სერიალში "დიდებული საუკუნე", დედა სულთანის როლს მსახიობი ნებაჰატ ჩეხრე თამაშობს.
მსახიობი 1944 წლის 15 მარტს, თურქეთში დაიბადა. მისი მამა, იზეეტ ჩეხრე, ქართული წარმომავლობის ცნობილი ადვოკატი გახლდათ. დედა კი დიასახლისი.
ნებაჰატი 5 წლის იყო, როდესაც მამა გარდაეცვალა. ის დედასთან ერთად სამსუნის პროვინციიდან - სტამბულში გადასახლდა, სადაც დედამისი მეორედ, ამჯერად მოსამართლეზე გათხოვდა, რომელსაც 1956 წელს დაშორდა.
გასული საუკუნის სამოციან წლებში, ნებაჰატის დედა მესამედაც გათხოვდა. ადგილობრივ ჟურნალისტზე.
ნებაჰატი
თურქული პრესის მრავალრიცხვოვან ინტერვიუებში, ნებაჰატი საკუთარ პატარაობას აღწერს, როგორც ძალიან მორცხვ გოგონას, რომელმაც ბევრი რამ გადაიტანა მამის უდროოდ გარდაცვალებისა და დედის მრავალჯერ გათხოვების გამო.
იხილეთ სრულად




















