თუმცა ბოლო დროს, მის ყოფილ მეუღლესთან, იასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს სოცილურ ქსელში და ამან საზოგადოების გაკვირვება გამოიწვია.
"უუუუუულამაზესი ოჯახი ხართ", "ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ, გამრავლოთ სულ მასე ერთად და ტკბილად სიყვარულობაში გაგეტარებინოთ მომავალშიც", "ასე არ ჯობია?!", "სიყვარულები ხართ", - უწერენ კომენტარებში.
იამ და ირაკლიმ ერთ- ერთი ამ შინაარსის კომენტარები "დაალაიქეს" კიდეც.
- ხომ არ შერიგებულხართ?
- არა არ შევრიგებულვარ და არც ვაპირებ შერიგებას.
- ერთნანეთთან მეგობრულ ურთიერთობას ინარჩუნებთ?
- კი.
- ბავშვები ყველაფერს გრძნობენ, ხშირად მშობლების დაშორების მერე აგრესიულებიც ხდებიან, ნიაკო როგორ შეხვდა თქვენს გადაწყვეტილებას?
- ხუმრობთ?
- არა არ ვხუმრობ.
- კარგი, გიპასუხებთ. თავიდან არ დაგვეთანხმა ამ გადაწყვეტილებაზე, კატეგორიულ უარს აცხადებდა. შემდეგ რომ ავუხსენით ყველაფერი, მიხვდა და დაგვრთო ნება, რომ ცალცალკე გვეცხოვრა! აი, ასეთი აზრი გამოთქვა 8 თვის ნიაკო ნოზაძემ.
მერიემ კაკაურიძე