გთავაზობთ ამონარიდს ჟურნალ "გზის" 26 იანვრის ნომრიდან
- ძალიან კარგად ვარ. რა თქმა უნდა, ჩემი ვიზიტის მთავარი მიზეზი საქართველოს, ჩემი მეგობრების, ახლობლების მონატრება გახლავთ.
- მეუღლე წინააღმდეგი არ არის ხოლმე, როცა მის გარეშე მოგზაურობ?
- არა. იცის, რომ ახლობლების ნახვა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, მისი რეჟიმის გამო, ხშირად ვერ ხერხდება, რომ ჩემთან ერთად
***
- ამერიკაში კარის მეზობელთან შენი ურთიერთობა როგორ დაიწყო?
- ახლა სადაც ვცხოვრობთ, ბენი იმ სახლში ჩემს ცოლად მოყვანამდე ცხოვრობდა და კარის მეზობელს დაოჯახებამდე იცნობდა. ის არაჩვეულებრივი მოხუცი ქალბატონია, რომელიც მარტო ცხოვრობს. ბენს წარამარა წერილებს უგზავნიდა და მადლობას უხდიდა, რადგან თავად ნაგავი ვერ გააქვს და ბენი ეხმარება. ერთხელაც, ეს ქალბატონი მადლობის სათქმელად რომ გამოვიდა, მე დავხვდი. ბენმა უთხრა, - ეს ჩემი მეუღლეაო. მას მერე, წერილებს ორივეს - ჩემი და ბენის სახელზე ვიღებთ - ნაგავი მეც გამაქვს, ხელს გავაყოლებ ხოლმე (იღიმის). კარის მეზობელი შობას, ახალ წელს გვილოცავს. რატომღაც, ჩვენი დაბადების დღეები ახსოვს, ჩვენ კი მისი დაბადების დღე მხოლოდ ახლა დავიმახსოვრეთ...
***
- როცა მეუღლეზე ბრაზდები, პრობლემის განსახილველად ვინმეს ურეკავ?
- აბსოლუტურად ყველას! შენთან როგორ არ მაქვს დარეკილი?!
***
- როგორ ერთობით?
- ვსვამთ, სადღაც დავდივართ, ახალ რაღაცებს ვნახულობთ... ძალიან მაგარ ხასიათზე ვართ ხოლმე. ყოფილა შემთხვევა, ქუჩაში გვიცეკვია, უმუსიკოდ და უმიზეზოდ.
***
- ქართულ სამეგობროსთან შენს ურთიერთობას მანძილი რაიმეს აკლებს?
- არა. XXI საუკუნეში ტექნოლოგიები ისეთი განვითარებულია, რომ ამერიკიდან საქართველოში მყოფ მეგობრებთან ურთიერთობა რთული საერთოდ არ არის. მაინც ყველა დაკავებულია. მნიშვნელობა არ აქვს, ტერიტორიულად სად ვართ. სოციალური ქსელებით მუდამ ვკონტაქტობთ. თუნდაც, თბილისში ვყოფილიყავი, ერთმანეთს ყოველდღე მაინც ვერ ვნახავდით. მიმოწერით ყოველთვის ვურთიერთობთ.
***
- როცა უხასიათოდ ხარ, რას აკეთებ?
- ვსეირნობ, გამოფენებზე, მუზეუმებში დავდივარ... დიდად ნაყოფიერს არაფერს ვაკეთებ - დავბოდიალებ...
***
- 10 წლის მერე, შენი ცხოვრება როგორ წარმოგიდგენია?
- არ ვიცი, ძალიან რთული კითხვაა...
- დრო რომ შევამციროთ: 5 წლის მერე როგორი წარმოგიდგენია?
- ხვალ რას ვიზამ, ისიც არ ვიცი...
ეთო ყორღანაშვილი
წაიკითხეთ სრულად ჟურნალ "გზის" 26 იანვრის ნომერში