14 იანვარი, 2017
ნუკი კოშკელიშვილი ძველით ახალ წელს საქართველოში შეხვდა
ტელეწამყვანი და მსახიობი ნუკი კოშკელიშვილი საქართველოშია, ძველით ახალ წელს სამშობლოში შეხვდა. ნუკიმ ეს ინფორმაცია სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა. საკუთარ "ფეისბუქის" გვერდზე დაწერა, ოცი საათის წინ, რომ ჯ.კენედის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს მიმართულებით მოფრინავს. 

"კეთილი მგზავრობა!", "კეთილი იყოს შენი ფეხი საქართველოში", "რა მაგარია", "ბედნიერ მგზავრობას გისურვებ", - წერენ ნუკი კოშკელიშვილის "ფეისბუქის" მეგობრები კომენტარებში.

მეუღლეც მოფრინავს თუ არა მასთან ერთად, რამდენი ხნით ჩერდება სამშობლოში და რა გეგმები აქვს, ჯერ-ჯერობით უცნობია.

მარიამ კაკაურიძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS