26 იანვარი, 2017
როგორ ისვენებს ულამაზესი თათია შარანგია ოჯახთან ერთად დუბაიში (+ ფოტოები)
თათია შარანგია დუბაიში ოჯახთან ერთად ისვენებს. არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში გადაღებულ ფოტოებს თათია ფეისბუქზე აქვეყნებს. 

შევარდნაძის ყოფილი რძალი ყოველთვის ყურადღების  ცენტშია. ულამაზესი პიანისტი წლების წინ გახდა პოპულარული, როდესაც ედუარდ შევარდნაძის რძალი გახდა. ლაშა შევარდნაძესთან თათიას ორი შვილი ჰყავს. 

მასთან დაშორების შემდეგ თათია ბიზნესმენ სანდრო შელიას გაჰყვა ცოლად. წყვილი ხშირად ექცევა ტაბლოიდების ყურადღების ცენტში. ყველას ინტერესს იწვევს ის ფაქტი, რომ ორი შვილის გაჩენის მიუხედავად, თათია არაჩვეულებრივ ფორმაშია.

წყვილის ფოტოებმა ამჯერადაც ბევრი მოწონება და კომპლიმენტი დაიმსახურა.


Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS