27 იანვარი, 2017
როგორ ყვირიან "მის სამყაროს" კონკურსანტები საკუთარი თავის წარდგენისას, მათ შორის, ნუკაც...
ფილიპინებზე "მის სამყარო" 2017 მიმდინარეობს. პუბლიკის ყურადღება მიიპყრო გოგონების ომახიანმა შეძახილებმა, რომლითაც ისინი საკუთარ თავებს კონკურსზე წარადგენდნენ.

  • 02:38-ზე ნახეთ ნუკა ყარალაშვილი
შეგახსენებთ, რომ "მის საქართველო 2015" ნუკა ყარალაშვილი წელს სამყაროს ულამაზესი ქალის ტიტულის მოსაპოვებლად იბრძოლებს. ქართველი მოდელი ერთი კვირაა ფილიპინებზე იმყოფება, სადაც ულამაზესი გოგონები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან არიან შეკრებილნი.

საუკეთესო 13 გოგონას შერჩევა, რომლებიც "მის სამყაროს" ტიტულისთვის იბრძოლებენ, ფილიპინებზე ამ წუთებში მიმდინარეობს. კონკურსის წესებში წელს ცვლილება განხორციელდა: 12 საუკეთესო გოგონას ჟიური შეარჩევს, ხოლო ერთი საუკეთესო ხმის
მიცემის შედეგად დაემატება. იხილეთ ვიდეო
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS