შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცოტა ხნის წინ ოფიციალური განცხადება გაავრცელა. მათი ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში, დაინიშნა ტრასოლოგიური, ავტოტექნიკური და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზები, რომელთა დასკვნების საფუძველზე, საგამოძიებო ორგანოს ექნება
რუსთაველზე მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ბევრი მოსაზრება დაიწერა. რამდენიმე ინტერნეტმომხმარებელი პირდაპირ ასახელებს მერსედესის ML-ის მარკის ავტომობილის მძღოლის ვინაობას, რომელიც თვითმხილველების თქმით გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა და სწორედ ის გახდა ავარიის გამომწვევი.
უფლებადამცველი ცოტნე გამსახურდია ფეისბუქის პირად გვერდზე წერს, რომ სავარაუდო ბრალდებული თავისუფალია და მას მაღალჩინოსნები აფარებენ ხელს.
აი, რას წერს გამსახურდია ფეისბუქის პოსტში: "მერსედესში იჯდნენ გ.ჯ-ს ძმა და სიძე, რომელიც ასევე მძიმე მდგომარეობაშია. ხსენებული ძმები ქართული ოცნების მესტიელი დეპუტატის, ვიქტორ ჯაფარიძის ნათესავები არიან, მისი სახელით მოქმედებენ, "ალაგებენ სიტუაციებს" მესტიაში კრიმინალური მეთოდებით და კრიმინალურ სამყაროსთან ერთად და უზრუნველყოფენ, რა თქმა უნდა, ოცნების ხმებსა და მხარდაჭერას რაიონში! იქ მათ სახელს არაერთი სისხლიანი და ძალადობრივი აქტი უკავშირდება. იხილეთ სრულად