29 ოქტომბერი, 2013
რუსკა მაყაშვილმა დაბადების დღე შეყვარებულთან ერთად აღნიშნა
ცხოვრება გრძელდება და გარკვეული დროის შემდეგ ქალაქი ისევ ალაპარაკდა რუსკას ახალ სიყვარულზე მსახიობი რუსკა მაყაშვილი საზოგადოებაში დიდი სიმპატიით სარგებლობს. თინეიჯერები განსაკუთრებულად გამოხატავენ მის მიმართ სიყვარულს, ამას სოციალურ ქსელში არსებული უამრავი ფანგვერდიც მოწმობს.

მიუხედავად იმისა, რომ რუსკას თეატრში არაერთი როლი აქვს ნათამაშები, მისი ანჩო ''გოგონა გარეუბნიდან'' მაინც ყველაზე დასამახსოვრებელი როლი აღმოჩნდა.

კარიერასთან ერთად ყოველთვის დიდი ინტერესს იწვევდა რუსკას პირადი ცხოვრება. დაახლოებით ერთი წლის წინ რუსკა შეყვარებული იყო ფეხბურთელ დავით ყიფიანის უმცროსს ვაჟ გიორგი ყიფიანზე.

წყვილს საკაოდ
სერიოზული ურთიერთობა ჰქონდათ და საზოგადოება დღე-დღეზე ელოდა მათ ქორწილს. მიუხედავად იმისა, რომ წყვილი ყველა ინტერვიუში აღნიშნავდა, რომ ასეც თავს კარგად გრძნობდნენ.

შემდეგ ჭორი გავრცელდა, რომ გიორგი და რუსკა ერთმანეთს დაშორდნენ... გიორგი სასწავლებლად საზღვარგარეთ გაემგზავრა.

ამბობდნენ, რომ ეს ადვილი გადასატანი არცერთი მათგანისთვის არ ყოფილა, რასაც ისიც ადასტურებს, რომ დაშორების შემდეგ რუსკა პრესასთან ჩაიკეტა და პირად შეკითხვებს აღარ პასუხობდა.

ცხოვრება გრძელდება და გარკვეული დროის შემდეგ ქალაქი ისევ ალაპარაკდა რუსკას ახალ სიყვარულზე. ჟურნალი ''რეიტინგი'' კი პირველი იყო, ვინც ამ ''ლავსთორის'' შესახებ გაუწყათ.

Rating

მსახიობის ახალი რჩეული მორაგბე სანდრო ნიჟარაძე აღმოჩნდა. სანდრო რაგბის ფედერაციის თავმჯდომარის გიორგი ნიჟარაძის ძმისშვილია.

თავიდან წყვილი რომანს მკაცრად უარყოფდა, მაგრამ ახლა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ერთად გამოჩენასაც არ ერიდებიან.

27 ოქტომბერს, რუსკას ოქროს დაბადების დღე ჰქონდა და იუბილე ერთ-ერთ კლუბში აღნიშნა. ამ დღეს, მის ოჯახის წევრებთან ერთად ცნობილი სახეებიც არ დაკლებიან, მათ შორის იყვნენ ლიკა ლაბაძე, ია სუხიტაშვილი და მიშა მესხი.

Rating

როგორც ფოტოებიდან ჩანს, იუბილეს რუსკას ახალი შეყვარებული სანდრო ნიჟარაძეც ესწრებოდა, რომელმაც სადღესასწული ტორტის ხელში დაჭერა საკუთარ თავზე აიღო და სანამ მსახიობი სანთლებს ჩააქრობდა, სტუმრებმა წყვილს უამრავი ფოტო გადაუღეს.

თეკლა ჟვანია
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 11 /
ანა
რუსკა გილოცავ დაბადების დგეს.ყველაფერ საუკეტესოს გისურვებ ცხოვრებასჰი.ყური არ დაუგდო ბოგმის ბუკეტებს.ტავიანტ ცხვირებს მიხედონ ცინგლი რომ ცჰამოსდიტ.
12:20 / 29-11-2013
გამოხმაურება / 0 /
კარა
რუსკა ნიჭიერი ხარ ტაკიმასხარაობაში და შეიძლება საყვარელი ადამიანიც,მაგრამ აი როგორც ქალი ნამდვილად არ ვარგიხარ,ეს ცხვირი მოისორე მაინც,ნისკარტივით გადევს
09:39 / 21-11-2013
გამოხმაურება / 0 /
მანანა
რუსკა გილოცავ! გადასარევი გოგო ხარ და საუკეთესოს იმსახურებ ცხოვრებაში! არაჩვეულებრივი შეყარებული გყავს. ჩემი დარიგება არ გჭირდება, ბოღმიან და შურიან ადამიანებს ყურადღებას ნუ მიაქცევ.
13:56 / 30-10-2013
გამოხმაურება / 0 /
მეკო
აუაუ აქ რა ხდება?! რაო ინკოგნიტოდ ვლანძღავთ და კაი ტიპები ვართ თუ როგორაა?! :D პირადად რო ნახოთ ნეს ვერ მოაბრუნებთ ლაჩრებო და აქ რათო გაშალეთ ფრთები :D რუსკა გილოცავ გაიხარე, კარგი გოგო ხარ, ნიჭიერი და წარმატებას გისურვებ ცხოვრებაში. თუ საქართველოდან წახვალ ძალიან კარგი იქნება აქ მალე ერთმანეთის ცოცხლად შეჭმაც შეიძლება დაიწყოს, სხვაგან ბევრად დაგაფასებენ თეატრში ძალიან სხვანაირი ხარ და კარგი, წადი აქედან როგორც კი ამის შანსი იქნება
12:49 / 30-10-2013
გამოხმაურება / 0 /
მარიამი
ბოღმებს მინდა ვუთხრა რაა, სუ რო გაიხეთ რუსკა მაინც წარმატებული იქნება ყველაგან და ყოველთვის, თქვენ ვერასოდეს ვერაფერს მიაღწევთ ცხოვრებაში თქვენი მოკლე ცხვირებითაც კი:)) რუსკა გილოცავ წარმატებები შენ.
12:43 / 30-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ნუცი
რუსკა,უზომოდ საყვარელი ხარ.უდიდეს ბედნიერებას გისურვებ. ბოღმა ხალხო თქვენ თუ პაჭუა ცხვირები გაქვთ და ლამაზები ხართ,მითხარით ვინ ხართ და რისთვის მიგიღწევიათ
00:59 / 30-10-2013
გამოხმაურება / 0 /
დათა
გილოცააავ. ჯიგარი გოგოხარ, მხიარული და საუკეთესოს იმსახურებ, რასაც აუცილებლად მიიღებ. ბოღმებს არ მიაქციო ყურადღება ისინი სუ ეგრე კომპიუტერებთან იქნებიან მიმსხდარები და ვერასოდეს მეტს ვერ მიაღწევენ, სხვისი ბედნიერებით გასკდებიან რაც მახარებს:)))
00:49 / 30-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ხატო
მიკვირს ამ გაბოროტებული ხალხის.კარგს თუ ვერ იტყვით, გაჩუმდით მაინც. უსურვეთ წყვილს წარმატებები,ბედნიერება
00:45 / 30-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ანიტა
ძალიან მაგარი წყვილია ეს ბიჭი ბევრად ჯობია წინას და რუსკაც ძალიან ლამაზია! წარმატებები
19:56 / 29-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანა
ეს როგორ უნდა მოგეწონოს, არანაირი ქალურობა არ გააჩნია
17:17 / 29-10-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS