28 იანვარი, 2017
ანიტა რაჭველიშვილის მორიგი სკანდალური პოსტი - „ბევრი რამე არ იცის ჯერ საზოგადოებამ და მალე გაიგებს“
ოპერის მომღერალი ანიტა რაჭველიშვილი სოციალურ ქსელში მორიგ საპროტესტო პოსტს აქვეყნებს:

„კულტურის სამინისტრო აღუდგინეთ სრული დაფინანსება Gori women's choir გორის ქალთა კამერული გუნდის, აფხაზეთის კაპელას, Georgian Philharmonic Orchestra / საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის და სხვა ისტორიულ კოლექტივებს!

წინააღმდეგ შემთხვევაში უკიდურეს ზომებს მივმართავთ! ბევრი რამე არ იცის ჯერ საზოგადოებამ და მალე გაიგებს!!!

გაოგნებული ვარ თქვენი არაპროფესიონალიზმით, საკუთარი ხელოვანების უპატივცემულობით და დაფინანსების საეჭვო ხარჯვებით სახელმწიფოს მხრიდან!

იმის ფონზე რომ ქართველ მუსიკოსებს ისედაც მიზერულ ხელფასებს უმცირებთ და სამაგიეროდ ხარჯავთ 5,5
მილიონი ლარს მხოლოდ ერთი უცხოური ბენდის ჩამოსაყვანად შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ეს არის დანაშაული ქვეყნის წინაშე, დამცირება და შეურაცხყოფა ყველა ქართველი ხელოვანის!

საქართველოს მთავრობა | Government of Georgia“, წერს ანიტა.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
კატო
მაგარი ხარ ანიტა! ხალხი გვერდზე დაგიდგება მამულიშვილურ საქმეში
20:51 / 28-01-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS