14 იანვარი, 2017
ვისთან წყვეტს ურთიერთობას ინდირა ჯგერნაია - "ტრ...ის ქიცინი არ შემიძლია"
ინდირა ჯგერნაია მეგობრებმა გაანაწყენეს. როგორც, თავად ამბობს, ყალბ მეგობრებთან ურთიერთობა შეწყვიტა და კიდევ აპირებს სამეგობრო "გამოხშიროს". "ტრაკის ქიცინი არ შემიძლია",- წერს მომღერალი სოციალურ ქსელში. ვინ გაანაწყენა ინდირა და რატომ, უცნობია.

მან ფეისბუქზე სტატუსი დაწერა: "ზუსტად ვიცი, რომელი საზოგადოება ამოეწერება ჩემი გუნდიდან. ბევრი მოვიცილე ეს ყალბი სამეგობრო, მაპატიეთ მაგრამ კიდე უნდა გამოგხშიროთ, ეს თავად დაიმსახურეთ. ტრაკის ქიცინი არ შემიძლია."

სტატუსის კომენტარებში ინდირამ, ასევე დაწერა, რომ არ სცალია ყალბი ადამიანებისთვის. ერთ-ერთმა "ფეისბუქის" მეგობარმა მას უპასუხა, რომ ასეთი
ადამიანები იქნებიან თუ არა მის ირგვლივ, მის სურვილზეა დამოკიდებული და ამ კომენტარს კიდევ ერთი სკანდალური განცხადება მოჰყვა მომღერლის მხრიდან:

"ჰოდა არ მინდა. ვფიქრობდი ჩემთვის და დავწერე, ხვალ ყველა პირადად მოისმენს სათქმელს. ზურგს უკან კი მიცნობ, არ მიყვარს ლაპარაკი და ბევრსაც მაგისთვის ვჭირდებოდი, რომ ინდოს ეყვირა."

"ვინ გამიბრაზა შენი თავი?", "მაგარი გოგო ხარ", "აუ, როგორ მევასება ეს გოგო, საღოლ მართლა რა!", - წერენ ინდირას მეგობრები კომენტარებში.

მარიამ კაკაურიძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS