19 იანვარი, 2017
ანიტა რაჭველიშვილის სკანდალური განცხადება - ''მიდით უნიჭო,ნარკომანი და მორფინისტი ფეხბურთელები დააფინანსეთ, იმიტომ რომ ფეხბურთელმა "ენერგეტიკის მინისტრმა" გადაწყვიტა ასე''!
ოპერის მომღერალი ანიტა რაჭველიშვილი ფეისბუქზე სკანდალურ განცხადებას აქვეყნებს. მისი თქმით არასწორია, როდესაც ქვეყანაში სპორტი ფინანსდება და მომღერლებს სატაანდო ყურადღება არ ექცევა. 


''კულტურას 10% მოაჭრეს ბიუჯეტიდან და 300 ლარიან ხელფასზე მცხოვრები (ამას თუ ცხოვრება ჰქვია) მუსიკოსები და მათი ოჯახები კიდევ უფრო მშივრები იქნებიან! სამაგიეროთ 5,5 მილიონი ლარი აეროსმიტის კონცერტში გადაიხადა ჩვენმა "ჭკვიანმა" მთავრობამ და იცით კიდევ რა ჰქნა?! ფეხბურთს მოუმატაო დაფინანსება! ეს ის სპორტი არ არის სადაც ბოლო 30 წელია 100% წარუმატებლობა გვაქვს თუ მე ვცდები?!

3-4 თამაშის გარდა რამე მოუგიათ?!

მომღერლებმა და ინსტრუმენტალისტებმა გაუთქვეს საქართველოს სახელი და მიდით უნიჭო,ნარკომანი და მორფინისტი (ყველას არ ვგულისხმობ)ფეხბურთელები დააფინანსეთ, იმიტომ რომ ფეხბურთელმა "ენერგეტიკის მინისტრმა" გადაწყვიტა ასე!

პატრონი არ გყავს და იქნებ ჩვენს ქვეყანას მივხედოთ ჩვენ თვითონ და ეს უვიცები და მოღალატეები გავყაროთ ქვეყნიდან?! #თხადაგიგომთავრობა''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
თეკლა
ყველფერი სწორია, რასაც ამბობს. კულტურას იცავს. რაღაც დროის წინ გარემოც დაიცვა. ხედავს, სადაც ყველაზე მეტად აშავებს ეს მთავრობა დ ამბობს. მე მომწონს, როცა ასეთ სელსბრითებს მოქლაქეობრივი პოზიციაც აქვთ.
03:06 / 21-01-2017
გამოხმაურება / 0 /
თამთა
ანიტა რაჭველიშვილის მოსაწონი მიშა იკო და მასაც რომ ჩამოყავდა ძვირადღირებული მომღერლები რატომ მაშინ არ გაკაპასდა, ან მასინ რატომ არ გაბრაზდა მათხოვრული ხელფასები რომ ქონდატ საქრტველოში მსახიობებსა და ხელოვნების ბუშაკებს,და რომ არა ერტი ადამიანის ქველმოქმედება ბევრი მსახიობი უბრალოდ შიმშილიტ მოკვდებოდა. ოპერის თეტრი რომ გაარემონტა ერთი სამადლობელი სითკვა მაინც თქვა ამის შესახებ? რა ნარკომანები და მორფინისტები მუსიკოსებში არ არიან?
20:12 / 20-01-2017
გამოხმაურება / 0 /
ნიანია
ეს" თხა და გიგო მთავრობა" მართლაც გასაყრელია :D,უნდა გადააშენო საერთოდ,მაგრამ, ანიტა,არ შეგშვენის ასეთი კაპასი განცხადებების გაკეთება და ამ ხიხოების დონეზე დაშვება! არც პარალელების გავლება შეიძლება,,,ფეხბურთელებს მოუმატეს დაფინანსება და რა კავშირი აქვს მუსიკოსებთან ან სხვა სფეროსთან ,ყველა სფეროს სჭირდება განვითარება და იმის თქმა ,თუ იმათ რატომ და ჩვენ არა ,ცოტა პლებეური იერი დაჰკრავს ! :)
07:34 / 20-01-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS