24 იანვარი, 2017
აპირებს თუ არა გიგი უგულავა მესამედ ქორწინებას? - ყოფილი მერის პირველი კომენტარი გავრცელებულ ხმებზე
გიგი უგულავას პირადი ცხოვრება საზოგადოებას მაშინაც აინტერესებდა, როცა ის თბილისის მერი იყო, მაშინაც როცა 2-წლიან პატიმრობას იხდიდა და ახლაც, როცა ციხიდან რამდენიმე დღის წინ გათავისუფლდა.

რამდენიმე დღის წინ, სხვადასხვა საიტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გიგი უგულავა მესამედ დაოჯახებას აპირებს. შეგახსენებთ, ქალაქის ყოფილი მერი ქორწინებაში ორჯერ იმყოფებოდა. მისი პირველი მეუღლე თაკო ცაგურია იყო, რომელთანაც უგულავას ორი შვილი ტასო და თინა ჰყავს. თაკო ცაგურიასთან დაშორების შემდეგ უგულავამ ლელა კილაძეზე იქორწინა, მათი სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ თბილისში ბევრს ჭორაობდნენ, ამბობდნენ
რომ უგულავა საყვარელ ქალს უძვირფასესი საჩუქრებით ანებივრებდა. ლელას და გიგის ერთი საერთო ვაჟი - ალექსანდრე ჰყავთ, რომელიც 7 წლისაა.

გიგი უგულავას დაკავებიდან რამდენიმე თვეში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის და ლელა კილაძე დაშორდნენ. მალევე გიგი უგულავამ ოფიციალურად დაადასტურა ხმები მისი და ლელა კილაძის ოჯახის დანგრევის შესახებ - ციხიდან განცხადება გაავრცელა, სადაც წერდა, რომ მისი და ლელა კილაძის 6-წლიანი ცხოვრება დასრულდა. 2016 წლის გაზაფხულზე ლელა კილაძემ პროდიუსერ გუკა რჩეულიშვილზე იქორწინა, რომლისგანაც ახლა შვილს ელოდება.

რამდენიმე დღის წინ, გიგი უგულავას ციხიდან გათავისუფლებიდან მალევე თბილისში ახალი ჭორი გავრცელდა - ყოფილი მერისა და გია ბარამიძის ყოფილი მეუღლის, ეკა ჯაფარიძის ლავ-სთორის შესახებ. გავრცელებული ინფორმაციით, ჯაფარიძის და უგულავას რომანი მაშინ დაიწყო, როდესაც უგულავა ჯერ კიდევ პატიმრობაში იმყოფებოდა. იხილეთ სრულად

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
თენგო
კაცმა მილიონები შეჭამა რომელიც აღიარა კიდევაც,ციხეში იჯდა გამოვიდა და ისევ ხელისუფლებაში უნდა მოსვლა,თითქოს არაფერი დაუშავებია,პირქით ისე იქცევა გეგონება ქვეყანაა მის წინაშე ვალდებული გვერდში დაუდგეს.
17:27 / 24-01-2017
გამოხმაურება / 0 /
სოსო
მერე ესეც კაცობაზე და ქართველობაზე რომ დიწყებს ლპარაკს.თფუუუუი.
17:13 / 24-01-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS