30 ოქტომბერი, 2013
ლევან ვასაძის შვილს ნათლიის გაპრეზიდენტებას ულოცავენ
ვასაძის ოჯახის შესახებ მხოლოდ ეს მწირი ცნობები არსებობს ინტერნეტსივრცეში, რადგან ბიზნესმენი პრესის ყურადღებით მოხიბლული არ გახლვათ ბიზნესმენ ლევან ვასაძის ფიგურა ბოლოს დროს უფრო აქტუალური ხდება საზოგადოებაში და მისი პერსონით არამარტო ჟურნალისტები ინტერესდებიან... ლევან ვასაძე ლამის სერიალის გმირადაც იქცა.

ყოველ შემთხვევაში დღეს აღარავინ დავობს, რომ `ჩემი ცოლის დაქალების~ ერთ-ერთი პერსონაჟი, მირიან ბარათეონი, ძალიან ჰგავს ცნობილ ბიზნესმენს.

ლევან ვასაძე 1970 წელს დაიბადა. სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ განათლების მიღება ამერიკაში გააგრძელა.

მიუხედავად იმისა, რომ წლები საზღვარგარეთ ცხოვრობდა, მის მიმართ
ინტერესი ყოველთვის იყო, თუმცა ვასაძე ქართულ პრესასთან დუმილს ამჯობინებდა.

საქართველოში ოჯახთან ერთად 2009 წლიდან ცხოვრობს. ჰყავს მეუღლე და შვიდი შვილი. ვასაძის ოჯახის შესახებ მხოლოდ ეს მწირი ცნობები არსებობს ინტერნეტსივრცეში, რადგან ბიზნესმენი პრესის ყურადღებით მოხიბლული არ გახლავთ.
Rating
ბევრჯერ გავრცელდა ჭორი, რომ ბიძინა ივანიშვილი საპრეზიდენტო კანდიდატად ლევან ვასაძეს დაასახელებდა. თუმცა პრემიერმა ეს ფაქტი, პირველივე პრესკონფერენციაზე უარყო.

მალე გაირკვა, რომ ლევან ვასაძე გიორგი მარგველაშვილის უახლოესი მეგობარი გახლდათ და უფრო მეტიც, ვასაძის ცნობილი სკოლის დაფუძნებაში მარგველაშვილსაც მიუძღვის დიდი წვლილი.

როგორც გავარკვიეთ, მარგველაშვილს და ვასაძეს, გარდა მეგობრობისა, ნათელ-მირონობაც აკავშირებთ. პრეზიდენტი ვასაძის ერთ-ერთი შვილის ირაკლი ვასაძის ნათლიაა.

17 წლის ირაკლი ვასაძე მორაგბეა. სოციალურ ქსელში საკუთარი პროფილი აქვს, სადაც, როგორც ოჯახურ, ისე მეგობრებთან ერთად გადაღებულ ფოტოებსაც აქვეყნებს. ვასაძის ოჯახური ფოტო არასრული შემადგენლობით სწორედ ირაკლის გვერდზე აღმოვაჩინეთ.
Rating
28 ოქტომბერს, ირაკლის 17 წელი შეუსრულდა. ''ფეისბუქის'' საკუთარ გვერდზე მილიონერის შვილს იუბილესთან ერთად, ნათლიის გაპრეზიდენტებაც მიულოცეს.

ქეთი მელაძე
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 4 /
ნან
სამარცხვინოა ლევან ვასაზის და იმ გოიმი და ფულისგან გაპეყილი მირიანის შედერება, ეს მე მგონი ლევან ვასაძისთივის შავი პიარი ააგორა ვიღაც ბოროტმა, ნეტა ბევრი გვყავდეს ვასაძის ნაირები ეშველეოდა საქართველოს
11:00 / 31-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ირინა
ჩოხა არის ეროვნული ტანისამოსი და არა ლევანის ფორმა, შეამჩნევდით რო ლევანისთვის ოჯახი ყველაზე მთავარია, რადგან თქვენთვითონ წერთ, რომ ყავს მეუღლე და 7 შვილი, მირიან ბარათეონს ყავს ორი ყოპილი მეუღლე და დასდევს ვიგაცა კატოს!!! ირაკლი ვასაძეს რაც შეეხება 16 წლის გახდა,ამ სტატიის დამცერის არაპროფესიონალიზმზე არც ვლაპარაკობ ელემენტარული არითმეტიკაა 2013 გამოვაკლოდ იკას დაბადების თარიღი და რამდენად გასაოცარიც არ უნდა იკოს მივიღებტ 16ს!
20:40 / 30-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ლეო
უფალო გვიმრავლე ვასაძეების ნაირი პიროვნებები,ოჯახები,მოაზროვნეები,იქნებ ამატნაირმა ხალხმა გადაარჩინონ საქარტველო.იმრავლეტ ვასაძეებო!
20:38 / 30-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ის გოიმი მირიან ბარათეონი რა შუაშია ამასთან:DDსაერთო რა ნახეთ?მარტო ის რო ჩოხა აცვია და ფული აქვს?:D ვაი!
19:53 / 30-10-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS