ჭოხონელიძის თქმით, ეს თემა ოჯახისთვის დიდ ტკივილთან არის დაკავშირებული და მასზე საუბარი არ სიამოვნებს, ისევე როგორც მარიამს. შეგახსენებთ, მომღერალი მარიამ როინიშვილი და მსახიობი გიორგი მახარაძე ოთხ წელზე მეტია განქორწინებული არიან, მათ საერთო შვილი ელენე ჰყავთ.
გთავაზობთ ამონარიდებს თამარ ჭოხონელიძის ინტერვიუდან, რომელიც მომღერალმა გაზეთ "პრაიმტაიმს" მისცა:
"საერთოდ არ ვსაუბრობ ამ თემაზე, რადგან ეს
მან უფრო ადრე დასვა კითხვა, რატომ დაშორდნენ დედა და მამა ერთმანეთს, ვიდრე ველოდით. ძალიან უხერხულად ვგრძნობთ ყოველთვის თავს. ვფიქრობ, თავად გასცემს ამ კითხვას პასუხს, თუმცა ამას დრო სჭირდება. ერთი კი არის, როცა ასეთი ვითარებაა, შეცდომას შეცდომა არ უნდა დაუმატო. მაშინ, როცა მარიამი (მარიამ როინიშვილი) დიდსულოვნად ცდილობს ყველა ინტერვიუში თავი აარიდოს ამ შეკითხვას და თუ არ გამოსდის, დელიკატურად, მოკლედ პასუხობს ამ ყველაფერს და ამით უფრთხილდება შვილის სწორ და ფსიქიკურ აღზრდას, არ არის ლამაზი ყოველ მეორე ჟურნალში, როგორც იტყვიან, ცხვირში ატაკო შენს გონიერ და ჭკვიან შვილს, როგორი ბედნიერი ხარ, მიუხედავად იმისა, რომ ვერ ნახულობ მას დაკავებულობის გამო. იხილეთ სრულად