25 იანვარი, 2017
რატომ დაშორდა ირაკლი ნოზაძე მესამე მეუღლეს - ''აღარასოდეს დავქორწინდები''
''ქუჩის ბიჭების'' ერთ-ერთი წევრი ირაკლი ნოზაძე მესამე ცოლს ია დუდაშვილს დაშორდა. ამის შესახებ მომღერალმა ჟურნალ ''სარკესთან '' ისაუბრა. მისი თქმით იასთან ბევრი შეუთანხმებლობა ჰქონდა. წყვილს ულამაზესი გოგონა ჰყავს, ნია, რომელიც სოციალური ქსელის ვარსკვლავია გარეგნობის წყალობით:

"ბევრი შეუთავსებლობა გვქონდა, ის სხვა ადამიანია მე - სხვა. სხვადასხვა ინტერესები გვქონდა. მესამედ დამენგრა ოჯახი, ეტყობა განგებამ ასე ინება. ამიტომ გადავწყვიტე სხვა დროს ურთიერთობას ოფიციალური სახელი არ დავარქვა.

არ შეიძლება ამდენჯერ შეცდეს ადამიანი, ამიტომ გადავწყვიტე და აღარასოდეს დავქორწინდები" – ამბობს
ირაკლი ნოზაძემ ჟურნალს "სარკესთან" ინტერვიუში.

ირაკლი ნოზაძემ, რომელსაც ყველა პიკასოთი ვიცნობთ, 2016 წლის ვალენტინობის დღესასწაულზე ჯვარი დაიწერა.

ჯვრისწერის ერთ- ერთი საპატიო სტუმარი პიკასოს შვილი იყო, რომელსაც მას პირქველი ქორწინებიდან შეეძინა. ბევრი ფიქრობდა, რომ ულამაზესი წყვილი ერთად დიდხანს და ბედნიერად იცხოვრებდა. სამწუხაროდ ეს წყვილიც დაიშალა. 

ასევე იხილეთ

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS