მსახიობ გია როინიშვილისა და ბავშვობიდანვე ყველასათვის საყვარელი მომღერლის, თამრიკო ჭოხონელიძის ქალიშვილი, მარიამ როინიშვილი, ასევე სიმღერის ნიჭითაა სახელგანთმული. ის უფრო ადრე გაიცნო ხალხმა, ვიდრე მისი ნიჭიერება და ტალანტი.
კვალიაშვილებს წარმატება, ნიჭიერება და მსმენელის კეთილგანწყობა მემკვიდრეობით გადაეცემათ. ცნობილი დედისა და ბებიის შთამომავალი, მომღერალი ნუკა კვალიაშვილი, ერთ-ერთია მათ შორის, ვინც ვარსკვლავად დაიბადა.
როდესაც პროექტის, "შენ შეგიძლია ცეკვის" სცენაზე ნიტა ლომიძე გამოვიდა, ჟიურის წევრებმა, ისევე, როგორც, მაყურებელმა მაშინვე ამოიცნო ცნობილი წყვილის - ტელეწამყვან ნიკა ლომიძისა და ქორეოგრაფ თეა გობეჯიშვილის ქალიშვილი. ამ შემთხვევაში დედის გენი დომინირებს, ნიცა თავისი პლასტიკურობითა და ტალანტით პროექტის გამარჯვებული გახდა და ცნობადობაში ის არც დედას ჩამორჩება და არც - მამას.
მარიამ გეგუჩაძე ნანუკა ჟორჟოლიანის უფროსი ქალიშვილია, რომელიც მას პირველი ქორწინებიდან ჰყავს. გონიერება და ნიჭიერება მარიამს დედისგან გენეტიკურად გადაეცა, მას ბლოგი ჰქონდა დედის გადაცემაში, შემდეგ ჰარვარდის უნივერსიტეტში ჩაირიცხა, თუმცა იმის მიუხედავად, რომ ეკრანზე ხშირად აღარ ჩანს, საზოგადოების ყურადგება არასდროს აკლია, მარიამის პირადი ცხოვრებით ხშირად ინტერესდებიან.
ნინი ბადურაშვილმა წარმატებისკენ მიმავალ გზაზე პირველი ნაბიჯები ღრმა ბავშვობაში ბასტი-ბუბუს კონცერტებზე გადადგა. მან ულამაზესი, ყველასათვის ცნობილი დედის დამსახურებით სახელი პატარაობიდანვე გაითქვა.
ირაკლი ჩარკვიანის ქალიშვილმა ნანა ჩარკვიანმა 2013 წელს მიიღო მონაწილეობა პროექტ "ნიჭიერში". მასაც მემკვიდრეობით გადაეცა ნიჭიერება, თუმცა მის შემთხვევაში ტალანტი სხვაგვარად გამომჟღავნდა. გოგონამ მაყურებლის გული არათუ სიმღერით, არამედ ცეკვით მოიგო. "ყველას გონია,რომ რადგან ირაკლის შვილი ვარ, მაგიტომაც მე უნდა ვიმღერო, მაგრამ არა, არ არის ეგრე" - თქვა ნანამ. პატარა ჩარკვიანმა ჟიურის წევრები "street style-ითა და "ჰიპ-ჰოპ"-ით მოხიბლა.
''ქუჩის ბიჭების'' მომღერლის ზურა ხაჩიძის ქალიშვილი, ანასტასია ხაჩიძეც მოხვდა ამ ათეულში. ანასტასიამ მსმენელს თავი "პროფილში" ნამღერი "პეპით" დაამახსოვრა. "როგორი საყვარელია?!", "მამას ნებიერა", "პრანჭია", "ძალიან საყვარელია", - წერენ ანასტასიას ვიდეოს კომენტარებში. გოგონა ძალიან კარგად ფლობს ფრანგულ ენას და მსახიობობა სურს.
საქართველოს სექს სიმბოლოს, შორენა ბეგაშვილის სილამაზითა და ეშხით მოხიბლული მაყურებელი მის ქალიშვილს, ევა ბარბაქაძეს ხშირად აკრიტიკებდა. ლამაზმანი დედის ჩრდილში მოზარდი ყოველთვის კრიტიკის ობიექტი ხდებოდა. გარდატეხის ასაკში გოგონა ძალიან დაიხვეწა და ახლა უკვე სოციალური ქსელები და ჟურნალების გარე ყდები მისი ფოტოებითაა აჭრელებული. ევა ბარბაქაძე დედას ძალიან დაემსგავსა და უკვე მათ შორის რომელი უფრო ლამაზი და სექსუალურია ამაზეც დაობენ.
ევას თანატოლი და ახლო მეგობარია კრისტი ყიფშიძისა და გიორგი ყიფშიძის ქალიშვილი, ნატალია. თუმცა ნატალიას პოპულარობა არა მეგობრის ცნობადობის არამედ ცნობილი ბაბუის, დედისა და მამის დამსახურებაა. ნატალია არც მღერის, არც მსახიობია და არც მოდელი. ის ზოგჯერ დედასთან ერთად დადის გადაღებებზე. ნატალია ყიფშიძეს საზოგადოება იცნობს, როგორც ვარსკვლავური ოჯახის შვილს.
მერიემ კაკაურიძე