31 იანვარი, 2017
"გილოცავ, ჩემო ტკბილო!" - როგორ ულოცავს დედამთილს დაბადების დღეს სოფო ბედია
მომღერალ სოფო ბედიასა და მისი დედამთილის ურთიერთობის შესახებ უკვე ლამის ლეგენდები დადის. ორივე ხშირად საუბრობს იმაზე, როგორ უგებენ ერთმანეთს და რა კარგად შედგა მათი კავშირი.

ამჯერად საკუთარ ფეისბუქ გვერდზე სოფო დედმთილს დაბადების დღეს შემდეგი სტატუსით ულოცავს:

"ჩემს უსაყვარლეს დედამთილს (დედას), ვულოცავ დაბადების დღეს. ჯანმრთელობას, ბედნიერებას, კეთილდღეობას და უფლის წყალობას გისურვებ, ჩემო ტკბილო. მინდა, სულ ბედნიერს გხედავდე შენს დიდ და ლამაზ ოჯახთან ერთად და ჩემთან ერთად. მიყვარხარ."

ცნობილია, რომ სოფოს მეორე მეუღლე მიშა მესხია, რომლის ოჯახთანაც მომღერალს
ფანტასტიკური ურთიერთობა აქვს. ყოველთვის აღნიშნავს, რომ განსაკუთრებით უყვარს დედამთილი მაყვალა სანაია, რომელთან ერთადაც დუეტიც კი ჩაწერა მეგრულ ენაზე. სოფო ამბობს, ვაბოდებ ჩემს დედამთილზეო და მას გაცნობის დღიდან დედას ეძახის, ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან, როცა მიშა და სოფო ოფიციალურად ცოლ-ქმარი არ იყვნენ. იხილეთ სრულად

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
თიკო
სიაფანდობაა.რომელ დედას უნდა შვილიანი რძალი.არ მჯერა
07:21 / 05-02-2017
გამოხმაურება / 0 /
ნიანია
ნუ, არ მჯერავს, რძალ-დედამთილის "პლატონური"სიყვარულის და რა ვქნა?! :D
18:53 / 01-02-2017
გამოხმაურება / 0 /
იზოლდა
ეს გამოზეურებული სენტიმენტები („ტკბილო!") საშინლად მაღიზიანებს, იმიტომ, რომ ეჭვი მეპარება მათ გულწრფელობაში. ასე „ეფერებოდა" ოდესღაც დედამთილს თეა სიჭინავაც. მერე კი...
20:10 / 31-01-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS