ბოლოს ასეთი თავდასხმა ტრიო "მანდილზე" მოაწყვეს, გოგონების კარიერა სოფლის გზაზე გადაღებული ვიდეოსელფით დაიწყო და მათი წარმატება საქართველოს ფარგლებს გაცდა. ისინი რუსეთში მოღვაწეობენ, მათ გამოჩენას რუსულ შოუებში დიდი კრიტიკა მოჰყვა და ამ შემთხვევაში კრიტიკოსებს ნამდვილად
კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს ჯგუფი "მგზავრები". ისინი წლებია უკრაინაში და რუსეთში წარმატებით მოღვაწეობენ. ჰყავთ უამრავი გულშემატკივარი, 9 აპრილს სანკ-პეტერბურგში დაგეგმილმა "მგზავრების" კონცერტმა ქართული საზოგადოების ერთი ნაწილი აღაშფოთა, ბიჭები უამრავი არასასიამოვნო ეპითეტით შეამკეს, თუმცა 9 აპრილს სანკ-პეტერბურგში გამართულ კონცერტზე გიგი დედალამაზიშვილმა ემოციური სიტყვა თქვა და რუს მსმენელს 25 წლის წინ, 9 აპრილის ღამეს მომხდარი ტრაგედიის შესახებ მოუყვა, რის შემდეგაც იმ ღამით დაღუპულ ქართველ გმირებს რუსებთან ერთად წუთიერი დუმილით პატივი მიაგო. ბევრმა ამის გამო "მგზავრების" კრიტიკა უკან წაიღო, რადგან ეს ჯგუფი იყო პირველი, ვინც რუსულ სცენაზე ამის გაკეთება შეძლო. ვნებათაღელვა შეწყდა, თუმცა მაინც აღმოჩნდნენ ისეთი "პატრიოტები", ვინც ჯგუფს ქმედება იმის გამო დაუწუნა, რომ ემოციურ გამოსვლაში გიგი დედალამაზიშვილმა რუსეთი არ ახსენა.
ქეთა თოფურია წლებია რუსეთში წარმატებით მოღვაწეობს. როცა საკუთარი კარიერის გასაგრძელებლად რუსეთში წავიდა, სრულყოფილად რუსულიც არ იცოდა, მაგრამ იქაურ შოუ-ბიზნესს მალე აუწყო ფეხი და დღეს " ა სტუდიოსთან" ერთად რუსულ ესტრადაზე წარმატებით მოღვაწეობს. 2010 წელს 9 მაისს, რუსეთში გამართული კონცერტის გამო მომღერალი ლამის ქვეყნის მტრად გამოაცხადეს, იყვნენ ისეთები, ვინც ამბობდა ქეთას იმ კონცერტზე რომ ემღერა, დააშანტაჟეს, ციხიდან მამამისის გამოსვლას დაპირდნენ და კონცერტზე ამიტომ იმღერაო. თავად მომღერალმა რამდენიმე თვის წინ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ამ კონცერტზე გამოსვლის გამო, სააკაშვილმა ლამის თმები დამაპუტაო. იყო პერიოდი, როცა ქეთა საქართველოში საერთოდ აღარ ჩამოდიოდა, მისი კონცერტები ჩვენთან აკრძალული იყო, თუმცა ვნებათაღელვამ გადაიარა და დღეს კონცერტებსაც ატარებს და ადრინდელივით ქართული შოუების სასურველი სტუმარია. იხილეთ სრულად