ია ფარულავა
მსახიობი ია ფარულავა ბიზნესში სულ ცოტა ხნის წინ ჩაერთო. მან აბანოთუბანში სასტუმრო გახსნა. სახლი, სადაც ია ფარულავამ სასტუმრო გახსნა, მსახიობმა 1997 წელს შეიძინა.
"ეს სახლი 1997 წელს შევიძინე. ავარიულ მდგომარეობაში იყო, სახლში ოთხი ოჯახი ცხოვრობდა. როდესაც სახლი ვიყიდე, მათ საცხოვრებელი ბინები შეიძინეს და გადავიდნენ, მე
ორი წლის წინ იამ, სასტუმროს გახსნა გადაწყვიტა, ის გადაკეთების პროცესში აქტიურად იყო ჩართული და ეს ბიზნესი წარმატებით ააწყო.
ქრისტინე იმედაძე
მომღერალი ქრისტინე იმედაძე, სიმღერისა და ტელევიზიის პარალელურად საკუთარი ბიზნესით არის დაკავებული. ის ტანსაცმლის საკუთარი ხაზის წარმოებით არის დაკავებული. დიზაინერობა მომღერალმა ნაქსოვი ქუდებით წამოიწყო, შემდეგ კი სამოსი შექმნა. ქრისტინეს ბიზნესი დროთა განმავლობაში წარმატებულად განვითარდა, ამიტომ მან საკუთარი ბრენდის ხაზი "სამი" შექმნა, რომელიც სპორტულ და ყოველდღიურ სამოსს ქმნის.
ზაზა ფაჩულია
ცნობილი ქართველი კალათბურთელი, სპორტის პარალელურად, ბიზნესით არის დაკავებული. მან რამდენიმე წლის წინ, თბილისში სასტუმრო, მოგვიანებით კი სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი გახსნა, რომელიც თბილისის სხვადასხვა უბნებში მდებარეობს. ზაზას ბიზნესის წარმოებაში მისი ახლობლები ეხმარებიან. იხილეთ სრულად