03 თებერვალი, 2017
რატომ ჩამოშორდა გვანცა დარასელია ეკრანს? - ტელეწამყვანი მაყურებელს დაემშვიდობა
რამდენიმე თვის წინ ცნობილი გახდა, რომ ულამაზესი გვანცა დარასელია მეორე შვილს ელოდება. ტელეწამყვანს და მის პოლიტიკოს მეუღლეს ერთი ვაჟი ერეკლე ჰყავთ, სულ ცოტა ხანში კი მათ ოჯახს კიდევ ახალი წევრი შეემატებათ.

ორსულობის პერიოდი გვანცამ საკმაოდ აქტიურად გაატარა და დღემდე "სხვა შუადღის" ეთერში იჯდა.

ორშაბათიდან კი უკვე დეკრეტში გადის და ცოტა ხნით ეკრანს ჩამოშორდება. ამასთად დაკაშირებით წამყვანებმა ფოტოსესიაც მოაწყვეს, გვანცამ კი შემდეგი პოსტი გამოაქვეყნა:

"თუ ბავშვი მართლა გრძნობს ემოციებს და ესმის ხმები მუცლად ყოფნის დროს, ესე
იგი ჩემი გუნდის სახით მას უკვე ჰყავს საოცრად მოსიყვარულე და მზრუნველი მეგობრები.

მე მიყვარს ჩემი სამსახური და ჩემი ადამიანები ამ სამსახურში. ჩვენი ერთგული მაყურებლების კეთილი სურვილები და სიყვარული მიმაქვს დეკრეტულ შვებულებაში. იხილეთ სრულად + ფოტოგალერეა
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS