11 მაისი, 2013
სანდრო ფარცვანიას დედა ეკა კახიანს მიკერძოებაში ადანაშაულებს
ხალხი ამბობს, ყველაფერი ასე იმიტომ მოხდა, რომ ნინი ბადურაშვილი ლიზას ნათლიაა. „ახალ საბავშვო ხმაში“ მონაწილეობის მსურველი ბევრი იყო. ბევრ ბავშვს დასწყდა გული, რომ ბრმა ქასთინგზე ვერც ერთი მწვრთნელი ვერ შემოაბრუნა. საბოლოოდ ბევრ მათგანს მწვრთნელებმა უთხრეს, ძალიან კარგი ხარ, კარგად მღერი და ჩვენ ვართ ცუდები, რომ არ შემოვბრუნდითო.

სოციალურ ქსელში ბავშვებისთვის შოუში მონაწილეობაზე უარის თქმის ასეთი განმარტება, ბევრმა გააკრიტიკა. მომღერალი თამარ ივერი „ფეისბუქზე“ წერდა, ბავშვისთვ
ის ტრავმის მიყენებას, რომ სულ ერთი ნაბიჯი დააკლდათ გამარჯვებამდე, და „ცუდმა“ ჟიურიმ ის თავიდანვე ვერ შეარჩია, ჯობია, ვუთხრათ, რომ საჭიროა მოემზადონ, ან სიმღერის ნაცვლად სხვა საყვარელი საქმეს მოჰკიდონ ხელიო.

Ratingპროექტი გრძელდება და გულდაწყვეტილ ბავშვთა რაოდენობა მატულობს, მათ შორისაა სანდრო ფარცვანია, რომელმაც ბრმა ქასთინგზე „ჩიორა ჩიტო, უარს ნუ მეტყვი“ ისე გულიანად შეასრულა, რომ გულაჩუყებულმა ეკა კახიანმა სთხოვა, მეორედ ემღერა. ეკას გუნდში მოხვედრილ სანდროს ფინალში გასვლის დიდი იმედი ჰქონდა, მაგრამ ეკა კახიანმა არჩევანი მაია ჯაბუას შვილზე, ლიზა ყენიაზე გააკეთა. ბრმა ქასთინგის მერე მწვრთნელები ლიზაზე ამბობდნენ, რომ კარგად ვერ იმღერა, მაგრამ ვიცით ამ ბავშვის შესაძლებლობა და ის თავის თავს აუცილებლად კარგად გამოავლენსო. ლიზა ყენიას ნათლია ნინი ბადურაშვილია, ამიტომაც სანდროს ოჯახის წევრებს და ახლობლებს გაუჩნდათ ეჭვი, რომ მათი შვილი მიკერძოების გამო დაიჩაგრა.

თავდაპირველად სანდრო ფარცვანიას მასწავლებელი, მერაბ როდონაია დაგვიკავშირდა:
- ბატონო მერაბ, ფიქრობთ, რომ სანდრო ფარცვანიას გამოსვლა ბევრად ჯობდა ლიზა ყენიას ნამღერს?
- ჩემი აზრით, ლიზა ყენია სანდროსთან შედარებით იმდენად კარგად არ მღეროდა, რომ სამივე მწვრთნელს სანდრო ფინალის მიღმა დაეტოვებინა. მათ ნამღერს შორის აშკარა სხვაობა არ იყო. არადა, სამივე მწვრთნელმა ეკას ურჩია, რომ ფინალიტები ლიზა და რატი მეზვრიშვილი ყოფილიყნენ. უცნაური დამთხვევა არაა?
- ფიქრობთ, რომ სამივე მწვრთნელი ამ შემთხვევაში მიკერძოებული იყო?
- ჩემთვის უბრალოდ გაუგებარია, თუ მთელი საქართველო სანდრო ფარცვანიათი აღფრთოვანებულია და „იუთუბზე“ მის ნამღერს დიდი რეიტიგი აქვს, ასეთი გადაწყვეტილება რატომ უნდა მიეღოთ. სანდრო მთვლის თავის მასწავლებლად, მაგრამ მე მის მასწავლებლად თავს არ მივიჩნევ. არ ვარ პროფესიით მუსიკოსი და ასე იმიტომ ვფიქრობ. ზუგდიდში არაა შემოქმედი ხალხისთვის ისეთი თავისუფლება, როგორც თბილისში. სტუდიის დახურვა მომიწია. სანდრო ფარცვანია და „საქართველოს ვარსკვლავის“ მონაწილე ირაკლი ფურცელაძე, ფაქტობრივად, სახლში მოვამზადე.
- რატომ დახურეთ სტუდია?
- მინდოდა, მართლა ნიჭიერ ბავშვებთან მემუშავა. ყურადღებით ვარჩევდი ბავშვებს. მაგრამ ვერ მივაღწიე იმას, რომ ჩემი სტუდიის ბავშვები ადგილობრივი ტელევიზიით გაეცნო ხალხს და ვერც კონცერტებზე გამოვიყვანე. ასე იქცეოდა ყოფილი ადგილობრივი ხელისუფლება. თუმცა ახლაც იგივე ხალხია, არაფერი შეცვლილა. ბავშვს სცენაზე გასვლა და კონცერტში მონაწილეობა უნდა. როდესაც ბავშვებს ეს სურვილი ვერ ავუსრულე, საჭიროდ ჩავთვალე, რომ სტუდიიდან ყველა გამეშვა. ტელევიზიაში რომ გამოსულიყვნენ, წუთში 170 ლარს მთხოვდნენ. სამწუთიანი კლიპი რომ გასულიყო ეთერში, ბავშვს 500 ლარი უნდა გადაეხადა. მართალია, მე ამ საქმეს ჩამოვშორდი, მაგრამ მინდა ყველაფერზე ხმამაღლა ვილაპარაკო, რომ ჩემი სტუდიის ბავშვების ბედი სხვებმაც არ გაიზიარონ.

ეკა არღვლიანი, სანდრო ფარცვანიას დედა:
- ქალბატონო ეკა, როგორ გამოეთიშა სანდრო პროექტს?
- მწვრთნელები რინგის შემდეგ ხუთ ბავშვს ტოვებდნენ გუნდში. ხუთეულში სანდრო მოხვდა, ე.ი. რინგი გადალახა. რინგის მეორე დღეს ხუთი ბავშვიდან ორი აირჩიეს. საუბედუროდ, სანდრომ ვერ მიაღწია ფინალამდე.
- სანდრომ რინგზე რა სიმღერა შეასრულა?
- „კაბარე“ იმღერა. ფინალში გავიდა მაია ჯაბუას შვილი ლიზა ყენია.
- თქვენ გაქვთ ეჭვი, რომ მწვრთნელების ეს გადაწყვეტილება მიკერძოებული იყო.
- ეკა კახიანი სანდროზე იყო შეყვარებული. მართლა არ ველოდი, თუ სანდრო პროექტს მიღმა დარჩებოდა. ყველაფრის მიუხედავად, ეს ქალი ძალიან მიყვარს. კარგი ურთიერთობა გვქონდა და გაოცებული ვარ მისი არჩევანით.
- ეკას მოგვიანებით ესაუბრეთ? თქვენს შორის რაიმე შელაპარაკება მოხდა?
- არ გვიჩხუბია, უბრალოდ დავინტერესდით, რატომ მოხდა, რომ სანდრო ფარცვანია, რომელიც ყველამ შეიყვარა და მოეწონა, პროექტის მიღმა დარჩა. ეკას ვესაუბრეთ და გვითხრა, რომ სანდრო ძალიან კარგი და საყვარელი ბავშვია, მაგრამ მას ფინალისტად არ ვთვლიო.
- როგორც გავიგე, გაქვთ ეჭვი, რომ რადგან ნინი ბადურაშვილი ბავშვის ნათლიაა, ეკამ ლიზა ყენიაზე არჩევანიც იმიტომ გააკეთა?
- ასე გამოდის.
- ეკას უთხარით, თქვენი ეჭვის შესახებ?
- ჩემი ეჭვი ეკასაც ვუთხარი.
- რა გიპასუხათ?
- ეკა თვლის, რომ ნინის ნათლიობა არაფერ შუაშია. სანდრო ძალიან უყვარს, მაგრამ ფინალისტებში მას ვერ ხედავს. ეს იყო ეკას პასუხი.
- პროექტში მონაწილე დანარჩენი ბავშვები მომხდართან დაკავშირებით რას ფიქრობდნენ?
- ლიზა ძალიან საყვარელი და სხვებისგან გამორჩეული ბავშვია, მაგრამ სანდროს წამოსვლით ყველას გული დასწყდა. ხალხი ამბობს, ყველაფერი ასე იმიტომ მოხდა, რომ ნინი ბადურაშვილი ლიზას ნათლიაა.
- სანდრო რას ფიქრობს ამ ყველაფერთან დაკავშირებით?
- ბუნებრივია, ბავშვს გული დასწყდა, პროექტი რომ დატოვა, მაგრამ თავის მწვრთნელს მაინც აფასებს და მაინც უყვარს. ამბობს, 9 წლის ვარ და ყველაფერი წინ მაქვსო. მაინც გამარჯვებულად მიიჩნევს თავს.

მერი კობიაშვილი

სპეციალურად „რეიტინგის“ საიტისთვის



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 23 /
gal gal
რა შუაშია აქ ნათლიობა და ნათესაობა. ქართველი ხალხი მიჩვეულია სულ ნაცნობების და ნათესავების დახმარებით რაღაცის მიღწევას. და ვერ წარმოუდგენიათ, რომ ამის გარეშეც შესაძლებელია, თუ ნიჭიერია ადამიანი. ეს შოუა და შოუს ელემენტებზეა გათვლილი. ფინალში ყველა კარგი ბავშვია, მაგრამ ვიღაცა იგებს ვიღაცა აგებს.
11:40 / 13-05-2013
გამოხმაურება / 0 /
...
ბრმა ქასტინგზე ლიზის ნამღერი არ მომეწონა, ყოველ შემთხვევაში იმ ბავშვებთან შედარებით რომლებიც არ გადაიყვანეს... პირველ წამებზე მოსაბრუნებლიც არ იყო, როგორც ეს ეკამ გააკეთა... ძალიან კარგად იცოდა ვინ გამოდიოდა და რა სიმღერას იმღერებდა... მარტო იმიტო გაქაჩო რო ჯაბუას შვილია და მეტი შეუძლია(ქასტინგზე უთხრეს) არ შეიძლება. ჯაბუა და კახიანი არც ისე ჭკვიანი ქალები ყოფილან ან მზად არიან პროტექციაში დაადანაშაულონ. რაც ნამდვილად ესეა...
13:59 / 12-05-2013
გამოხმაურება / 0 /
იზი
მე ფორჩხიძის ორი განძის ამბავი უფრო მაღელვებს.იმათ შორის არჩევანი როგორ უნდა გაკეთდეს.
08:37 / 12-05-2013
გამოხმაურება / 0 /
kato
არავინ ამბობს რომ ლიზა ყენია არაა ძლიერი, მაგრამ ლიზა დაბადებიდან მღერის და მუსიკალურად აღზრდილი ბავშვია, უამრავ კონკურს და სტუდია გამოვლილი,არც შეიძლება ვერ იმღეროს, მაგრამ სანდრო უბრალო ჭიაღიდან, ბუნებრივი ნიჭით დაჯილდოებული ბავშვია და სწორედ ასეთებს უნდა მისცე შანსი განვითარებისათვის, თორე ლიზას დედამისი ისედაც არ დაუბნევდა გზას. უბრალოდ არ უნდა მიეღო ასეთ კონკურში მონაწილეობა.ცუდად შანს მაინც. ყველამ ვიცით ეკა და მაია ჯაბუა გადაფსკვნილი დაქალები არიან
22:23 / 11-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანა
სირცხვილი ჟიურის! ფორმალურად ვინ გაიმარჯვებს რა მნიშვნელობაა. მტელმა საქართველომ იცის,რომ ამ პროექტის გამარჯვებული სანდროა. ამ შემტხვევაში ორივე ბავშვი დაიჩაგრა. დიდი ხნის მანძილზე მოუწევს ლიზა ყენიასაც თავის თანატოლებთან თავის მართლება. ქალბატონი მაია ჯაბუა ჩკუიანი ქალია და უნდა შეძლოს ბავშვი ამ უხერხული მდგომარეობიდან ლამაზად გამოიყვანოს.
22:13 / 11-05-2013
გამოხმაურება / 0 /
მერაბ როდონაია
რაც შეეხება მსგავს კომენტარებს, თითქოს "ბავშვი უფრო კარგად მსჯელობს და აზროვნებს ვიდრე დედა.....ყველა ხომ ვერ იქნება ფინალში".... "ყველა"–ს არც ქონდა ისეთი რეიტინგი და გამოხმაურება, როგორც სანდროს. ნახეთ "ახალი საბავშვო ხმის" ოფიციალურ არხზე youtube–ზე. სანდროს რეალური რეიტინგი. http://www.youtube.com/user/VoiceKidsGeorgia?feature=watch ეს მონაკვეთიც გულდასმით წაიკითხეთ: "- როგორც გავიგე, გაქვთ ეჭვი, რომ რადგან ნინი ბადურაშვილი ბავშვის ნათლიაა, ეკამ ლიზა ყენიაზე არჩევანიც იმიტომ გააკეთა? - ასე გამოდის." 3 მწვრთნელი რომ ერთნაირი რიხით ასახელებს ერთი და იგივე ფინალისტებს. თუ ასე დამაჯერებლად ჯობდნენ სანდროს ყენია და მეზვრიშვილი, რატომ აქვს ლამის მთელ ქვეყანას განსხვავებული აზრი?! ლიზა ყენია აქ საერთოდ არ გავრიოთ. წინააღმდეგი ვარ, რომ ბავშვებს მოვთხოვოთ პასუხი იმაზე, რაც უფროსებმა ვერ გათვალეს.
20:56 / 11-05-2013
გამოხმაურება / 0 /
მერაბ როდონაია
დავამატებ, რომ მთავარი კულტურული და საინფორმაციო ცენტრების(მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე, ფოლკლორის ცენტრი, გამგეობის კულტურის სამსახური, ადგილობრივი ტელერადიოკომპანია ოდიში) ალიანსი არანაირ შანსს არ უტოვებს ხელოვან ადამიანებს, რომ საკუთარი ნიჭიც განავითარონ და სხვების განვითარებასაც შეუწყონ ხელი. მზად ვარ ამ თემაზე ნებისმიერ ფორმატში გამართულ დისკუსიაში ჩავერთო. დასაწყისისთის თუნდაც აქ, ფეისბუკზე. ზუგდიდის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელობა დიდი ხანია არ პასუხობს მეგობრობის შემოთავაზებას ფეისბუკზე. მაგრამ ვისაც ეს თემა დაგაინტერესებთ, შეგიძლიათ ხმა მიაწვდინოთ და მეც ჩაგერთვებით. https://www.facebook.com/merab.rodonaia?ref=tn_tnmn
20:40 / 11-05-2013
გამოხმაურება / 0 /
მარიამი
ჟიური ნამდვილად შესაცვლელია, სირცხვილია ესენი ვინმეს აკრიტიკებდნენ და იწუნებდნენ ს ი რ ც ხ ვ ი ლ ი ა
20:29 / 11-05-2013
გამოხმაურება / 0 /
გიო
ძალიან სამარცხვინო საქციელია, არ ველოდი ნამდვლად, ვფიქრობ რომ ახალი ხმის გამარჯვებული აუცილებლად სანდრო გახდებოდა , რომ არა მსგავსი უსამართლობა, სირცხვილია უბრალოდ ს ი რ ც ხ ი ლ ი ... ბავსვი აშკარად გამორჩეული იყო...
20:11 / 11-05-2013
გამოხმაურება / 0 /
მაგული
ხალხო ეს უნამუსობაა დიდებსჰი კიდეკარგი მაგრამ ბაცსჰვებტან ეს მიუგებელია ასეტი ჯიური სჰესაცვლელია და ეს ყოველივე მარტლაც მიკერზოებაა..
18:37 / 11-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS