მომხდარზე ვრცელი სტატია მოამზადა გაზეთმა "კვირის პალიტრამ" და ექსკლუზიურად ჩაწერა ინტერვიუ დაღუპული გოგონას დედასთან. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:
შორენა მუშკუდიანი, სოფო ბერიძის დედა: "როცა საუბარი და მითქმა-მოთქმა დაიწყო იმაზე, ავარიაში დამნაშავის ოჯახი სოფოს მშობლებს გაურიგდაო, ისედაც
ჩემი შვილის სახელი ფულზე არ გაყიდულა და არც არასოდეს გაიყიდება. რისთვის უნდა სოფოს დედას სოფოს შემდეგ ფული?!..
ჩემს ტკივილს აწი არაფერი შეამსუბუქებს. როდესაც გავიგე, რომ თითქოს დამნაშავეს ხელს აფარებენ, ეს ვერ ავიტანე. როგორ, კანონი არ უნდა არსებობდეს და გამწარებული დედა უნდა ფიქრობდეს იმაზე, დაიჭერენ თუ არა შვილის სიკვდილში დამნაშავეს?
განაგრძეთ კითხვა