ქართველ კონკურსანტზე შემდეგი სათაურით სტატიას აქვეყნებს - ''რუსეთს არ გაუმართლა, ქართველი მომღერალი ''ევროვიზიზე'' ანტირუსულ პროვოკაციას ამზადებს''.
"ქართველ მომღერალ თამარა (თაკო) გაჩეჩილაძეს ევროპის მთავარ მუსიკალურ კონკურსზე პროვოკაციის მოწყობის კიდევ ერთი მცდელობა აქვს.
2009 წელს ის კონკურსზე გამგზავრებას აპირებდა სიმღერით We don’t wanna Put In, რაც თარგმანში ნიშნავს - "ჩვენ არ გვინდა პუტინი". მაშინ
ეს არაფერს გამოიწვევდა, რომ არა ვიდეო, რომელიც კომპოზიციას ახლდა, სადაც მომღერალმა ჩაურთო საგაზეთო პუბლიკაცია სათაურით, რომ რუსეთი საქართველოს დაესხა თავს. მთელ მსოფლიოში აღიარეს, რომ როცა საქართველო ოსეთს დაესხა თავს, რუსეთმა მაშინ უპასუხა, მაგრამ ეს ვის აღელვებს? "ევროვიზიის" ფინალზე ეს ვიდეო რომც არ გაუშვან, საჭირო შეტყობინება უკვე გაგზავნილია უკრაინისთვის, ევროპაც რუსოფობიის ასეთი ფორმის მიმართ გაგებით და მხარდაჭერით განეწყობა"- ვკითხულობთ სტატიაში.
თაკო გაჩეჩილაძე რუსულ პრესას შემდეგი სტატუსით პასუხობს:
''უკაცრავად ჩემიო ძვირფასო რუსეთო, მაგრამ სამწუხაროდ ჩემი სიმღერა თქვენზე არაა. (ahahahhahaha
Извините моя дорогая Россия, но к сожалению моя песня не о вас).
''რატომ გადაგეკიდნენ ამ რუსეთზე, რა ღადაობაა, ვერ ვხვდები?
''ეწვით ერთი ადგილი'' - სიცილით პასუხობს თაკო.
ასე გააპიარეს უკრაინაც. პროგნოზს აკეთებს თაკოს მეგობარი.
