16 იანვარი, 2017
''ბარბარე მანტკავას'' პოლიტიკური წარსული - ''მიშა მაჭავარიანის შვილის ნათლია ვარ''
სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" ბარბარე მანტკავა სულ უფრო პოპულარული ხდება. ლამაზმან და განებივრებულ ბარბარეს როლს მარიშკა ჯავახაძე ასრულებს. სერიალის გულშემატკივრებმა კარგად იციან მარიკას პოლიტიკური აქტიურობის შესახებ.
მარიშკა, ერთ ერთი პირველი იყო, ვინც ნაციონალების ოფისში მისულ გიგი უგულავს შეეგება.
ჟურნალ ''თბილისელებში'' მარიშკა მის პოლიტიკურ წარსულს იხსენებს.

"დავამთავრე სახელმწიფო მართვის ფაკულტეტი. ვმუშაობდი პარლამენტში დავით ბაქრაძის თანაშემწედ. სტაჟირება გავიარე "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" და ახლა ერთ-ერთ კერძო კომპანიაში ვიწყებ მუშაობას.

გივი თარგამაძე ნათლიაჩემია. ყველაზე მაგარი ნათლია, შეიძლება არ ეტყობა,
მაგარმ გულჩვილია.

ჩემი ეკრანზე გამოჩენა მისთვის გულისამაჩუყებელი გამოდგა. ხათუნა გოგორიშვილი დედაჩემის დაქალია, მე თვითონ მიშა მაჭავარიანის შვილის ნათლია ვარ, გიგი უგულავა, გოკა გაბაშვილი და კიდევ ბევრი ძალიან ახლობლები არიან.

2012 წელს, როდესაც წააგეს გადავწყვიტე, ჩემი თანადგომა გაომეცხადებინა. მივსულიყავი და მეთქვა რამე ხომ არ გჭირდებათ-მეთქი.

თუმცა ბევრ რამეში არ ვეთანხმებოდი და ვფიქრობ შეცდომები იყო. როცა დედაჩემი მეუღლე "გაეროში"ელჩად დანიშნეს, მთელი ოჯახი ამერიკაში წავედით'', ამბობს მარიშკა ჯავახაძე ''თბილისელებთან'' ინტერვიუში. 

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS