28 იანვარი, 2017
განო მელითაური - „ჩემს მუცელში აკუმულირებულმა სიყვარულის ენერგიამ თვითმკვლელობისგან მიხსნა...“
განო მელითაური სევდიან პოსტს აქვეყნებს, რომელსაც შვილს, ელენე - ლოლას უძღვნის.

„იღბლიანია, სამჯერ გაისტუმრეს ეშაფოტზე, მაგრამ შეუპოვრად გაუძლო დარტყმებს! ამასობაში დედამიწაზე გამოიზამთრა და ლიტონიობის ღამემ დაუბრუნებლად შეცვალა ჩვენი ცხოვრება..

11 აპრილი სამუდამოდ ჩამებეჭდება მეხსიერებაში... დღე-როცა ჩემს მუცელში აკუმულირებულმა სიყვარულის ენერგიამ თვითმკვლელობისგან მიხსნა..

ელენეს არ უნახავს დღესასწაული სახელად გა-კო! პასუხისმგებლობაც გაუფრთხილებლად დააკისრეს მუცლადყოფნისას...

მერე დრო გავიდა, ამინდებმა გასწრობანა ითამაშეს და როცა ფოთლებისფერმა კაცუნებმა მწვანე მოსასხამები გახუნებულ მზისფერს გადაულოცეს ელენე-ლოლა თოლორდავა მოევლინა სამყაროს! დღეს წლის და ოთხი
თვის ადამიანია, სხვებზე მეტი გამოცდილებით, აუხსნელი სიმშვიდით და ენეერგიით! სიცილის დროსაც სევდის ბურთებით იყურება და გაასმაგებულ სტიმულს მაძლევს გავხდე უკეთესი!

ვიცი, ჩემი დარჩენილი დღეები და ღამეები არ ეყოფა შეგრძნებების ამოვსებას, რაც ორსულობის პერიოდში დავაკელი, მაგრამ ერთ დღესაც, როცა დიდი, ლამაზი გოგონა გაიზრდება და შეკითხვების დასმას დამიწყებს, როცა ვუამბობ, როგორ დამანგრია დანაკარგმა, მსოფლიოში ყველაზე სევდიანი თვალებით შემომხედავს და ყველაფერს მაპატიებს!  

#ლოლაჩემისიცოცხლე“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 9 /
ანიკო
kukumala mala sala უკაცრავად თქვენ განოზე მატად გტკივათ კოტე?? ან მე ან სხვას. სრცხვილია ხალხნოიო
22:21 / 29-01-2017
გამოხმაურება / 0 /
გგგ
ვაიმეე როგორ გავს მამას, განსაკუთრებით დიდი , სევდიანი თვალებით. საყვარელი. თითქოს ერთი ჩვეულებრივი, მაგრამ რომ დააკვირდები ულამაზესი ბავშვია
03:27 / 29-01-2017
გამოხმაურება / 0 /
თიკა
რა პატარა, სევდიანი სიხარულია
22:29 / 28-01-2017
გამოხმაურება / 0 /
kukumala mala sala
ამ გოგოს ფანტაზიას საზღვარი არა აქვს.დიდი მწუხარების მას არასოდეს არაფერი ეტყობოდა.
21:59 / 28-01-2017
გამოხმაურება / 0 /
თეომა
ყველაზე მაგარი გოგო ხარ შენ განო! როგორ გავს მამას შენი პატარა უამრავ სიხარულს მოგანიჭებთ უფალი, ცხოვრებას ყოველთვის აქვს გრძელი და ლამაზი გზა. გაიხარეთ.
21:15 / 28-01-2017
გამოხმაურება / 0 /
ნატო
როგორ გავს მამას! ბედნიერი იყავი პატარავ!
19:28 / 28-01-2017
გამოხმაურება / 0 /
ინგა
როგორ მინდა- ყველაფერი ძალიან კარგად იყოს თქვენს ცხოვრებაში
18:31 / 28-01-2017
გამოხმაურება / 0 /
ნატა
ამ გოგოს სევდა და ტკივილი მტკენს გულს, არ უნდა დაეკარგა ამხელა სიყვარული!!!!
15:46 / 28-01-2017
გამოხმაურება / 0 /
მარა
ძალიან ძლიერი ქალი ხარ განო, უფალი გფარავდეს.
15:13 / 28-01-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS