რასაკვირველია, დავინტერესდით ფოტოს წარმომავლობით და იმით თუ რა ვითარებაში მოხდა
თამუნა:
- როგორც იცით, ერთ-ერთ კლუბსა და რეტორნების ქსელში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ვმუშაობ. ჩვენთან ხშირად იხდიან დაბადების დღეებს. ჰოდა, ჩემთვის ერთ ჩვეულებრივ სამუშაო დღეს, საქართველოს პრეზიდენტს შევხვდი. ეს მოხდა მაშინ, როცა ერთ-ერთი კლიენტი, რომლის ვინაობაც არ ვიცი, იუბილეს აღნიშნავდა.
- იცოდით, რომ პრეზიდნეტი უნდა მოსულიყო?
- პირადად მე მაშინ გავიგე, როცა თქვეს მოდისო...
- ფოტოს გადაღება როგორ მოხდა, თავად გამოხატე ინიციატივა?
- კი, აბა თვითონ ხომ არ მოვიდოდა?
- რა ვიცი, გამორიცხული არაფერია. არ გაგესაუბრა, თუ გიცნო?
- რაც შეეხება ცნობას, ვერაფერს ვიტყვი, ამ თემაზე არ გვისაუბრია. როდესაც ფოტოს გადაღება ვთხოვე, უკვე გვიანი იყო და მკითხა, ძალიან ხომ არ დაიღალეო. ვმუშაობ და არ დავღლილვარ-მეთქი ვუპასუხე. ეს იყო და ეს, ფოტო გადავიღეთ და ასე დავშორდით ერთმანეთს.
- მანამდე არსად შეხვედრიხარ პრეზიდენტს?
- კი, ბათუმში მეგობართან ერთად ბარში ვიყავი. მიხეილ სააკაშვილი კი ვიღაც კაცთან ერთად იყო, ვერ ვცნობ პოლიტიკოსებს და ვერ გეტყვით, ვინ იყო მის გვერდით.
- მაშინ არ გაგიჩნდათ მასთან სურათის გადაღების სურვილი?
- მაშინ არ მიფიქრია ამაზე.. ალბათ არ იყო ამის დრო, სიტუაცია და ადგილი.
- რა გამოხმურება მოჰყვა თქვენს ერთობლივ ფოტოს სოციალურ ქსელში?
- არაერთგვაროვანი, რაც არ უნდა გააკეთო ყველას ვერ მოეწონება, ხომ იცით, ზოგს მღვდელი მოსწონს, ზოგს - მღვდლის ცოლი.
ქეთი მელაძე
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის




















