირაკლი ალასანიას მოიაზრებდნენ. ირაკლის მეუღლეს, ნათია ფანჯიკიძეს ჟურნალისტები ხშირად უსვამდნენ კითხვებს მომავალი პირველი ლედობის შესახებ.

არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა, ივანიშვილი პრემიერი გახდა, პრეზიდენტობის კანდიდატების სავარაუდო სია კი
გაიზარდა. შაბათს „შუშის სასახლეში“ „ქართულ ოცნებაში“ შემავალი ყველა პოლიტიკური პარტიის ლიდერი შეიკრიბა. სპეციალურ ბრიფინგზე კი პრეზიდენტობის კანდიდატად პრემიერმა, ყველასთვის მოულოდნელად, გიორგი მარგველაშვილი დაასახელა. საზოგადოების ნაწილს იმედი გაუცრუვდა, ნაწილი კი ფილოსოფოსი მინისტრის გაპრეზიდენტების პერსპექტივით აღფრთოვანებული დარჩა.

საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელების შემდეგ, საზოგადოებას მორიგი სადარდებელი გაუჩნდა, თუ ვინ იქნება პირველი ლედი. ცნობილია, რომ მარგველაშვილი პირად ცხოვრებაზე არ საუბრობს. თუმცა მანამდეც ხშირად ამბობდნენ, რომ ის საყვარელ ქალბატონთან ერთად დუშეთში ცხოვრობდა.

მაკა ჩიჩუა - ეს ქალბატონი მომავალი პირველი ლედი გახლავთ. „ფეისბუქის“ პროფილი მაკას უცნობებისთვის დახურული აქვს, თუმცა ფოტოზე, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ, მაკა და გიორგი ერთად არიან გადაღებულები. ძალიან ცოტაა ცნობილი მაკა ჩიჩუას შესახებ. ვიცით, რომ ის ვიზაჟისტია და რამდენიმე თვის წინ ტელეკომპანია „პიკში“ მუშაობდა. მას სასიმღერო გამოცდილებაც აქვს. „ელექტროტალღები“ - ასე ჰქვია სიმღერას და ვიდეორგოლს, რომელიც წლების წინ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში ტრიალებდა.

Ratingპრეზიდენტობის კანდიდატად გიორგი მარგველაშვილის დასახელების შემდეგ მაკა ჩიჩუამ სოციალურ ქსელში „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა - „მე მიყვარს ჩემი პრეზიდენტი“. მომავალი პირველი ლედის სტატუსს, უამრავი ადამიანი გამოეხმაურა და ისინი წინასწარ ულოცავდნენ გიორგის გაპრეზიდენტებას. ერთ-ერთი მათგანი კი სთხოვდა, ამის მიუხედავად, დუშეთში ცხოვრებაზე უარი არ ეთქვათ.

იმედია, როდესაც გიორგი მარგველაშვილი ოფიციალურად ჩაებმება საპრეზიდენტო მარათონში, ის უფრო გახსნილად ისაუბრებს თავის პირად ცხოვრებაზე, რადგან საზოგადოების ინტერესი ძალიან დიდია.

ნინო კანდელაკი
სპეციალურად „რეიტინგის“ საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 78 /
უცნობი
ვაი ჩვენს პატრონს!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
00:00 / 04-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ლია
არ ვიცი რა ვთქვა!!!!!!!!!
23:59 / 03-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ცოდოები :D
ჯერ გადახტით ბიძია და ჰოპა მერე დაიძახეთ :D :D
18:13 / 03-06-2013
გამოხმაურება / 0 /
მარი
კაცი ჯერ პრეზიდენტად არ აურჩევიათ,ოჯახი დანგრეული აქვს,რა მოხდა მერე ვის არ შეიძლება დაემართოს,მაგრამ ის რაც იწერება მედიაში კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე რა სულელები ვართ ქართველები ვის გაუგია საყვარელზე ასეთი ლაპარაკი არიქა და პირველი ლედიაო,უზნეობის ზეიმია საქართველოში აქეთ ვენებს იჭრით პიდარასტობა უზნეობააო,ბოზობა ზნეობაა,როცა ეს კაცი ცოლად მოიყვანს ამ ლამაზ ქალს,როცა მას პრეზიდენტად აირჩევენ მერე ილაპარაკეთ ასეთ თემებზე
12:02 / 03-06-2013
გამოხმაურება / 0 /
მმ
რა ატეხეთ ალიაქოთი, კაცის სილამაზე ვაჟკაცობაა, აბა ეგ თუ გაიკეთებს ბოტოქსებს იქნებ მიშიკოსაც აჯობოს, აცადეთ იმიჯს შეიცვლის და ნახეთ როგორი იქნება? მეტი დარდი არა გაქვთ მისი გარეგნობის გარდა? ქვეყანას როგორ უხელმძღვანელებს მთავარი ეგაა და კიდევ იმ ქალთან ამდენი წელი თუ ცხოვრობდა რა ახლა უნდა მიატოვოს? თუ უყვარს? მიშას სექს გადახრები ასე არ გაწუხებდათ?!იქნებ ამ კაცს სულ არ უნდოდა პრეზიდენტობა, წყნარი ცხოვრება ერჩივნა, ამაზე გიფიქრიათ?
11:42 / 03-06-2013
გამოხმაურება / 0 /
მანი
kvela is ilanzgeba vinc ar icis ganatlebis fasi,margvelashvili zalian ganatlebuli pirovnebaa,meugle ara mkavso,mkavs megobari qalio arc es daumalia,magati shvilebi ikvnen megobrebi sanam maka da giorgi ertmanets gaicnobdnen rogorc me gavige.gmertma xeli moumartot,
03:31 / 03-06-2013
გამოხმაურება / 0 /
შორენა
ვაი შენს პატრონს ეტყობა განუმეორებელი რას ნიშნავს არ იცი
22:05 / 02-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ლევ
რა ალასანია მოგინდათ ზოგიერთებს,პრეზიდენტი გვჭირდება მისტერ საქართველო კი არა,ან რა სიმპო ეგ გყავთ მეტრა ოცია ნახტომში>,.მარგველაშვილის გამარჯვება.
12:21 / 02-06-2013
გამოხმაურება / 0 /
დდდდდ
მაგიტო დადის ასეთი გაქონილი თავით ეს კაცი? ეტყობა ამხელა გზაზე იღლება :(((((((((
23:57 / 01-06-2013
გამოხმაურება / 0 /
jemali
pojiviom, uvidim.
12:36 / 01-06-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS